ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
დანიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუ „პრობლემად“ იქცა
ფრედერიკსენის თქმით, ყველა ვარიანტი განიხილება და სანქციები იმ სფეროებზე იქნება მიმართული, სადაც ყველაზე ეფექტური იქნება.
დანიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუ „პრობლემად“ იქცა
/ Reuters

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა, შაბათს განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უკვე „პრობლემად“ იქცა და აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა, რომელიც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარეა, ღაზის ომთან დაკავშირებით ისრაელზე ზეწოლის გაძლიერებას შეეცდება.

გაზეთ Jyllands-Posten-თან ინტერვიუში ფრედერიკსენმა განაცხადა: „ნეთანიაჰუ ახლა თავისთავად პრობლემაა“ და დასძინა, რომ ისრაელის ლიდერმა „ძალიან შორს შეტოპა“.

ფრედერიკსენმა მკაცრად გააკრიტიკა ღაზაში არსებული „საშინელი და კატასტროფული“ ჰუმანიტარული მდგომარეობა და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ახალი უკანონო დასახლებების პროექტები.

„ჩვენ ერთ-ერთი იმ ქვეყნაგათაგანი ვართ, რომელსაც ისრაელზე ზეწოლის გაზრდა სურს, თუმცა ევროკავშირის წევრების მხარდაჭერა ჯერჯერობით ვერ მოვიპოვეთ“, - დასძინა მან.

სანქციებისთვის მზადება

ფრედერიკსენმა აღნიშნა, რომ სურთ განიხილონ ისეთი ვარიანტები, როგორიცაა „პოლიტიკური ზეწოლა, სანქციები, სანქციები ისრაელის მინისტრების ან თუნდაც მთლიანად ისრაელის მიმართ“, და ამ კონტექსტში ახსენა სავაჭრო ან კვლევითი სანქციები.

„ჩვენ არაფერზე ვამბობთ უარს. როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემთხვევაში, ჩვენ ვცდილობთ, სანქციები ისე შევიმუშაოთ, რომ ისინი ყველაზე ეფექტურ სფეროებზე იყოს მიმართული“, - განაცხადა ფრედერიკსენმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ დანია არ არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც პალესტინის სახელმწიფო აღიარეს.

2023 წლის ოქტომბრიდან ისრაელის მიერ ალყაში მოქცეულ ღაზაში წარმოებული გენოციდური ომის შედეგად, ღაზის ჯანდაცვის ოფიციალური პირების, რომელთაც გაერო სანდოდ მიიჩნევს, მონაცემებით, 61 430-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო.

აღმოაჩინეთ
პრეზიდენტი ერდოღანი ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ რადევს ტელეფონით ესაუბრა
პუტინმა და უიტკოფმა სანქტ-პეტერბურგში უკრაინის ომი განიხილეს
პრეზიდენტი ერდოღანი: „ვულოცავ სირიის დაზვერვასა და MİT-ის ფარულ გმირებს“
მინისტრი გიულერი კატარელ კოლეგას შეხვდა
საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს ორი ადამიანი დაიღუპა
ტრამპის განცხადებით, ირანთან ომი „ძალიან მალე“ დასრულდება
2019 წელს ლიბიასა და თურქეთს შორის ხელმოწერილი საზღვაო იურისდიქციის მემორანდუმი დამტკიცდა
TRT World ფორუმი 6 და 7 ნოემბერს სტამბოლში გაიმართება
უკრაინა: „ღამის განმავლობაში განხორციელებული რუსული იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
თურქეთი, კატარი, პაკისტანი და ინდონეზია თავდაცვის მრეწველობის სფეროში შეთანხმებას გააფორმებენ
სტამბოლის აეროპორტი „მსოფლიოში საუკეთესოდ“ დასახელდა
ნეთანიაჰუმ ტრამპს ირანთან დაკავშირებით მიმართა: „საქმე ჯერ კიდევ გვაქვს დასასრულებელი“
კოლუმბიაში, ოქროს მაღაროში მომხდარ ჩამოშლას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდების დამტკიცება გადადო
ერდოღანი: „ჩვენს ირგვლივ ცეცხლის რკალია“