ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
ლეო XIV-მ, პაპის სტატუსით, პირველად აღავლინა საშობაო ღამის მესა
ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, პაპმა ლეო XIV-მ მატერიალიზმი გააკრიტიკა და გააჟღერა გზავნილი, რომელიც დამკვირვებლების მიერ ეკლესიის ძველ ტრადიციებთან დაბრუნებად შეფასდა.
ლეო XIV-მ, პაპის სტატუსით, პირველად აღავლინა საშობაო ღამის მესა
ლეო XIV-მ, პაპის სტატუსით, პირველად აღავლინა საშობაო ღამის მესა / Reuters
25 დეკემბერი 2025

რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლმა, პაპმა ლეო XIV-მ, ოთხშაბათს თავის პირველ საშობაო ღამის მესას უხელმძღვანელა.

მესა, რომელიც ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გაიმართა, ესწრებოდნენ კარდინალები, ეპისკოპოსები, მღვდლები, ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლები და მრავალი მოწვეული სტუმარი.

კარდინალი რობერტ ფრენსის პრევო, პაპ ფრანცისკეს 21 აპრილს გარდაცვალების შემდეგ, 8 მაისს კათოლიკური ეკლესიის 267-ე პაპად აირჩიეს და მან ლეო XIV-ის სახელი მიიღო.

მესის დროს წარმოთქმულ სიტყვაში პაპმა ლეომ მატერიალიზმი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ დამახინჯებული ეკონომიკა ადამიანებს მხოლოდ საქონლად (ნივთებად) განიხილავს.

მესის დაწყებამდე პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს მიესალმა და შობა მიულოცა.

აღინიშნა, რომ თავისი წინამორბედისგან განსხვავებით, პაპმა ლეომ საშობაო მესა შედარებით გვიან, შუაღამესთან ახლოს დაიწყო და მსახურება უფრო ხანგრძლივი იყო. მედიაში გავრცელებულ ცნობებში ეს ძველ ტრადიციებთან დაბრუნებად შეფასდა.

ხუთშაბათს, საშობაო მესის შემდეგ, პაპი წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან ტრადიციული მიმართვით „Urbi et Orbi“ (ქალაქსა და სამყაროს) წარდგება. თავის მიმართვაში ლეო XIV გლობალურ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას.

აღმოაჩინეთ
ისრაელი ირანთან მინიმუმ ერთთვიანი ომისთვის ემზადება
ტრამპი: აშშ-მა ირანის ფლოტი ჩაძირა; სარაკეტო გამშვები დანადგარების უმეტესობა გაანადგურა
აფეთქება ოსლოში აშშ-ის საელჩოში
ირანი აცხადებს, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ტყვედ აიყვანეს, აშშ კი ამ ბრალდებებს უარყოფს
ფიდანი: თურქეთმა ირანის ომის დასასრულებლად დიპლომატია გააძლიერა
ერდოღანმა ექრმ-ს ხელმძღვანელ ბარზანისთან რეგიონული დაძაბულობა და ტერორისტული საფრთხე განიხილა
სამინისტრო: თურქეთი ახლო აღმოსავლეთში მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნაბიჯებს დგამს
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე ნავთობის ფასები გაიზარდა
ხარკოვში საცხოვრებელ კორპუსზე რუსული თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
ტრამპმა ირანისგან „უპირობო კაპიტულაცია“ მოითხოვა
ერდოღანმა და მელონიმ ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ესკალაციის ფონზე რეგიონული დაძაბულობა განიხილეს
სამხრეთ კორეა და აშშ ახლო აღმოსავლეთში „პატრიოტების“ გადასროლას განიხილავენ
გაერომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო „დიდი ჰუმანიტარული საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა
თურქეთმა კონფლიქტის გამო ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში ფრენების აკრძალვა გაახანგრძლივა
ევროკავშირი: აშშ ვერ აწვდის საკმარის რაკეტებს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და უკრაინას