ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი დაიწყო
რუსეთის „დავოსად“ წოდებული სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი (SPIEF) 29-ედ გაიხსნა. წლევანდელი ფორუმის დღის წესრიგში მთავარი ადგილი გლობალური ეკონომიკის ტრანსფორმაციასა და „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებთან პარტნიორობის ძიებას უჭირავს.
სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი დაიწყო
სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი დაიწყო

რუსეთის „დავოსად“ წოდებული სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი (SPIEF) 29-ედ გაიხსნა. წლევანდელი ფორუმის დღის წესრიგში მთავარი ადგილი გლობალური ეკონომიკის ტრანსფორმაციასა და „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებთან პარტნიორობის ძიებას უჭირავს.

წელს ფორუმი თემით - „პრაგმატული დიალოგი: გზა სტაბილური მომავლისკენ“ იმართება. ღონისძიება 3-დან 6 ივნისამდე სანქტ-პეტერბურგის საკონგრესო და საგამოფენო ცენტრ „ExpoForum“-ში მიმდინარეობს.

კრემლის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა, იური უშაკოვმა გუშინ განაცხადა, რომ ფორუმში 100-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 20 ათასი ადამიანის მონაწილეობაა მოსალოდნელი.

დაგეგმილია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 5 ივნისს ფორუმის მთავარ სესიაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც სიტყვით გამოვა და შეკითხვებს უპასუხებს.

ფორუმის სხვა მნიშვნელოვან სტუმრებს შორის არიან უზბეკეთის პრეზიდენტი შავკათ მირზიოიევი, ტანზანიის პრეზიდენტი სამია სულუჰუ ჰასანი, ჩინეთის თავმჯდომარის მოადგილე ხან ჯენი და საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრი აბდულაზიზ ბინ სალმანი.

წელს საპატიო სტუმარი ქვეყანა საუდის არაბეთია, რომელიც ფორუმზე წარმოდგენილია ფართო დელეგაციით ენერგეტიკის, მრეწველობის, ტრანსპორტისა და ფინანსების სფეროებიდან.

SPIEF-ი სანქტ-პეტერბურგში 1997 წლიდან ტარდება. უკრაინის ომის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების შესუსტების ფონზე, რუსეთი ამ ფორუმს იყენებს პლატფორმად აზიის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებთან თანამშრომლობისთვის.

მოსალოდნელია, რომ ფორუმის ფარგლებში რუსეთსა და მონაწილე ქვეყნებს შორის სხვადასხვა ეკონომიკური და სავაჭრო ხელშეკრულებები გაფორმდება.

ინტენსიური თავდასხმა სანქტ-პეტერბურგზე უპილოტო საფრენი აპარატებით

ფორუმის დაწყების დღეს სანქტ-პეტერბურგსა და მის შემოგარენში უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) ინტენსიური თავდასხმები დაფიქსირდა, რამაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.

სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა ალექსანდრე ბეგლოვმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ იერიშები მიიტანეს კრონშტადტის, კიროვისა და კრასნოსელსკის რაიონების ინფრასტრუქტურაზე.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომლებშიც სანქტ-პეტერბურგის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ზოგიერთ სამოქალაქო ობიექტზე დრონების თავდასხმაა ასახული.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე დროზდენკომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში რეგიონის თავზე 59 დრონი იქნა ჩამოგდებული.

თავდასხმების გამო სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა. რუსული მედიის ცნობით, მრავალი რეისი დაგვიანებით შესრულდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ იერიშები რუსეთის ზოგიერთ „მნიშვნელოვან სამიზნეზე“ განხორციელდა.

აღმოაჩინეთ
ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმები სირიასა და ლიბანზე თურქეთსაც უქმნის საფრთხეს
მინისტრი ფიდანი ბულგარეთს ეწვევა
მინისტრი ბაირაქტარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა
მსოფლიო ჩემპიონატი უკვე ქაოსში გადაიზარდა
ირანი: აშშ-ის მეხუთე ფლოტის ჩათვლით, ამერიკის 21 სამხედრო სამიზნეზე საპასუხო დარტყმები განხორციელდა
თურქეთმა შემოდგომის კლიმატის სამიტის წინ COP31-ის მასპინძლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი
ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 200 მილიონი ევრო თურქეთის მწვანე ტრანსფორმაციისთვის
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროპა მოლაპარაკებებში უნდა იყოს ჩართული
ჰაქან ფიდანი პრეზიდენტს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის პროცესის სამიტზე წარმოადგენს
ანტალიაში 40 სახეობის ტროპიკული ხილი იწარმოება
ტაიანი გმობს ბენ-გვირის განცხადებებს ფლოტილიის დაკავებულებთან დაკავშირებით
მსოფლიოში პირველი კიბოს წინააღმდეგ: შეიქმნა ახალი mRNA ვაქცინა
უკრაინის ქალაქ ხარკივზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ჩინეთის ექსპორტი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის მიუხედავად ზრდის ძლიერ იმპულსს ინარჩუნებს
პრეზიდენტი ერდოღანი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ  როდრიგესს შეხვდა