ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
პაკისტანის არმიამ საუდის არაბეთში საკუთარი ქვედანაყოფების განლაგება დაადასტურა
სამხედრო სპიკერმა განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც ისლამაბადი, ერ-რიადი და ანკარა თავდაცვით თანამშრომლობას აღრმავებენ, პაკისტანის ძალები უკვე ათწლეულებია, რაც საუდის არაბეთში მსახურობენ.
პაკისტანის არმიამ საუდის არაბეთში საკუთარი ქვედანაყოფების განლაგება დაადასტურა
პაკისტანის არმიამ საუდის არაბეთში საკუთარი ქვედანაყოფების განლაგება დაადასტურა / AP

პაკისტანის არმიის სპიკერმა, გენერალ-ლეიტენანტმა აჰმედ შერიფ ჩაუდჰრიმ დაადასტურა, რომ პაკისტანის ძალები, ხანგრძლივი ორმხრივი შეთანხმებებისა და ახლახან ხელმოწერილი „მექის ერთობლივი თავდაცვის შეთანხმების“ ფარგლებში, საუდის არაბეთში სხვადასხვა ოპერატიულ არეალში არიან განლაგებულნი.

CNN-თან ინტერვიუში ჩაუდჰრიმ განაცხადა, რომ პაკისტანის შეიარაღებული ძალების ყოფნა სამეფოში ახალი მოვლენა კი არა, არამედ ღრმად ფესვგადგმული მოცემულობაა და აღნიშნა, რომ სამხედრო პერსონალი უკვე ათწლეულებია, რაც საუდელ კოლეგებთან მხარდამხარ უწყვეტად მოქმედებს.

ორმხრივი თავდაცვის ალიანსის ფარგლებში განლაგებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ჩაუდჰრიმ განაცხადა: „შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ, პაკისტანის ძალები, უკვე ვიმყოფებით იქ [სამეფოში]. ეს შემიძლია გაგიზიაროთ“, – და დასძინა:

„პაკისტანის ქვედანაყოფები და სხვადასხვა სამხედრო შესაძლებლობები ათწლეულების განმავლობაში არიან წარმოდგენილნი საუდის არაბეთში. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს „მექის ალიანსი“ უმიზეზოდ, თავისთავად არ გაჩენილა; პაკისტანს, საუდის არაბეთსა და თურქეთს შორის არსებობს მრავალწლიანი დიპლომატიური, პოლიტიკური და სამხედრო ურთიერთობები, ისევე როგორც ხალხთაშორისი კავშირები. შესაბამისად, შემიძლია გაგიზიაროთ, რომ პაკისტანის ძალები სხვადასხვა შესაძლებლობებითა და საოპერაციო მიმართულებებით უკვე იმყოფებიან იქ“.

სამმხრივი კოორდინაცია

სპიკერის განცხადებები მოჰყვა „მექის თავდაცვის ალიანსის სტრატეგიულ-პოლიტიკური და თავდაცვის კომიტეტის“ შეხვედრას, სადაც პაკისტანის, საუდის არაბეთისა და თურქეთის ოფიციალური პირები 5 ოქტომბერს ერ-რიადში შეიკრიბნენ უსაფრთხოების გადაუდებელი მოვლენებისა და სამეფოს წინაშე არსებული საფრთხეების განსახილველად.

აღნიშნული შეხვედრა გაიმართა მას შემდეგ, რაც იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით თავდასხმების სერია განახორციელეს.

ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებებისას ოფიციალურმა პირებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთო წინააღმდეგობა სამეფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმების მიმართ.

გასული წლის სექტემბერში ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში, ისლამაბადმა სამეფოს გასაძლიერებლად 8 000 ჯარისკაცი, გამანადგურებელი ავიაციის ესკადრილია და საჰაერო თავდაცვის ბატარეები გაგზავნა.

აღმოაჩინეთ
ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო: „ნასერის საავადმყოფოს მიზანში ამოღება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა“
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაავადებულთა რაოდენობამ 11 ათასს გადააჭარბა
ზელენსკი: უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესი დამოკიდებულია აშშ-ის მიდგომაზე რუსეთის მიმართ
იტალიაში 100-ზე მეტ სკოლაში ბომბის განგაში გამოცხადდა
ისრაელმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელთა 165 ჰა მიწის ჩამორთმევის ბრძანება გასცა
ლოს-ანჯელესში ავტომობილის ხალხის მასაში შევარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
ლაიენმა განაცხადა, რომ მიესალმება თურქეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას
COP31-ზე ირანის პავილიონში აშშ-ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული ბავშვები გაიხსენეს
ჩინეთის ჩრდილოეთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მრავალი ადამიანი ემსხვერპლა
საფრანგეთი: აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნება
MİT-ის ხელმძღვანელი ქალნი: პრობლემა პალესტინა კი არა, ოკუპაციაა
რუბიომ უარყო მტკიცება, რომ პოსტს დატოვებას და თეთრი სახლისთვის კანდიდატურის წამოყენებას გეგმავს
ოთხი ქვეყნის დაგმობა ჰუსიტების მხრიდან სარაკეტო თავდასხმის მცდელობის გამო
აშშ-მა კუბის არმიისა და ენერგომომარაგების ქსელების წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა
საფრანგეთში ბოლო წლების ყველაზე დიდი აქცია: ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა
საბერძნეთში მოსწავლეები, სტუდენტები და მასწავლებლები კვლავ ქუჩაში გამოვიდნენ
ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან, კუშნერთან და უიტკოფთან, სატელეფონო საუბარი გამართა
სირიის პრეზიდენტი ალ-შარა ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთში გაემგზავრა
აშშ-ის 2026 წლის შუალედური არჩევნები: დემოკრატებმა სენატში 54 ადგილს მიაღწიეს
შუალედური არჩევნების შემდეგ ჩინეთი „აშშ-სთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად მზადაა“