ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
სირიის უსაფრთხოების ძალები YPG-სთან დადებული შეთანხმების შესაბამისად კამიშლიში შევიდნენ
უსაფრთხოების ძალები ელ-ჰასაქას მუჰაფაზაში ადგილობრივი მოსახლეობის თბილი დახვედრის ფონზე შევიდნენ.
სირიის უსაფრთხოების ძალები YPG-სთან დადებული შეთანხმების შესაბამისად კამიშლიში შევიდნენ
სირიის უსაფრთხოების ძალები YPG-სთან დადებული შეთანხმების შესაბამისად კამიშლიში შევიდნენ / Reuters

სირიელმა მაღალჩინოსანმა ორშაბათს განაცხადა, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია YPG-სთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, უსაფრთხოების ძალები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჰასაქას მუჰაფაზაში მდებარე ქალაქ კამიშლიში შევლენ.

ეს განცხადებები ჰასაქას შინაგანი უსაფრთხოების ძალების სარდალმა, მერვან ალ-ალიმ ტელეკომპანია Alikhbaria-ს მას შემდეგ მისცა, რაც უსაფრთხოების ძალებმა ქალაქში შესვლა დაიწყეს.

„დღეს ჰასაქაში შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსონალი და დიდი რაოდენობით ავტომობილი შევიდა, რის შემდეგაც მსგავსი ძალები კამიშლიშიც შევლენ“, - განაცხადა მან, თუმცა კონკრეტული ვადები არ დაუკონკრეტებია.

ალ-ალის თქმით: „შეთანხმების პირობების შესრულების შემდეგ, „ასაიშის“ (საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ძალები) და YPG-სთან დაკავშირებული სხვა უსაფრთხოების დანაყოფები შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში მოხდება მათი ინტეგრაცია. გაურკვეველი ვითარების გამო, პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად და ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მედიის წარმომადგენლებს ქალაქ ჰასაქაში შესვლის უფლება არ მიეცემათ“.

ალ-ალიმ ასევე დასძინა: „ჰასაქაში მყოფი უსაფრთხოების ძალები არსებულ პოზიციებზე დარჩებიან და იგივე ძალები კამიშლიშიც შევლენ“.

ტელეარხმა ორშაბათს დილით ადრე გავრცელა ინფორმაცია, რომ შინაგანი უსაფრთხოების ძალები ჰასაქაში ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან თბილი დახვედრით შევიდნენ.

სააგენტო „ანადოლუს“ კორესპონდენტის ცნობით, შინაგანი უსაფრთხოების კონვოი რვა ჯავშანტრანსპორტიორისგან, ოთხი ყველგანმავალი ავტომობილისგან, სასწრაფო დახმარების მანქანებისა და მობილური კავშირგაბმულობის დანაყოფებისგან შედგებოდა. რეპორტიორმა ასევე აღნიშნა, რომ კონვოი ჰასაქას ცენტრისკენ მიიწევდა.

შეთანხმების ფარგლებში, სირიის შინაგანი უსაფრთხოების ძალები აინ ელ-არაბის რაიონის სამხრეთით მდებარე სოფელ შუიუხშიც შევიდნენ.

ეს ნაბიჯები გადაიდგა იმ „ყოვლისმომცველი შეთანხმების“ ფარგლებში, რომლის შესახებაც მთავრობამ პარასკევს გამოაცხადა. შეთანხმება მიზნად ისახავს ქვეყნის დაყოფის დასრულებას და სრული ინტეგრაციის ახალი ეტაპისთვის ნიადაგის მომზადებას.

აღმოაჩინეთ
ტერორისტულმა ორგანიზაციამ PKK/KCK-მ ჩრდილოეთ ერაყში, მეთინაში, 4 თავშესაფარი დატოვა
გაერო: „ჯიბუტის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად 139 ადამიანი დაიღუპა“
აშშ-ში მოსამართლემ სახელმწიფო რესურსებით დაფინანსებული რეკლამების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო
თურქეთმა, ეგვიპტემ, პაკისტანმა და საუდის არაბეთმა ჰუსიტების თავდასხმები ერთობლივი განცხადებით დაგმეს
ანგარიში: ირანთან ომში აშშ-ის 81 სამხედრო საჰაერო ხომალდი ან დაიკარგა, ან შეუქცევადად დაზიანდა
საფრანგეთში მოსწავლეთა პროტესტი ქვეყანას ქაოსში აგდებს
ირანი: „აშშ-ის მიერ ომის დასრულების წინადადებებზე პასუხი შუამავლების მეშვეობით გადაეცემა“
პაკისტანის არმიამ საუდის არაბეთში საკუთარი ქვედანაყოფების განლაგება დაადასტურა
რუსული თავდასხმების შედეგად უკრაინაში 11 ადამიანი დაიღუპა
მსოფლიო უკვე სამი წელია ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ხოცვა-ჟლეტას ადევნებს თვალს
ჰუსიტებმა არაბეთის აეროპორტებსა და სამხედრო ბაზებზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმები განახორციელეს
ისრაელის გენოციდური თავდაცვის მინისტრი კაცი არმიას ღაზაში მზადყოფნის გაძლიერების ბრძანებას აძლევს
ირანის გზავნილი: „აშშ-თან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს“
გუტერეშმა 7 ოქტომბრის წლისთავამდე ღაზაში მუდმივი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა
ესპანეთი ვადამდელ არჩევნებს ატარებს
ისრაელმა პალესტინელების წინააღმდეგ დაახლოებით 63 ათასი თავდასხმა განახორციელა
რუსეთმა დიპლომატებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კიევის დატოვებისკენ მოუწოდა
ტრამპი თურქეთის მიმართ დაწესებული CAATSA-ს სანქციების მოხსნის საკითხს დადებითად აფასებს
ბელგიაში მოსწავლეთა საპროტესტო აქციები თანდათან უფრო მასშტაბური ხდება
პუტინის მორიგი მუქარა პირდაპირი თავდასხმის შემთხვევაში