ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
ზევგმის მოზაიკის მუზეუმმა 49 733 დამთვალიერებელს უმასპინძლა
ზევგმის მოზაიკის მუზეუმმა, სადაც მრავალი მნიშვნელოვანი ექსპონატია გამოფენილი, მათ შორის მსოფლიოში ცნობილი „ბოშა გოგონას“ მოზაიკა, ყურბან-ბაირამის 9-დღიანი სადღესასწაულო დასვენების განმავლობაში 49 733 ვიზიტორს უმასპინძლა.
ზევგმის მოზაიკის მუზეუმმა 49 733 დამთვალიერებელს უმასპინძლა
ზევგმის მოზაიკის მუზეუმმა 49 733 დამთვალიერებელს უმასპინძლა

ზევგმის მოზაიკის მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია ასობით ნამუშევარი, მათ შორის „ბოშა გოგონა“, „მარსის ქანდაკება“, რომაული ეპოქის შადრევნები და მდინარე ევფრატის პირას მდებარე ვილებში აღმოჩენილი მოზაიკები, ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე დამთვალიერებელთა საყვარელ ადგილად იქცა.

მუზეუმს, რომელიც „პრეზიდენტის კულტურისა და ხელოვნების დიდი ჯილდოს“ მფლობელია, არდადეგების განმავლობაში სულ 49 733 ადამიანი ეწვია.

სამსუნიდან ჩამოსულმა ჰედიე ბეშიქჩიმ აღნიშნა, რომ გაზიანთეფში სპეციალურად ზევგმის მუზეუმის სანახავად ჩამოვიდა: „ძალიან კმაყოფილი დავრჩი. მართალია, დიდი ხალხმრავლობაა, მაგრამ ძალიან მომეწონა, შესანიშნავი ექსპონატებია“, - განაცხადა მან.

ქონია ბეიშეჰირიდან ჩამოსულმა ქამილ ბაჰთიარმა კი თქვა: „მეგობრებთან ერთად ბავშვები წამოვიყვანეთ, გვინდოდა ისტორიული ადგილები ენახათ. ახლა ზევგმას ვათვალიერებთ. გაზიანთეფში ადრეც ვყოფილვარ, მაგრამ ამ მუზეუმში პირველად მოვედი. ცოტა დავაგვიანეთ მოსვლა, ძალიან ბევრი ხალხია, თუმცა ეს ადგილი ნამდვილად იმსახურებს ასეთ ყურადღებას“.

აღმოაჩინეთ
ერდოღანმა ნატოს ფარგლებში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე არსებული შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდა
მიცოტაკისის გზავნილი ანკარიდან: „ურთიერთობების განვითარება“
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი იერიშები წამოიწყო
პრეზიდენტი ერდოღანი: სამიტიდან ძლიერ შედეგს მივიღებთ
ნატოს ორდღიანი სამიტის დაწყებისას, პრეზიდენტმა ერდოღანმა ანკარაში ტრამპს უმასპინძლა
მსოფლიოს ყურადღება ანკარისკენაა მიპყრობილი
ნატოს ანკარის სამიტი თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმით დაიწყო
მინისტრი ფიდანი: თურქეთი ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთი ცენტრალური აქტორია
რუტემ ერდოღანს ნატოს სამიტისთვის „შესანიშნავი“ ადგილის გამო მადლობა გადაუხადა
ფიდანი: ერდოღან-ტრამპის კარგმა ურთიერთობამ შესაძლოა ნატოს შიგნით არსებული დაძაბულობა შეამციროს
პრეზიდენტი ერდოღანი ნატოს სამიტზე მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლებს
ჩინეთმა სტრატეგიული წყალქვეშა რაკეტის გამოცდა „წარმატებით“ ჩაატარა
აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ანკარის პროგრამა ცნობილი გახდა
პრეზიდენტი ერდოღანი კანადის პრემიერ-მინისტრ კარნის ტელეფონით ესაუბრა
ჰაქან ფიდანი: ისრაელი შელახული იმიჯის გამოსასწორებლად ახალ მტერს ეძებს