ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოს ღაზის მისიის ძალების რეზოლუციის პროექტი წარუდგინა
პროექტი უშიშროების საბჭოს სთხოვს, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისთვის და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების ძალებისთვის უფლებამოსილების მინიჭებას.
აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოს ღაზის მისიის ძალების რეზოლუციის პროექტი წარუდგინა
აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოს ღაზის მისიის ძალების რეზოლუციის პროექტი წარუდგინა / Reuters

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა პარტნიორ ქვეყნებს, რომელიც მიზნად ისახავს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 20-პუნქტიანი ღაზას სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერას და საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების (International Stabilisation Force) ავტორიზაციას.

აშშ-ის მისიის წარმომადგენელმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩმა მაიკ უოლცმა პროექტი გაუზიარა უშიშროების საბჭოს 10 არჩეულ წევრს და რეგიონულ პარტნიორებს, როგორებიც არიან თურქეთი, ეგვიპტე, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი.

პროექტის კენჭისყრის თარიღი ჯერ არ დადგენილა.

აშშ-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ პროექტი მიესალმება „მშვიდობის საბჭოს“, ღაზის დროებით მმართველ ორგანოს, რომელიც გათვალისწინებულია ტრამპის 20-პუნქტიან გეგმაში და რომელსაც თავად უხელმძღვანელებს.

პროექტი ასევე მოიცავს „საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების“ (ISF) ავტორიზაციას, რომელიც მითითებულია სამშვიდობო გეგმაში.

დიპლომატიური წყაროების თანახმად, რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა ISF-ში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ ითხოვს უშიშროების საბჭოს შესაბამის გადაწყვეტილებას პალესტინის ტერიტორიებზე ჯარების გაგზავნამდე.

„ამერიკის შეერთებული შტატები, პრეზიდენტ ტრამპის მამაცი ხელმძღვანელობით, კვლავ მიაღწევს შედეგებს გაეროში; არა უსასრულო დებატებს“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა.

საერთაშორისო ძალების შექმნა ისრაელსა და წინააღმდეგობის ორგანიზაცია ჰამასს შორის 10 ოქტომბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკვანძო ელემენტად განიხილება.

შეთანხმების თანახმად, ჯარები ძირითადად არაბული და მუსლიმური ქვეყნებიდან შეირჩევიან და განლაგდებიან ღაზაში უსაფრთხოების გასაკონტროლებლად ისრაელის არმიის გაყვანის დროს.

„მხარეებმა გამოიყენეს ეს ისტორიული შესაძლებლობა, რათა შეეჩერებინათ ათწლეულების განმავლობაში დაღვრილი სისხლი და რეალობად ექციათ აშშ-ის პრეზიდენტის ხედვა ახლო აღმოსავლეთში მუდმივი მშვიდობის შესახებ“, - დასძინა აშშ-ის წარმომადგენელმა.

ტრამპის გეგმის შემდგომი ეტაპები მოიცავს ისრაელის მზარდ გაყვანას ღაზიდან, ჰამასის განიარაღებას და პალესტინაში განადგურებული დასახლებების აღდგენას.

აღმოაჩინეთ
თურქული ნიავი ლოს-ანჯელესის გულში: Turkish Vibe Zone-მა კარები გააღო
„თურქეთი წვლილს შეიტანს მუდმივი მშვიდობის დამყარებაში“
სოციალური მედიის ჭარბი მოხმარება ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისის მთავარი მიზეზია
თურქულმა და ესპანურმა თავდაცვის ინდუსტრიებმა შეთანხმებები გააფორმეს
მინისტრ ფიდანის განცხადება ნატოს სამიტზე: თურქეთი რომ არა, ტრამპი არ ჩამოვიდოდა
საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ყაზანში ვლადიმერ პუტინს შეხვდა
ტრამპმა და ფეზეშქიანმა ხელი მოაწერეს: აშშ-ირანის შეთანხმება „ოფიციალურად გაფორმდა“
საფრანგეთი ლიცეუმებში მობილური ტელეფონების აკრძალვას გეგმავს
ტრამპი: „ირანთან ძალიან ძლიერი შეთანხმება გავაფორმეთ“
პრეზიდენტმა ერდოღანმა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე უერტასი მიიღო
მინისტრი იუმაქლი: ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას უფრო მწვანე თურქეთისთვის
პრეზიდენტმა ერდოღანმა ფენერის ბერძენი პატრიარქი ბართლომეოსი მიიღო
ბენ-გვირმა აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი ვიზის მიღებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო გააუქმა
საფრანგეთში, G7-ის სამიტის ფარგლებში, ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ
კონიაში ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემა განთავსდება