3 წუთი კითხვის დრო
გრანადას მთები: თავშესაფარი მუსლიმებისთვის ახლა და ერთ დროს
მუსლიმები მთელი მსოფლიოდან ეძებენ მშვიდობას გრანადას მთებში, სადაც მათმა წინაპრებმა შეაფარეს თავი დევნას და იძულებით მიგრაციას რეკონკისტის დროს.
00:00
გრანადას მთები: თავშესაფარი მუსლიმებისთვის ახლა და ერთ დროს
26 ნოემბერი 2024

სავსე მთვარის ქვეშ, ლანხარონის ტყიანი გორაკის თავზე, გრანადასთან ახლოს, ესპანეთში, უნიკალური შეკრება იმართება. მუსლიმები მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან ხსოვნის ღამისთვის. მაისის რბილი საღამოა. ჰაერი სავსეა ვიოლინოს, დასარტყამი ინსტრუმენტების და კანუნის - ახლო აღმოსავლეთის ტრადიციული ინსტრუმენტის ნაზი სიმების ხმებით. ამ ანსამბლის მიერ შესრულებულ მელოდიებს შორის იყო ერთი, რომელიც ღრმად იყო ფესვგადგმული ისტორიაში.

ეს არის „მადჰა მორისკო“. ის შეიცავს მორისკების - ესპანელი მუსლიმების ისტორიას, რომლებიც იძულებულნი იყვნენ ქრისტიანობა მიეღოთ რეკონკისტას შემდეგ მე-16 საუკუნეში. ეს რელიგიური პოემა, რომელიც აღნიშნავს შუამავალ მუჰამედის დაბადებას, ნაპოვნი იყო ერთ-ერთ სახლში სარაგოსაში, ესპანეთში, 1882 წელს. ხელნაწერი, რომელიც მე-17 საუკუნეს მიეკუთვნება, აღმოჩენილი იქნა ცრუ ჭერში. სახლის მფლობელმა ის დამალა მანამ, სანამ გააძევებდნენ მორისკების ბოლო წევრს.

მორისკების ისტორია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდია ანდალუსიური მემკვიდრეობისთვის. მათი სიმამაცის გარეშე, ისლამური ესპანეთის მდიდარი კულტურა შეიძლება სამუდამოდ დაკარგულიყო.

კულტურული ასიმილაცია

უნდა დავბრუნდეთ 1492 წელში. წელი, როდესაც გრანადა, მუსლიმების უკანასკნელი ციხე-სიმაგრე ესპანეთში, დაეცა. როდესაც მეფე ფერდინანდისა და დედოფალ იზაბელას ქრისტიანულმა ძალებმა ქალაქი დაიპყრეს. ეს აღნიშნავდა მუსლიმური მმართველობის თითქმის რვა საუკუნის დასასრულს.

თავდაპირველად, მუსლიმებს ესპანეთში ნება დართეს დარჩენილიყვნენ გარკვეული პირობებით, მაგრამ ეს ტოლერანტობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1502 წელს, ხელისუფლებამ აიძულა მუსლიმები ან ქრისტიანობა მიეღოთ, ან ესპანეთი დაეტოვებინათ.

ისტორიკოსი მერსედეს გარსია-არენლი განმარტავს, რომ ეს იყო იძულებითი ასიმილაციის დასაწყისი და სისტემატური ძალისხმევა მორისკების იდენტობის წასაშლელად. მათ წაართვეს მათი კულტურა, ენა და თვით ლიტერატურაც კი. წიგნები, რომლებიც განიხილავდნენ ფილოსოფიას, ისტორიულ ქრონიკებს და მედიცინას, ზოგჯერ უბრუნდებოდათ მფლობელებს, მაშინ როცა სხვები იწვებოდა.

ალხამიადოს ლიტერატურა

ამ ჩაგვრის მიუხედავად, მორისკებმა იპოვეს წინააღმდეგობის გზები. ისინი წერდნენ „ალხამიადოზე“ - დამწერლობაზე, რომელიც იყენებდა არაბულ ასოებს ყოველდღიური ესპანურის დასაწერად. ამგვარად, მათ შეეძლოთ თავიანთი რწმენისა და ტრადიციების შენარჩუნება ფარულად.

მადჰა მორისკოს ხელნაწერი, რომელიც ნაპოვნი იყო სარაგოსაში ერთ-ერთი რესტავრაციის დროს, დაწერილი იყო „ალხამიადოზე“. ეს იყო მათი გამჭრიახობის დასტური.

ეს იყო ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც მორისკები იყენებდნენ თავიანთი კულტურის, ლიტერატურის და ენის ელემენტების გადასარჩენად. ამ ტექსტებს შორის იყო ფიქციური (არანამდვილი) ნაწარმოებები ან მოგზაურობის მარშრუტები ჰაჯის (პილიგრიმობა) შესასრულებლად, ასევე მოკლე ლექსები, რაც კულტურების შერევაზე მიუთითებდა. გარსია-არენლი აღნიშნავს, რომ ამ ტექსტების ბოლოდროინდელმა აღმოჩენამ მოგვცა ახალი შეხედულება მორისკების გამძლეობასა და მათ მდუმარე ბრძოლაზე თავიანთი მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად.

აღორძინება ხსოვნის მეშვეობით

დღეს ეს ისტორია აღორძინებას განიცდის. მუსლიმური თემები, განსაკუთრებით სამხრეთ ესპანეთში, ხელახლა უკავშირდებიან თავიანთ ანდალუსიურ ფესვებს. ალპუხარას (ტოლუმა) მთები, რომლებიც ერთ დროს მე-15 საუკუნეში მუსლიმთა თავშესაფარი იყო, ახლა სიწმინდედ იქცა იმათთვის, ვინც შთაგონებულია ანდალუსიური ისტორიითა და კულტურით.

Azahara International, საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც 2018 წელს დაარსდა, ამ მთებშია განთავსებული. ის უზრუნველყოფს სივრცეს რეფლექსიისა და კავშირისთვის. ანდალუსიური კულტურა თავად არის ისლამური და ესპანური გავლენების ნაზავი, რაც ჩანს მის არქიტექტურაში, ენასა და სამზარეულოში. ეს კულტურული აღორძინება ეხება ამ საერთო ისტორიის ხელახლა აღმოჩენასა და აღნიშვნას.

დინა ჰინდ ზარიფ კოსერა, ესპანელი მუსლიმი, რომელიც გრანადაში ცხოვრობს, იყო მათ შორის, ვინც სიამოვნებით მოისმინა სიმღერა 'მადჰა მორისკო' ლანხარონის ღონისძიებაზე. მან შენიშნა, როგორ იზიდავს გრანადა სულ უფრო მეტ ადამიანს სხვადასხვა წარმომავლობიდან, რომლებიც მოხიბლულნი არიან ამ მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით.

ალი კილერი, ბრიტანეთში დაბადებული მუსიკოსი, რომელიც ახლა გრანადაში ცხოვრობს, ასევე პოულობს აზრს ამ აღორძინებაში. ალი ხელმძღვანელობს მუსიკალურ ჯგუფს სახელად Al Fridaus Ensemble. ჯგუფის ალბომი, სახელწოდებით Noor, რაც არაბულად „სინათლეს“ ნიშნავს, აცოცხლებს წარსულის ხმებს, რომლებიც ხელახლა არის წარმოდგენილი დღევანდელი აუდიტორიისთვის. ჯგუფმა ხელახლა შექმნა ლექსების სტრიქონები, რომელიც მორისკებმა დაწერეს, საკუთარი სტილით, და უზიარებს მორისკების ისტორიას აუდიტორიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ანდალუსიის ძალა გრძელდება. ეს ისტორია არ არის მხოლოდ წარსულის რამ, ის კვლავ ნაწილია იმისა, რაც ჩვენ ვართ დღეს. მორისკების ისტორია, მათი გამძლეობა და კულტურა კვლავაც შთააგონებს მრავალს, მთელ მსოფლიოში.

აღმოაჩინეთ
რუსეთმა ღაზისთვის გაეროს საკუთარი რეზოლუციის პროექტი წარადგინა
აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთათვის ცერემონია გაიმართა
სააკაშვილმა ზელენსკის სთხოვა, რომ უკრაინის ტყვეთა გაცვლის სიაში შეიყვანოს
აშშ-ის მიერ ღაზასთვის შეთავაზებული ISF გეგმა რუსეთის და ჩინეთის წინააღმდეგობას შეხვდა
უკრაინის დედაქალაქი კიევი, მერის განცხადებით, რუსეთის „ინტენსიური“ თავდასხმის ქვეშაა
EBRD თურქეთში ინვესტიციებს გეგმავს და სტამბულს ახალ რეგიონულ ცენტრად მოიაზრებს
არალეგალურმა ისრაელელმა დასახლებულებმა დასავლეთ სანაპიროზე მეჩეთი გადაწვეს
ვიქტორიის შტატმა ხელი მოაწერა ისტორიულ შეთანხმებას
ლავროვი მოუწოდებს ვაშინგტონს, თავი შეიკავოს ნაბიჯებისგან, რომლებიც უკრაინის ომის ესკალაციას გამოიწვი
Turkcell-მა Google-თან თანამშრომლობა გააფორმა, რათა თურქეთში ღრუბლოვანი სერვისები შესთავაზოს
რუსტემ უმეროვი რუსეთთან პატიმრების გაცვლის განახლების მიზნით სტამბოლში მოლაპარაკებებს მართავს
მსოფლიომ სამძიმარი გამოუცხადა თურქეთს საქართველოში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის გამო
აშშ უარყოფს ღაზაში ჯარების გაგზავნის გეგმებს
საქართველოში სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 20 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა
ერდოღანმა და კობახიძემ თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის საკითხი განიხილეს
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო: ჩვენი C130 სატვირთო თვითმფრინავი საქართველოში ჩამოვარდა
თურქი მეცნიერის ხელმძღვანელობით მოქმედმა ჯგუფმა მზის სისტემის მიღმა ახალი პლანეტები აღმოაჩინა
ქნესეთი წინ მიიწევს პალესტინელებისთვის სიკვდილით დასჯის და უცხოური მედიის დახურვის კანონპროექტებით
ჰაქან ფიდანმა ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებები შეაფასა
ერდოღანი: თურქეთის გაძლიერება ნიშნავს ათათურქის მემკვიდრეობის პატივისცემას