ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 1 წუთი
იაპონიაში ტაიფუნი „დუჯუანი“ მძვინვარებს
ზოგიერთ რეგიონში ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი.
იაპონიაში ტაიფუნი „დუჯუანი“ მძვინვარებს
იაპონიაში ტაიფუნი „დუჯუანი“ მძვინვარებს

იაპონიაში, წყნარი ოკეანის სანაპიროსკენ მიმავალი ტაიფუნ „დუჯუანის“ გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა და რამდენიმე ღონისძიება გაუქმდა.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს განცხადებით, ტაიფუნი „დუჯუანი“ იაპონიის ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილის წყნარი ოკეანის სანაპიროებისკენ მიიწევს.

ტაიფუნით გამოწვეული შესაძლო ძლიერი წვიმისა და მეწყრის საფრთხის გამო, დედაქალაქ ტოკიოდან სამხრეთით 100 კილომეტრში მდებარე იძუს არქიპელაგის უდიდეს კუნძულ იძუ-ოშიმაზე განგაშის უმაღლესი დონე გამოცხადდა.

ტაიფუნის გამო, რომელიც იაპონიაში 5-დღიან უქმეებს დაემთხვა, დედაქალაქ ტოკიოში სატრანსპორტო გადაადგილება შეფერხდა, ზოგიერთი ღონისძიება კი გაუქმდა.

მოსალოდნელია, რომ ტაიფუნი ტოკიოს აღმოსავლეთით მდებარე ჩიბას პრეფექტურას გადაუვლის, ხოლო კანტო-კოშინის (რომელიც ტოკიოსაც მოიცავს) და ტოკაის რეგიონებში ძლიერი წვიმებია ნავარაუდევი.

აღმოაჩინეთ
ტრამპი სი ძინპინთან „ძალიან ნაყოფიერი“ შეხვედრის იმედს გამოთქვამს
ერდოღანი: „თურქეთი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ფართო ფრენების ქსელის მქონე ქვეყნად ვაქციეთ“
თურქეთის დიდი დარტყმა ისრაელთან დაკავშირებულ ქსელზე: დაკავებულია 175 პირი
ირანმა განაცხადა, რომ დარტყმა მიაყენა ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერს ჰორმუზის სრუტეში
ტრამპმა განაცხადა, რომ პოლონეთში აშშ-ის ბაზის შექმნის საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს
არაღჩი: „დღეს მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს სტრატეგიულ ბალანსს“
თურქეთმა დაგმო ჰუსიტების მიერ მექას მიმართულებით განხორციელებული თავდასხმა
HÜRKUŞ-II, სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის გადაცემული პირველი ადგილობრივი წარმოების თვითმფრინავი იქნება
ანგარიში: „47 წელიწადში გრენლანდიასა და ანტარქტიდაში 12,5 ტრილიონი ტონა ყინული დადნა“
ფიდანი: „ჩვენს რეგიონში თურქეთი და აზერბაიჯანი სტაბილურობის ორ კუნძულს წარმოადგენს“
Bayraktar-ის კუთვნილმა უპილოტო საფრენმა აპარატმა AKINCI-მ საჰაერო სამიზნე SUNGUR-ით გაანადგურა
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანმა საბერძნეთთან ურთიერთობები შეაფასა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ირანის წინააღმდეგ თავდასხმების შეჩერებას
ჰუსიტები აცხადებენ, რომ საუდის არაბეთის კუთვნილი F-15 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს
რუსეთი: „კოსმოსში შეიარაღების რბოლის თავიდან ასაცილებლად უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები“