ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
საფრანგეთი ლიცეუმებში მობილური ტელეფონების აკრძალვას გეგმავს
საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვა, რომელიც ამჟამად დაწყებით და საშუალო სკოლებში მოქმედებს, ახალი სასწავლო წლიდან ლიცეუმებშიც ამოქმედდება.
საფრანგეთი ლიცეუმებში მობილური ტელეფონების აკრძალვას გეგმავს
საფრანგეთი ლიცეუმებში მობილური ტელეფონების აკრძალვას გეგმავს

საფრანგეთის განათლების მინისტრმა, ედუარდ ჟეფრემ, ტელეარხ France Info-ს ეთერში ახალგაზრდების მიერ სოციალური მედიის გამოყენებისა და სკოლებში დაგეგმილი რეგულაციების შესახებ ისაუბრა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის გამოყენებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციის საბოლოო ვარიანტის დამტკიცებას ამ ზაფხულს ელოდება. აღნიშნული საკითხი წლის დასაწყისიდან პარლამენტის ორ პალატას - სენატსა და ეროვნულ ასამბლეას შორის განხილვის საგანია.

ამასთანავე, ჟეფრემ გამოაცხადა, რომ იგეგმება მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვის გავრცელება ლიცეუმებზეც, რაც 2018 წლიდან უკვე მოქმედებს დაწყებით და საშუალო სკოლებში. „მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი მოსწავლეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მან.

ასაკობრივი ზღვარი სოციალური მედიის გამოყენებაზე

საფრანგეთში 15 წლამდე პირებისთვის სოციალური მედიის გამოყენების მარეგულირებელი კანონპროექტი იანვარში ეროვნულმა ასამბლეამ, ხოლო აპრილში სენატმა დაამტკიცა, თუმცა ტექსტებს შორის განსხვავებები არსებობდა. საფრანგეთის კანონმდებლობით, იმისათვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, სენატმა და ეროვნულმა ასამბლეამ ერთსა და იმავე ვარიანტზე უნდა მიაღწიონ შეთანხმებას.

ბოლო პერიოდში არასრულწლოვნების მიერ სოციალური მედიის გამოყენება ევროპის ქვეყნების დღის წესრიგში აქტიურად დგას. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, 15 ივნისს განაცხადა, რომ 16 წლამდე პირებისთვის სოციალური მედიის გამოყენების რეგულაციას მომავალი წლის დასაწყისიდან აამოქმედებენ. ავსტრალიაში კი 2025 წლის დეკემბრიდან ძალაში შევიდა რეგულაცია, რომელიც 16 წლამდე ახალგაზრდებისთვის სოციალურ პლატფორმებზე წვდომას ზღუდავს.

აღმოაჩინეთ
FETÖ-ს საბოტაჟები თავდაცვის მრეწველობაში და კრიტიკული პროექტები
პრეზიდენტ ერდოღანის სტატია სათაურით „15 ივლისი: თურქეთის საუკუნის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“
15 ივლისის ღამეს მომხდარი მოვლენები
პრეზიდენტმა ერდოღანმა პაკისტანის თავდაცვისა და სახმელეთო ჯარების სარდალი მუნირი მიიღო
მინისტრი ფიდანი უკრაინის საკითხზე გამართულ მოხალისეთა კოალიციის ლიდერთა სამიტს დაესწრო
ლინდსი გრემის ადგილზე აშშ-ის სენატში მისი და დაინიშნა
პრეზიდენტი ერდოღანი კატარში გაემგზავრება
აშშ-ის თავდასხმები ირანზე გუშინ ღამეც გაგრძელდა
„რა არის ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია (FETÖ)?“
15 ივლისის წარუმატებელი გადატრიალებისას გამოვლენილი Bylock-ის იერარქია
MİT-მა ტერორისტული ორგანიზაცია DEAŞ-ის ერთ-ერთი ე.წ. ხელმძღვანელი თალიფ გიულერი დააკავა
ვენესუელაში 24 ივნისს მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4 490-მდე გაიზარდა
ირანმა რეგიონის მასშტაბით „მტრის ბაზების“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სთავდასხმები განახორციელა
ტრამპი: თეირანის თავდასხმის შემთხვევაში, აშშ ირანს „გაანადგურებს“
რუსეთი: უკრაინას კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების სურვილი არ აქვს