ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
NATO: მოკავშირეები არქტიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთობლივად იმუშავებენ
ნატო-ს სპიკერმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ჩინეთისა და რუსეთის მიერ გრენლანდიაში გავლენის მოპოვება
NATO: მოკავშირეები არქტიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთობლივად იმუშავებენ
NATO: მოკავშირეები არქტიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთობლივად იმუშავებენ / Reuters

ნატო-ს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრები ერთობლივად იმუშავებენ არქტიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში სპიკერმა აღნიშნა: „ნატო-ს მოკავშირეებს შორის მოლაპარაკებები იმ ჩარჩოზე, რომელსაც პრეზიდენტმა გაუსვა ხაზი, ფოკუსირებული იქნება არქტიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ყველა მოკავშირის, პირველ რიგში კი არქტიკის რეგიონის შვიდი წევრის კოლექტიური ძალისხმევით“. მან ასევე დასძინა: „მოლაპარაკებები დანიას, გრენლანდიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაგრძელდება იმ მიზნით, რომ რუსეთმა და ჩინეთმა ვერასოდეს მოიპოვონ გავლენა გრენლანდიაში, როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით“.

კვირების განმავლობაში გაგრძელებული მწვავე რიტორიკის შემდეგ, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ყველაზე ღრმა განხეთქილების რისკს შეიცავდა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოულოდნელად უკან დაიხია საბაჟო ტარიფებით მუქარისგან, რომელსაც იგი გრენლანდიის საკითხზე „კოზირად“ იყენებდა და განაცხადა, რომ დავის დასასრულებლად კომპრომისი ახლოსაა.

დავოსში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა: „ამ ურთიერთგაგების საფუძველზე, მე არ ავამოქმედებ საბაჟო ტარიფებს, რომლებიც 1 თებერვლიდან უნდა შესულიყო ძალაში“.“

აღმოაჩინეთ
თურქეთსა და ყირგიზეთს შორის ურბანული დაგეგმარების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
თურქული ნიავი ლოს-ანჯელესის გულში: Turkish Vibe Zone-მა კარები გააღო
„თურქეთი წვლილს შეიტანს მუდმივი მშვიდობის დამყარებაში“
სოციალური მედიის ჭარბი მოხმარება ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისის მთავარი მიზეზია
თურქულმა და ესპანურმა თავდაცვის ინდუსტრიებმა შეთანხმებები გააფორმეს
მინისტრ ფიდანის განცხადება ნატოს სამიტზე: თურქეთი რომ არა, ტრამპი არ ჩამოვიდოდა
საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ყაზანში ვლადიმერ პუტინს შეხვდა
ტრამპმა და ფეზეშქიანმა ხელი მოაწერეს: აშშ-ირანის შეთანხმება „ოფიციალურად გაფორმდა“
საფრანგეთი ლიცეუმებში მობილური ტელეფონების აკრძალვას გეგმავს
ტრამპი: „ირანთან ძალიან ძლიერი შეთანხმება გავაფორმეთ“
პრეზიდენტმა ერდოღანმა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე უერტასი მიიღო
მინისტრი იუმაქლი: ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას უფრო მწვანე თურქეთისთვის
პრეზიდენტმა ერდოღანმა ფენერის ბერძენი პატრიარქი ბართლომეოსი მიიღო
ბენ-გვირმა აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი ვიზის მიღებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო გააუქმა
საფრანგეთში, G7-ის სამიტის ფარგლებში, ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ