უზბეკეთმა, ირანის ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებული იმ პოსტების გამო, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამარყანდში არსებული ისტორიული ნაგებობები „ირანულ-ისლამური ცივილიზაციის“ ნაწილია, ირანის ელჩი ტაშკენტში მოჰამად ალი ისკანდარი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა და თეირანის ხელისუფლებას საპროტესტო ნოტა გადასცა.
უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, აღნიშნული პოსტები სამარყანდის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის „ცალმხრივ და პოლიტიკური მიზნებით ინტერპრეტაციად“ შეფასდა.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა არ უნდა მოახდინონ ისტორიული და კულტურული საკითხების პოლიტიზება, და ირანულ მხარეს აღნიშნული პუბლიკაციების წაშლა მოსთხოვეს.
სომხეთსა და ზიმბაბვეში ირანის საელჩოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ასახული იყო გასულ კვირას სამარყანდში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და მისი თანმხლები დელეგაციის ვიზიტი; პოსტებში ამტკიცებდნენ, რომ ქალაქის ისტორიული ნაგებობების თაღები „ირანულ-ისლამური ცივილიზაციის გამორჩეული მახასიათებელია“.





















