ფეზეშქიანმა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან თანამშრომლობის შეჩერების მითითება გასცა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მასუდ ფეზეშკიანმა დაამტკიცა კანონი, რომელიც მთავრობას სააგენტოსთან ურთიერთობის შეჩერებას ავალდებულებს.

/ AP

ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოების Press TV-სა და Mehr-ის ცნობით, ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშკიანმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან თანამშრომლობას აჩერებს.

ნახევრად ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც მთავრობას სააგენტოსტან კავშირების შეჩერებას ავალდებულებს.

გასულ კვირას ირანის პარლამენტმა IAEA-სთან თანამშრომლობის შეჩერების შესახებ კანონპროექტი მიიღო.

აღნიშნული ნაბიჯი ისრაელსა და აშშ-სთან ბოლოდროინდელი სამხედრო დაპირისპირებების შემდეგ გადაიდგა, რამაც თეირანსა და გაეროს ბირთვული ზედამხედველობის ორგანოს შორის მონიტორინგის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის საკითხებზე უთანხმოება კიდევ უფრო გააღრმავა.

13 ივნისს დაწყებული 12-დღიანი კონფლიქტი ისრაელის მიერ ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებზე საჰაერო თავდასხმებით დაიწყო. თეირანმა საპასუხოდ ისრაელს სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია, ხოლო აშშ-მა სამი ირანული ბირთვული ობიექტი დაბომბა. კონფლიქტი 24 ივნისს აშშ-ს მხარდაჭერით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა.