ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 1 წუთი
საბერძნეთის სანაპიროებთან მომხდარი 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა ათენში იგრძნობოდა
მიწისძვრის ეპიცენტრი სანაპირო ზოლის, ნეა სტირას სანაპიროდან ოთხ კილომეტრში დაფიქსირდა, თუმცა მსხვერპლის ან ზარალის შესახებ პირველადი მონაცემებით შეტყობინება არ გავრცელებულა.
საბერძნეთის სანაპიროებთან მომხდარი 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა ათენში იგრძნობოდა
/ Reuters

ხელისუფლების განცხადებით, საბერძნეთის ევბეის კუნძულის სიახლოვეს 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ბიძგები ათენშიც ძლიერად იგრძნობოდა.

ათენის ეროვნული ობსერვატორიის გეოდინამიკის ინსტიტუტის მიერ სამშაბათს დილით გაკეთებული განცხადების თანახმად, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 00:30 საათზე (GMT 21:30) დედაქალაქ ათენიდან 45 კილომეტრში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვაში დაფიქსირდა.

ინსტიტუტმა განაცხადა, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა საბერძნეთის სიდიდით მეორე კუნძულის, ევბეის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სანაპირო ზოლის, ნეა სტირას სანაპიროდან ოთხ კილომეტრში.

პირველადი მონაცემებით, მსხვერპლი და ზარალი არ არის.

ახლომდებარე ქალაქ მარათონის მერმა, სტერგიოს ცირკასმა სატელევიზიო არხ ERT -ს განუცხადა, რომ მიწისძვრა "ძალიან ძლიერად" იგრძნობოდა.

სეისმურად აქტიური რეგიონი

მაისში კუნძულ კრეტას სიახლოვეს 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის ძლიერი მიწისძვრა მოხდა, ბიძგები ათენში, ასევე ეგვიპტეშიც იგრძნობოდა.

იანვარსა და თებერვალში კი ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულმა სანტორინმა, რომელიც საბერძნეთის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა, არაჩვეულებრივი სეისმური აქტივობა განიცადა. ათასობით განმეორებითი ბიძგის გამო ათასობით მცხოვრები იძულებული გახდა დაეტოვებინა კუნძული, თუმცა მოგვიანებით უკან დაბრუნდნენ.

საბერძნეთში, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთში ტექტონიკური რღვევის მრავალი ზოლზე მდებარეობს, რეგულარულად ხდება მიწისძვრები. ქვეყანაში ბოლო მსხვერპლით დასრულებული მიწისძვრა 2020 წლის ოქტომბერში ეგეოსის ზღვაში, კუნძულ სამოსზე მოხდა. 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სამოსში ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო იზმირში - 100-ზე მეტი.

აღმოაჩინეთ
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ირანის წინააღმდეგ თავდასხმების შეჩერებას
ჰუსიტები აცხადებენ, რომ საუდის არაბეთის კუთვნილი F-15 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს
რუსეთი: „კოსმოსში შეიარაღების რბოლის თავიდან ასაცილებლად უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები“
აშშ-მა და სირიამ ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი საგარეო საქმეთა მინისტრ ფიდანს შეხვდა
სომალიში თურქეთის მხარდაჭერისთვის მადლიერების გამოხატვის მიზნით დემონსტრაციები გაიმართა
ერდოღანი: „ჩვენი ერი საფრთხეებს ავარიდეთ“
უკრაინა: „რუსეთის არმიამ გასულ ღამეს 200 უპილოტო საფრენი აპარატით საჰაერო თავდასხმები განახორციელა“
სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ აცხადებს
აშშ-მა პირველად დაადასტურა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა
გუშაგთა კორპუსი: „ჰორმუზის სრუტის დასავლეთით MQ-1 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ“
ნატოს გამანადგურებლებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შეჭრილი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
იშლება თუ არა დიდი ბრიტანეთი? შოტლანდიის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და უელსის ნაბიჯები გამოყოფისკენ
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი 15-16 სექტემბერს აზერბაიჯანს ეწვევა
საბერძნეთში არალეგალი მიგრანტების გადამყვანი ნავის ჩაძირვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 25 დაიკარგა