ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
აშშ ნატო-ს ევროპულ ოპერაციებში მონაწილეობის მნიშვნელოვან შემცირებას გეგმავს
გამოცემა ნიუ იორკ თაიმსი ორ მაღალჩინოსან ევროპელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეს გადაწყვეტილება შეზღუდავს ნატოს-ს შორი მოქმედების თავდასხმისა და დაკვირვების (სადაზვერვო) შესაძლებლობებს.
აშშ ნატო-ს ევროპულ ოპერაციებში მონაწილეობის მნიშვნელოვან შემცირებას გეგმავს
აშშ ნატო-ს ევროპულ ოპერაციებში მონაწილეობის მნიშვნელოვან შემცირებას გეგმავს

გეგმის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები ევროპაში განთავსებული F-16 და F-15E ტიპის გამანადგურებლების რაოდენობას დაახლოებით 150-დან 100-მდე შეამცირებს.

საზღვაო საპატრულო თვითმფრინავების რაოდენობა 26-დან 15-მდე შემცირდება, ხოლო რვა გამმართველ-თვითმფრინავი (ე.წ. ტანკერი), რომლებიც აქამდე ევროპის განკარგულებაში იყო, სრულად იქნება გაწვეული.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ იგეგმება რაკეტმზიდი წყალქვეშა ნავის, ერთი ავიამზიდისა და ამ ხომალდის მისიებში მონაწილე მრავალი სამხედრო გემისა და საბრძოლო თვითმფრინავის გადაჯგუფება (ხელახალი დისლოკაცია).

ნათქვამია, რომ ევროპის თავდაცვისთვის გამოყოფილი ორი ბომბდამშენი ჯგუფიდან ერთ-ერთი შესაძლოა სხვა რეგიონში გადაიყვანონ.

აშშ-მ „მასშტაბების გადახედვის“ სიგნალი მანამდეც გასცა

ნატო-ს და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს (პენტაგონს) ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის მოთხოვნაზე ჯერჯერობით არ უპასუხიათ. თუმცა, აშშ-ის აღმოსავლეთის სარდლობამ გასულ კვირას გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ დამატებითი დეტალების გარეშე „გადახედავს და შეცვლის“ თავის წვლილს ნატო-ს ძალების მოდელში.

მაისში გავრცელებული ინფორმაციითაც, აშშ გეგმავდა იმ სამხედრო შესაძლებლობების შემცირებას, რომლებსაც მოკავშირეებს დიდი კრიზისის დროს შესთავაზებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპულ მთავრობებს ხშირად ადანაშაულებს საკუთარ ჯარებში არასაკმარისი ინვესტიციების ჩადებასა და აშშ-ის მფარველობაზე ზედმეტად დამოკიდებულებაში.

ვაშინგტონი მოუწოდებს როგორც ევროპელ, ისე აზიელ მოკავშირეებს, თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3,5%-მდე გაზარდონ.

აღმოაჩინეთ
ამერიკელი კონგრესმენი: თურქეთის F-35-ის პროგრამაში დაბრუნების მოლაპარაკებები „ძალიან იმედისმომცემია"
15 ივლისის შემდგომი ენერგეტიკული პოლიტიკა
ფიდან-სიბიჰას პრესკონფერენციაზე მოულოდნელი განცხადება: "მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის, ლიდერები შეიძლება შეხვდნენ თურქეთში"
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი: „ჩვენ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას ვიმსახურებთ“
კიევში რუსული თავდასხმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
აშშ-მა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ წამოწყებული თავდასხმების ბოლო ტალღა დაასრულა
ტრამპი: თუ ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება, ჩვენ მის ენერგეტიკულ სადგურებსა გავანადგურებთ
FETÖ-ს საბოტაჟები თავდაცვის მრეწველობაში და კრიტიკული პროექტები
პრეზიდენტ ერდოღანის სტატია სათაურით „15 ივლისი: თურქეთის საუკუნის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“
15 ივლისის ღამეს მომხდარი მოვლენები
პრეზიდენტმა ერდოღანმა პაკისტანის თავდაცვისა და სახმელეთო ჯარების სარდალი მუნირი მიიღო
მინისტრი ფიდანი უკრაინის საკითხზე გამართულ მოხალისეთა კოალიციის ლიდერთა სამიტს დაესწრო
ლინდსი გრემის ადგილზე აშშ-ის სენატში მისი და დაინიშნა
პრეზიდენტი ერდოღანი კატარში გაემგზავრება
აშშ-ის თავდასხმები ირანზე გუშინ ღამეც გაგრძელდა