ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ტრამპი პარასკევს აშშ-ის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარეობის კანდიდატს დაასახელებს
ამ დიდი ხნის განმავლობაში მოსალოდნელმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, დიდი დაპირისპირება გამოიწვიოს აშშ-ის ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობისა და არჩევნებში მისი როლის საკითხთან დაკავშირებით.
ტრამპი პარასკევს აშშ-ის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარეობის კანდიდატს დაასახელებს
ტრამპი პარასკევს აშშ-ის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარეობის კანდიდატს დაასახელებს / Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის ცენტრალური ბანკის (FED) თავმჯდომარეობის კანდიდატს პარასკევს დაასახელებს.

ეს გადაწყვეტილება მოჰყვა აშშ-ის ცენტრალური ბანკის (FED) თავმჯდომარის, ჯერომ პაუელის მიმართ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაჟღერებულ მწვავე კრიტიკას. პაუელის უფლებამოსილების ვადა მაისში იწურება.

ხუთშაბათს ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა: „თავმჯდომარეს ხვალ დილით დავასახელებ. ის იქნება ძალიან პატივსაცემი და ფინანსურ სამყაროში ყველასთვის ცნობილი პიროვნება“.

დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ კანდიდატი არის პირი, რომელიც „ამ თანამდებობაზე რამდენიმე წლის წინაც შეიძლებოდა დანიშნულიყო“, რითაც გააღვივა სპეკულაციები იმის შესახებ, რომ მან არჩევანი FED-ის ყოფილ მმართველზე, კევინ უორშზე შეაჩერა.

დაძაბულობა იზრდება იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად FED-ზე ახორციელებს ზეწოლას საპროცენტო განაკვეთების შემცირების მიზნით, თუმცა პაუელი ამ საკითხისადმი უფრო ფრთხილ მიდგომას იჩენს.

ამ თვეში, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ცენტრალური ბანკის შტაბ-ბინის რემონტის ხარჯები გააკრიტიკა, იუსტიციის დეპარტამენტმა FED-ს სასამართლო უწყება გაუგზავნა.

საპასუხოდ პაუელმა იშვიათი განცხადება გააკეთა: „სისხლისსამართლებრივი დევნის მუქარა არის შედეგი იმისა, რომ ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთებს საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ადგენს“.

ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის ხელმძღვანელობით კანდიდატის ძიების პროცესი ოთხ ადამიანამდე შემცირდა: კევინ უორში, კრისტოფერ უოლერი, რიკ კიდერი და კევინ ჰასეტი.

პაუელის თავმჯდომარეობის ვადა სამ თვეში იწურება, თუმცა მისი მმართველთა საბჭოს წევრობა 2028 წლამდე გრძელდება.

თუ ჯერომ პაუელი საბჭოში დარჩენას გადაწყვეტს, ამან შესაძლოა ხელი შეუშალოს ტრამპს ადგილების უმრავლესობის გაკონტროლებაში.

ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე პაუელმა თავი აარიდა კომენტარის გაკეთებას იმის შესახებ, დარჩება თუ არა საბჭოში, თუმცა თავის მემკვიდრეს შემდეგი რჩევა მისცა: „ნუ ჩაერევით საარჩევნო პოლიტიკაში, ეს არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ“.

აღმოაჩინეთ
ვაშინგტონში თურქეთ-აშშ-ის მოლაპარაკებები F-35-ის შესახებ „კონსტრუქციულ“ ატმოსფეროში წარიმართა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქალაქ ოდესასა და ზაპოროჟიეს ოლქზე თავდასხმების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
საქართველოში ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი ჩავიდა
მინისტრი ფიდანი: „უკრაინაში უაღრესად ნაყოფიერი ვიზიტი განვახორციელეთ“
საგარეო პოლიტიკა 15 ივლისის შემდეგ და თურქეთის მომავლის ხედვა
ამერიკელი კონგრესმენი: თურქეთის F-35-ის პროგრამაში დაბრუნების მოლაპარაკებები „ძალიან იმედისმომცემია"
15 ივლისის შემდგომი ენერგეტიკული პოლიტიკა
ფიდან-სიბიჰას პრესკონფერენციაზე მოულოდნელი განცხადება: "მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის, ლიდერები შეიძლება შეხვდნენ თურქეთში"
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი: „ჩვენ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას ვიმსახურებთ“
კიევში რუსული თავდასხმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
აშშ-მა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ წამოწყებული თავდასხმების ბოლო ტალღა დაასრულა
ტრამპი: თუ ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება, ჩვენ მის ენერგეტიკულ სადგურებსა გავანადგურებთ
FETÖ-ს საბოტაჟები თავდაცვის მრეწველობაში და კრიტიკული პროექტები
პრეზიდენტ ერდოღანის სტატია სათაურით „15 ივლისი: თურქეთის საუკუნის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“
15 ივლისის ღამეს მომხდარი მოვლენები