ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ქაბულში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრზე თავდასხმის შედეგად ასეულობით ადამიანი დაიღუპა
ავღანეთის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, ჰამდულა ფიტრატმა განაცხადა: „არსებობს სერიოზული შეშფოთება მსხვერპლის დიდი რაოდენობის შესახებ“.
ქაბულში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრზე თავდასხმის შედეგად ასეულობით ადამიანი დაიღუპა
ქაბულში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრზე თავდასხმის შედეგად ასეულობით ადამიანი დაიღუპა / Reuters

ავღანელი მაღალჩინოსნის თქმით, ავღანეთის დედაქალაქში ნარკოდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრზე პაკისტანის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 400 ადამიანი დაიღუპა.

ავღანეთის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, ჰამდულა ფიტრატმა პლატფორმა X-ზე დაწერა: „პაკისტანის არმიამ დღეს საღამოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:00 საათზე, საჰაერო იერიში მიიტანა 2000-საწოლიან ნარკომანიის სამკურნალო ჰოსპიტალ „ომიდზე“.

ფიტრატმა აღნიშნა, რომ თავდასხმის შედეგად საავადმყოფოს დიდი ნაწილი დაინგრა და არსებობს „სერიოზული შეშფოთება დაღუპულთა დიდი რაოდენობის გამო“.

მისივე ინფორმაციით, დაშავებულია დაახლოებით 250 ადამიანი და შემთხვევის ადგილზე ამჟამად სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

მანამდე გავრცელდა ცნობები ქაბულში მომხდარი საჰაერო თავდასხმების შესახებ; ავღანეთის მთავრობამ პაკისტანი ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევასა და 2000-საწოლიანი ნარკოლოგიური სარეაბილიტაციო ცენტრის, „ომიდის“ დაბომბვაში დაადანაშაულა.

ისლამაბადმა კი ბრალდებები უარყო.

შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებთან საუბრისას ზამანმა აღნიშნა: „ვეძებთ დაშავებულებსა და პაციენტებს, რომლებიც საავადმყოფოში იმყოფებოდნენ“.

„ცრუ ბრალდება“

ეს განცხადებები მოჰყვა პაკისტანის საინფორმაციო სამინისტროს მიერ ქაბულის ბრალდებების უარყოფას. ისლამაბადმა განაცხადა, რომ მათი სამიზნე იყო „ავღანეთის თალიბანისა და ‘ფიტნე ელ-ხავარის’ სამხედრო ობიექტები, ტერორისტული ინფრასტრუქტურა, ტექნიკური აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალების საწყობები ქაბულსა და ნანგარჰარის პროვინციაში, რომლებიც უდანაშაულო პაკისტანელი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენებოდა“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია: „თავდასხმის შემდეგ ტერორისტული ორგანიზაციის კუთვნილი საბრძოლო მასალების აფეთქება სრულად აქარწყლებს ამ ცრუ ბრალდებას“.

ავღანეთის მთავრობის სპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა კი მომხდარი დაგმო და მას „ყველა აღიარებული პრინციპის საწინააღმდეგო ქმედება და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული“ უწოდა.

გასულ თვეში სასაზღვრო დაძაბულობის ესკალაციის შემდეგ, ავღანეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობები გაუარესდა, რასაც მსხვერპლი და მატერიალური ზიანი მოჰყვა.

თებერვლის ბოლოდან დაწყებულმა ტრანსსასაზღვრო შეტაკებებმა ორივე მხარეს ჯამში 107 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა; მათ შორის პაკისტანში დაიღუპა 13 ჯარისკაცი და 5 მშვიდობიანი მოქალაქე, ერთი ჯარისკაცი კი კვლავ დაკარგულად ითვლება.

ქაბულის განცხადებით, ავღანეთში 13 ჯარისკაცი და 76 სამოქალაქო პირი დაიღუპა, თუმცა ეს მაჩვენებელი არ მოიცავს იმ ახალ მსხვერპლს, რომლის შესახებაც ავღანელმა მაღალჩინოსნებმა ორშაბათს განაცხადეს.

გაეროს მონაცემებით, 26 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ავღანეთში სამოქალაქო პირებს შორის 185 მსხვერპლი დაფიქსირდა, მათ შორის 56 ადამიანი ირიბი ცეცხლისა (არაპირდაპირი ცეცხლი) და საჰაერო თავდასხმების შედეგად დაიღუპა.

აღმოაჩინეთ
თურქეთმა ინტერპოლისგან ნეთანიაჰუს მიმართ „წითელი ცირკულარის“ გამოცემა მოითხოვა
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთი სირიის აღდგენაში „საკვანძო პარტნიორია“
საფრანგეთის სამხრეთში ძლიერმა შტორმმა ცხოვრების ჩვეული რიტმი შეაფერხა
ირანის გენერალური შტაბის უფროსი: „მტრის ახალ მუქარებს გამანადგურებელ პასუხს გავცემთ“
სიკვდილით დასაჯეს პატიმარი, რომელმაც სათამაშო დარბაზის გადაწვით 5 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია
ნიგერიაში ნავის ჩაძირვის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა
გუტერეშმა მკაცრად დაგმო რუსეთის თავდასხმები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე
რუსეთი ამბობს, რომ თეირანის წინააღმდეგ წარმოებულ ომში აშშ „აგრესორი“ მხარეა
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი ეგვიპტელ და საუდის არაბეთის კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
იალონი ნეთანიაჰუს თურქეთთან დაძაბულობის ესკალაციაში ადანაშაულებს
სომხეთის მთავრობის ახალ 5-წლიან პროგრამაში ანკარასა და ბაქოსთან ურთიერთობების ნორმალიზება აისახა
100 წელს გადაცილებული ადამიანების იმუნურ სისტემაში კიბოსთან მებრძოლი უჯრედების რაოდენობა იზრდება
ისრაელმა, 2 წელზე მეტი ხნის უარყოფის შემდეგ, 5 წლის ჰინდ რაჯაბის მკვლელობა აღიარა
ისრაელის მიერ ღაზაში პოლიციის საგუშაგოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა