ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
ჰამასი: პალესტინა უცხოურ მმართველობას არ მიიღებს, არ განიარაღდება
ჰამასის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, ხალედ მეშალმა, ისრაელის ოკუპაციის წინააღმდეგ პალესტინის მომავლისთვის ერთიანობისა და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
00:00
ჰამასი: პალესტინა უცხოურ მმართველობას არ მიიღებს, არ განიარაღდება
/ AA

ჰამასმა განაცხადა, რომ პალესტინელ ხალხს აქვს საკუთარი მიწების მართვის უფლება და იარაღს არ დაყრიან, სანამ ისრაელის ოკუპაცია გაგრძელდება.

ჰამასის დიასპორის ოფისების ხელმძღვანელმა ხალიდ მეშალმა განაცხადა, რომ მათ გარედან ვერ აიძულებენ რომელიმე პოლიტიკური სისტემის  დამყარებას.

კვირას ჰამასმა გაავრცელა ვიდეო მეშალის გამოსვლით, რომელიც გაიმართა ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში ისრაელთან ტყვეების გაცვლისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლებული და გადასახლებული პალესტინელი პატიმრების პატივსაცემად.

„ღაზა მხოლოდ მის ხალხს ეკუთვნის; არც ღაზის და არც დასავლეთ სანაპიროს მოსახლეობა არ გაცვლის სამშობლოს სხვა რამეში“. - თქვა მან.

„პალესტინას ალტერნატივა არ აქვს“

მეშალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის ბლოკადის ქვეშ მყოფი ღაზისა და ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს პალესტინელები მტკიცედ დარჩებიან თავიანთ მიწაზე.

„პალესტინის ალტერნატივა არის პალესტინა. არაბული და ისლამური ქვეყნების მიმართ პატივისცემის მიუხედავად, ვერაფერი შეცვლის ჩვენს სამშობლოს“. - თქვა მან.

მეშალმა თქვა, რომ პალესტინას მხოლოდ მისი ხალხი მართავს და მათ გარედან ვერ აიძულებენ რომელიმე პოლიტიკური სისტემის  დამყარებას.

მან ყურადღება გაამახვილა ეროვნული ერთიანობის მნიშვნელობაზე პალესტინის წინაშე მდგარი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში და მოუწოდა არაბულ სამყაროს, მხარი დაუჭირონ პალესტინელ ხალხს.

მან აღნიშნა, რომ ღაზა დიდ შეთქმულებასთან არის პირისპირ, არსებობს მცდელობები, რომ მოსახლეობა შიმშილით აიძულონ გადასახლდეს.

„ღაზის მომავალი, მმართველობა, იარაღი და წინააღმდეგობის ძალა საფრთხის ქვეშაა“. - თქვა მან.

აღმოაჩინეთ
„თურქეთი წვლილს შეიტანს მუდმივი მშვიდობის დამყარებაში“
სოციალური მედიის ჭარბი მოხმარება ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისის მთავარი მიზეზია
თურქულმა და ესპანურმა თავდაცვის ინდუსტრიებმა შეთანხმებები გააფორმეს
მინისტრ ფიდანის განცხადება ნატოს სამიტზე: თურქეთი რომ არა, ტრამპი არ ჩამოვიდოდა
საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ყაზანში ვლადიმერ პუტინს შეხვდა
ტრამპმა და ფეზეშქიანმა ხელი მოაწერეს: აშშ-ირანის შეთანხმება „ოფიციალურად გაფორმდა“
საფრანგეთი ლიცეუმებში მობილური ტელეფონების აკრძალვას გეგმავს
ტრამპი: „ირანთან ძალიან ძლიერი შეთანხმება გავაფორმეთ“
პრეზიდენტმა ერდოღანმა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე უერტასი მიიღო
მინისტრი იუმაქლი: ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას უფრო მწვანე თურქეთისთვის
პრეზიდენტმა ერდოღანმა ფენერის ბერძენი პატრიარქი ბართლომეოსი მიიღო
ბენ-გვირმა აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი ვიზის მიღებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო გააუქმა
საფრანგეთში, G7-ის სამიტის ფარგლებში, ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ
კონიაში ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემა განთავსდება
ფიდანის გზავნილი ლავროვს ჰორმუზის სრუტის შესახებ: „უსაფრთხო და შეუფერხებელი გავლა აუცილებელია"