ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 1 წუთი
თურქეთმა მკაცრად დაგმო კოლუმბიის მცდელობა გოლანის მაღლობების ოკუპაციის ლეგიტიმაციის შესახებ
თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, შეასრულოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, გოლანის მაღლობების ჩათვლით, სირიის სამხრეთში ისრაელის ოკუპაციის დასასრულებლად.
თურქეთმა მკაცრად დაგმო კოლუმბიის მცდელობა გოლანის მაღლობების ოკუპაციის ლეგიტიმაციის შესახებ
„თურქეთი გააგრძელებს სირიის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების მხარდაჭერას“, - აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. / AA Archive

თურქეთმა მკაცრად დაგმო კოლუმბიის განცხადება გოლანის მაღლობებზე ისრაელის ოკუპაციის ლეგიტიმაციის მცდელობის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს რეგიონი სირიის განუყოფელი ნაწილია.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა: „ამგვარ ცალკეულ მცდელობებს, რომლებიც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს 497-ე რეზოლუციის უხეშ დარღვევას, არავითარი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია“.

სამინისტროს განცხადებაში კიდევ ერთხელ გაჟღერდა მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობისადმი, შეასრულოს თავისი წილი პასუხისმგებლობა სირიის სამხრეთში, მათ შორის გოლანის მაღლობებზე, ისრაელის ოკუპაციისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმების დასასრულებლად. განცხადებაში ასევე ნათქვამია: „თურქეთი კვლავაც დაუჭერს მხარს სირიის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას, ასევე ქვეყანაში მუდმივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას“.

საერთაშორისო სამართლის დარღვევა

ორშაბათს კოლუმბიამ ოფიციალურად აღიარა ისრაელის „სუვერენიტეტი“ სირიის კუთვნილ გოლანის მაღლობებზე, რომლებიც 1967 წლიდან ისრაელის სამხედრო ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.

სირიის გარდა, რეგიონის ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ და კატარმა, დაგმო ეს გადაწყვეტილება და მას საერთაშორისო სამართლისა და გაეროს შესაბამისი რეზოლუციების დარღვევა უწოდა.

გოლანის მაღლობები, რომელთა ანექსიაც ისრაელმა 1981 წელს ცალმხრივად მოახდინა, კვლავ რჩება საერთაშორისო დავების ცენტრში.

კოლუმბიის ახალმა, პროისრაელელმა პრეზიდენტმა აბელარდო დე ლა ესპრიელამ გასცა განკარგულება პალესტინაში საელჩოს გახსნის პროცესის შეჩერების შესახებ, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმებოდა.

აღმოაჩინეთ
ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ რუსეთ-უკრაინის ომის განსამუხტავად ნაბიჯებს დგამს
რუსეთი: გერმანიამ ბონში ჩვენი გენერალური საკონსულო უსაფუძვლო მიზეზით დახურა
მკვლელი ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზაში 5 პალესტინელი დაიღუპა
თურქეთის ქალთა ეროვნული ნაკრების გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე
სტამბოლის აეროპორტმა ევროპის მწვერვალზე ადგილი შეინარჩუნა
თურქეთმა და კიდევ 7-მა ქვეყანამ პალესტინელების გადასახლების შესახებ ისრაელის გეგმები დაგმეს
უიტეკერმა განაცხადა, რომ ნატო მოკავშირეების წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს არ შეეგუება
კრემლი: „პუტინმა აშშ-ის წარმომადგენლებთან „უკიდურესად ღია“ მოლაპარაკებები გამართა“
ერდოღანი: თურქეთი ირან-აშშ-ის დაძაბულობის დასასრულებლად ძალისხმევას არ იშურებს
ისრაელის გაზეთმა ვალების მქონე ამერიკელებისთვის ირანში შეჭრის გეგმა წამოაყენა
ევროკავშირი: „ჩვენ უარვყოფთ ღაზაში დემოგრაფიული ან ტერიტორიული ცვლილებების განხორციელებას“
Hugging Face-ს Nvidia დაახლოებით 13 მილიარდ დოლარად შეიძენს
ტრამპმა ხასიდი ებრაელები თეთრ სახლში მიიღო
თურქეთის რეაქცია ევროპარლამენტს: „ისტორიული სიმართლე მახინჯდება“
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ: „მთავარი ამოცანა ირანის რეჟიმის დამხობაა“