ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 1 წუთი
უკრაინის დელეგაცია აშშ-ის შუამავლობით რუსეთთან გასამართი მოლაპარაკებებისთვის ჟენევაში მიემგზავრება
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი აცხადებს, რომ ბოლო მოლაპარაკებების წინ კიევის ინტერესები დაცული უნდა იყოს.
უკრაინის დელეგაცია აშშ-ის შუამავლობით რუსეთთან გასამართი მოლაპარაკებებისთვის ჟენევაში მიემგზავრება
უკრაინის დელეგაცია აშშ-ის შუამავლობით რუსეთთან გასამართი მოლაპარაკებებისთვის ჟენევაში მიემგზავრება / Reuters

უკრაინის დელეგაცია 17–18 თებერვალს, რუსეთთან ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის ჟენევაში გაემგზავრა. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა გააკეთა.

ორშაბათს ბუდანოვმა „ტელეგრამის“ მეშვეობით გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის და დელეგაციის ორი წევრი მატარებლის ვაგონის წინ არიან გადაღებული და აღნიშნა: „ჟენევაში მივდივართ. მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი გველოდება. გზაში კოლეგებთან ერთად ჩვენი ისტორიიდან გამოტანილ გაკვეთილებს განვიხილავთ და ვეცდებით სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. უკრაინის ინტერესები დაცული უნდა იყოს“.

წელს რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის მონაწილეობით გამართული უსაფრთხოების შესახებ სამმხრივი კონსულტაციების პირველი რაუნდი 23-24 იანვარს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა. ამ შეხვედრებზე მოსკოვის დელეგაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, იგორ კოსტიუკოვი ხელმძღვანელობდა.

მეორე რაუნდი კი 4-5 თებერვალს იმავე ადგილას ჩატარდა.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გასულ კვირას გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების პროცესთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი კვლავ რუსეთი-აშშ-უკრაინის სამმხრივ ფორმატში წარიმართებოდა და შეხვედრები 17–18 თებერვალს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართებოდა.

აღმოაჩინეთ
ისრაელმა პალესტინელების წინააღმდეგ დაახლოებით 63 ათასი თავდასხმა განახორციელა
რუსეთში ლაბორატორიის თანამშრომლის საეჭვო გარდაცვალებამ ეპიდემიის შიში გამოიწვია
21-მა ქვეყანამ თურქეთის ინიციატივით მომზადებულ ანტალიის დეკლარაციას მოაწერა ხელი
რუსეთმა დიპლომატებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კიევის დატოვებისკენ მოუწოდა
ერდოღანი: თურქეთი თავდაცვის მრეწველობაში „ნამდვილ რევოლუციას ახორციელებს“
გორგუნი: ჩვენი თავდაცვის მრეწველობის უდიდესი ძალა ახალგაზრდების გონება და გულია
ტრამპი თურქეთის მიმართ დაწესებული CAATSA-ს სანქციების მოხსნის საკითხს დადებითად აფასებს
ევროკავშირის 2,9 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება უკრაინას
იაშარ გულერი კავკასიის უსაფრთხოებაზე საუბრობს
აშშ-ის სასწრაფო მოწოდება ევროპას: გახსენით თქვენი რეზერვები
ბელგიაში მოსწავლეთა საპროტესტო აქციები თანდათან უფრო მასშტაბური ხდება
თურქეთმა მედინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ჰუსიტების თავდასხმა მკაცრად დაგმო
თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი გიულერი აზერბაიჯანელ და ქართველ კოლეგებს შეხვდა
პუტინის მორიგი მუქარა პირდაპირი თავდასხმის შემთხვევაში
TEKNOFEST-ი სამხრეთ-აღმოსავლეთში მესამე დღეა გრძელდება