ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
ტორონტოს ბიბლიოთეკაში სიძულვილის ნიადაგზე თავსაბურავიან ქალს თავს დაესხნენ
ეჭვმიტანილმა თავსაბურავი სითხით დაასველა და ცეცხლის წაკიდება სცადა
00:00
ტორონტოს ბიბლიოთეკაში სიძულვილის ნიადაგზე თავსაბურავიან ქალს თავს დაესხნენ
/ TRT Français

კანადაში, ქალაქ ტორონტოსთან ახლოს მდებარე ბიბლიოთეკაში მუსლიმ ქალზე თავდასხმასა და მისი თავსაბურავისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს.

დურჰამის რეგიონალური პოლიციის განცხადებაში, რომელიც კვირას გაკეთდა, ნათქვამია: "(დაზარალებული) ბიბლიოთეკაში მეცადინეობდა, როდესაც მას უცნობი ქალი მიუახლობდა". "ქალმა დაზარალებულის შეურაცხყოფა დაიწყო და სხვადასხვა საგნები დაუშინა თავში".

"შემდეგ ეჭვმიტანილმა დაზარალებული თავსაბურავის მოხსნა სცადა და უცნობი სითხე გადაასხა. ამის შემდეგ აანთო სანთებელა და თავსაბურავისთვის ცეცხლის წაკიდება სცადა".

ბიბლიოთეკის დაცვის თანამშრომლები ჩაერივნენ, როდესაც დაზარალებულმა დახმარების თხოვნა ყვირილით დაიწყო. პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, მაგრამ რამდენიმე საათში დაიჭირეს და დააკავეს.

კანადის მუსლიმთა ეროვნულმა საბჭომ (NCCM) განაცხადა, რომ მომხდარით "შეძრწუნებულნი არიან".

"სირცხვილია, რომ ჩვენს საზოგადოებაში ძალადობის მსგავსი შემთხვევები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა", - თქვა NCCM-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ ბრაუნმა და ხაზი გაუსვა, რომ ბოლო წლებში ისლამოფობიური თავდასხმების რიცხვმა "საგანგაშოდ იმატა".

"დროა, ჩვენმა არჩეულმა ლიდერებმა ერთად მოაგვარონ ეს პრობლემა", - დასძინა მან.

აიაქსის მერმა შონ კოლიერმა და ბიბლიოთეკის საბჭოს თავმჯდომარემ პიალი კორეამ მუნიციპალიტეტის ვებსაიტზე ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს:

"მივმართავთ ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლს და ყველას, ვინც ამ თავდასხმით შეძრწუნებულია, განაწყენებულია ან იმედგაცრუებულია, განსაკუთრებით რამადანის თვეში - მშვიდობისა და სულიერი კავშირის თვეში: ჩვენ აქ ვართ თქვენს მხარდასაჭერად და ვეწინააღმდეგებით სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ნებისმიერ ფორმას".

ბრაუნმა განაცხადა, რომ NCCM-მა პოლიციას მოსთხოვა, ეს შემთხვევა სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულად დაკვალიფიცირდეს.

აღმოაჩინეთ
თურქეთსა და ყირგიზეთს შორის ურბანული დაგეგმარების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
თურქული ნიავი ლოს-ანჯელესის გულში: Turkish Vibe Zone-მა კარები გააღო
„თურქეთი წვლილს შეიტანს მუდმივი მშვიდობის დამყარებაში“
სოციალური მედიის ჭარბი მოხმარება ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისის მთავარი მიზეზია
თურქულმა და ესპანურმა თავდაცვის ინდუსტრიებმა შეთანხმებები გააფორმეს
მინისტრ ფიდანის განცხადება ნატოს სამიტზე: თურქეთი რომ არა, ტრამპი არ ჩამოვიდოდა
საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ყაზანში ვლადიმერ პუტინს შეხვდა
ტრამპმა და ფეზეშქიანმა ხელი მოაწერეს: აშშ-ირანის შეთანხმება „ოფიციალურად გაფორმდა“
საფრანგეთი ლიცეუმებში მობილური ტელეფონების აკრძალვას გეგმავს
ტრამპი: „ირანთან ძალიან ძლიერი შეთანხმება გავაფორმეთ“
პრეზიდენტმა ერდოღანმა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე უერტასი მიიღო
მინისტრი იუმაქლი: ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას უფრო მწვანე თურქეთისთვის
პრეზიდენტმა ერდოღანმა ფენერის ბერძენი პატრიარქი ბართლომეოსი მიიღო
ბენ-გვირმა აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი ვიზის მიღებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო გააუქმა
საფრანგეთში, G7-ის სამიტის ფარგლებში, ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ