ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
ერდოღანმა ტელეარხ "TRT Genç"-ის გახსნის ცერემონია გამართა: „მომავალი თქვენ ხართ“
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ტელეარხი „TRT Genç“ (TRT ახალგაზრდული) პროგრამების ფართო სპექტრს გადასცემს, რათა ხელი შეუწყოს ახალგაზრდების გონებრივ, ემოციურ და კულტურულ განვითარებას.
ერდოღანმა ტელეარხ "TRT Genç"-ის გახსნის ცერემონია გამართა: „მომავალი თქვენ ხართ“
ერდოღანმა ტელეარხ "TRT Genç"-ის გახსნის ცერემონია გამართა: „მომავალი თქვენ ხართ“ / AA

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაესწრო ახალი ტელეარხის, „TRT Genç“-ის გახსნის ღონისძიებას, რომელიც სპეციალურად ახალგაზრდა მაყურებლისთვის შეიქმნა. ხუთშაბათს, ბეშთეფეს ეროვნულ კონგრესსა და კულტურის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას, ერდოღანმა მიმართა ახალგაზრდებს, მედიის წარმომადგენლებსა და სტუმრებს. მან აღნიშნა, რომ ბედნიერია მათი მასპინძლობით „ერის სახლში“ და ახალგაზრდები თურქეთის მომავალად დაახასიათა.

ერდოღანმა მიულოცა, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT-ს თანამშრომლებს ახალი არხის, „TRT Genç“-ის გახსნა და წარმატებები უსურვა მათ. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს პროექტი სარგებელს მოუტანს ახალგაზრდებს, ოჯახებს, მედიის სექტორსა და მთელ ერს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „TRT Genç“ მეცნიერების, ტექნოლოგიების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ისტორიისა და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ მომზადებული გადაცემებით ახალგაზრდების განვითარებას დაუჭერს მხარს. მან ასევე ხაზი გაუსვა მსგავსი პლატფორმების მნიშვნელობას „ეპოქის სენთან - დამოკიდებულებასთან ბრძოლაში“. მისი თქმით, საგრძნობლად გაიზარდა სხვადასხვა სახის დამოკიდებულებები, მათ შორის ეკრანზე, ვირტუალურ ფსონებზე, აზარტულ თამაშებსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება.

ბრძოლა „სიმართლისთვის“ გაგრძელდება

პრეზიდენტმა გააფრთხილა საზოგადოება, რომ ოჯახი თანამედროვე „კულტურული ომების“ ერთ-ერთ მთავარ ბრძოლის ველად იქცა. მან განაცხადა, რომ ოჯახის ინსტიტუტი უპრეცედენტო თავდასხმისა და ალყის ქვეშაა, ხოლო გასართობად დაწყებული ციფრული თამაშები ხშირად ხაფანგია, რომელიც ახალგაზრდებს ვირტუალური ფსონებისა და აზარტული თამაშებისკენ უბიძგებს.

ერდოღანმა მოითხოვა უფრო მტკიცე მიდგომა, რომელიც გასცდება მხოლოდ სოციალურ რეკლამებს. მან ხაზი გაუსვა, რომ თურქეთმა უფრო ღრმად უნდა შეისწავლოს დამოკიდებულების პრობლემა და მას მტკიცედ დაუპირისპირდეს. ასევე აღნიშნა, რომ ბრძოლა „სიმართლისთვის“ ყველა ფრონტზე გაგრძელდება ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტების მეშვეობით, როგორიცაა  სააგენტო „ანადოლუს“ (AA) და კომუნიკაციების სამმართველო.

ახალგაზრდა მაყურებლის განათლება გართობის პარალელურად

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა TRT-ის გენერალური დირექტორი მეჰმედ ზაჰიდ სობაჯი. მან აღნიშნა, რომ „TRT Genç“-ით ისინი სთავაზობენ საიმედო პლატფორმას იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ბავშვთა და მოზრდილთა გადაცემებს შორის იყვნენ მოქცეულნი და ვერ პოულობდნენ საკუთარ თავზე მორგებულ, სუფთა და ხარისხიან ეთერს.

„ეს არხი ეფუძნება სახელმწიფოს გარანტიას, ერის ღირებულებებსა და თურქული ცივილიზაციის ამბიციებს“, თქვა მან.

სობაჯიმ განაცხადა, რომ არხი მშობლებისთვისაც საინტერესო იქნება და შექმნის უსაფრთხო სივრცეს, სადაც ოჯახის წევრები ერთად უყურებენ გადაცემებს, ერთად ისწავლიან და გაამყარებენ ურთიერთკავშირს.

„ჩვენი არხის გამორჩეული თვისება ის არის, რომ ჩვენს შვილებს ხარისხიანი და პროფესიონალი ტელესახეების მეშვეობით გართობის პარალელურად ვასწავლით“, - განაცხადა სობაჯიმ და დაამატა: „ეთერში გამოვიტანთ ახალგაზრდა მეწარმეების იდეებს, ახალგაზრდა გამომგონებლების პროექტებს, შეხვედრებს ჩვენს ასტრონავტებთან და მეცნიერებთან. ამით ახალგაზრდებს შევთავაზებთ მისაბაძ მაგალითებს და ჩავუნერგავთ რწმენას - „მეც შემიძლია“.“

აღმოაჩინეთ
თურქეთსა და ყირგიზეთს შორის ურბანული დაგეგმარების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
თურქული ნიავი ლოს-ანჯელესის გულში: Turkish Vibe Zone-მა კარები გააღო
„თურქეთი წვლილს შეიტანს მუდმივი მშვიდობის დამყარებაში“
სოციალური მედიის ჭარბი მოხმარება ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისის მთავარი მიზეზია
თურქულმა და ესპანურმა თავდაცვის ინდუსტრიებმა შეთანხმებები გააფორმეს
მინისტრ ფიდანის განცხადება ნატოს სამიტზე: თურქეთი რომ არა, ტრამპი არ ჩამოვიდოდა
საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ყაზანში ვლადიმერ პუტინს შეხვდა
ტრამპმა და ფეზეშქიანმა ხელი მოაწერეს: აშშ-ირანის შეთანხმება „ოფიციალურად გაფორმდა“
საფრანგეთი ლიცეუმებში მობილური ტელეფონების აკრძალვას გეგმავს
ტრამპი: „ირანთან ძალიან ძლიერი შეთანხმება გავაფორმეთ“
პრეზიდენტმა ერდოღანმა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე უერტასი მიიღო
მინისტრი იუმაქლი: ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას უფრო მწვანე თურქეთისთვის
პრეზიდენტმა ერდოღანმა ფენერის ბერძენი პატრიარქი ბართლომეოსი მიიღო
ბენ-გვირმა აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი ვიზის მიღებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო გააუქმა
საფრანგეთში, G7-ის სამიტის ფარგლებში, ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ