მოსაზრება
ᲛᲔᲪᲜᲘᲔᲠᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲢᲔᲥᲜᲝᲚᲝᲒᲘᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
თურქეთის პირველმა ადგილობრივი წარმოების ორბიტალურმა სატრანსფერო აპარატმა კოსმოსური მისია დაიწყო
Fergani Uzay-ის მიერ შექმნილი მოდელი FGN-TUG-S01 მსოფლიოს პირველ ჰიბრიდულ ძრავას დედამიწის ორბიტაზე გაუშვებს.
თურქეთის პირველმა ადგილობრივი წარმოების ორბიტალურმა სატრანსფერო აპარატმა კოსმოსური მისია დაიწყო
თურქეთის პირველმა ადგილობრივი წარმოების ორბიტალურმა სატრანსფერო აპარატმა კოსმოსური მისია დაიწყო / AA

თურქული კომპანია „Fergani Uzay“-ის სრულად ადგილობრივი წარმოების ორბიტალურმა სატრანსფერო აპარატმა (OTV) FGN-TUG-S01-მა მისია დაიწყო.

თურქეთის პირველი ორბიტალური სატრანსფერო აპარატი 28 ნოემბერს კალიფორნიაში მდებარე ვანდენბერგის კოსმოსური ძალების ბაზიდან რაკეტა SpaceX Falcon 9 Transporter 15-ით გაუშვეს.

მისიაში, რომელიც გრინვიჩის დროით (GMT) 18:44 საათზე დაიწყო, რაკეტის საფეხურების გამოყოფა შეუფერხებლად განხორციელდა. გაშვებიდან დაახლოებით 81 წუთის შემდეგ FGN-TUG-S01 რაკეტას წარმატებით გამოეყო.

ეს მისია მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს „Fergani Uzay“-ის ტრანსპორტირებისა და კოსმოსში მანევრირების შესაძლებლობების კუთხით.

თურქეთის სრულად ადგილობრივი წარმოების ეს აპარატი, რომელსაც „კოსმოსურ ბუქსირსაც“ უწოდებენ, ასევე აღჭურვილია მსოფლიოში პირველი ჰიბრიდული სარაკეტო ძრავით, რომელიც ორბიტაზე უნდა ამუშავდეს. აპარატი სამიზნე ორბიტაზე განთავსების შემდეგ დაგეგმილ პირველ ჰიბრიდულ ძრავას აამოქმედებს.

FGN-TUG-S01-ის დაბალბიუჯეტიანი და უსაფრთხო ჰიბრიდული წევის სისტემა უზრუნველყოფს თანამგზავრების სხვადასხვა ორბიტაზე გადაყვანას და გაზრდის მათი მისიის ხანგრძლივობას.

აპარატის წარმატება ახალი ეტაპი იქნება „Fergani Uzay“-ის მომავალი თანამგზავრული თანავარსკვლავედის მისიებში. ეს მისიები სხვადასხვა სიმაღლეზე თანამგზავრების განთავსებას მოიცავს.

თურქეთის პირველი ადგილობრივი OTV (ორბიტალური სატრანსფერო აპარატი) „Fergani“-ს თანამგზავრებს დაახლოებით 500 კილომეტრის დაბალი ორბიტიდან 1000 კილომეტრზე მაღალ სიმაღლეებზე გადაიყვანს და მათ სამუშაო ორბიტებზე განათავსებს.

აპარატში განთავსებულია ისეთი კრიტიკული სისტემები, როგორიცაა საბორტო კომპიუტერი, ავიონიკის სისტემები, ელექტროენერგიის განაწილების ბლოკები და თერმული კონტროლის ინფრასტრუქტურა; ყველა ეს სისტემა „Fergani Uzay“-ის ფარგლებში ადგილობრივად და ეროვნულ დონეზე შეიქმნა.

ამ აპარატით თურქეთი გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც ორბიტაზე ჰიბრიდული ძრავის ტესტირებას ჩაატარებს.

სამშაბათს გაკეთებულ განცხადებაში „Fergani Uzay“-ის გენერალურმა დირექტორმა სელჩუკ ბაირაქტარმა აღნიშნა, რომ კომპანიამ სამი კვირის წინ მეორე თანამგზავრი ჩაუშვა ექსპლუატაციაში და ქვეყნის პირველი ადგილობრივი ორბიტალური სატრანსფერო აპარატი უკვე მოქმედია.

„ჩვენი ადგილობრივი საინჟინრო პროდუქტი — ორბიტალური სატრანსფერო აპარატი, ჩვენი ქვეყნის კოსმოსში მანევრირების შესაძლებლობასაც მისცემს დასაბამს,“ — განაცხადა ბაირაქტარმა.

ბაირაქტარმა აღნიშნა, რომ ეს მისია საფუძველი იქნება იმ კრიტიკული ინფრასტრუქტურისა, რომელზეც თურქეთის ადგილობრივი გლობალური პოზიციონირების სისტემა „ულუღბეი“ (Uluğbey) განვითარდება.

„ეს მისია ასევე შექმნის „ულუღბეის“ გლობალური პოზიციონირების სისტემის მიზნების ინფრასტრუქტურას და გზას გაუხსნის ჩვენს მომავალ თანამგზავრულ ჯგუფებს. 5 წელიწადში 100-ზე მეტი თანამგზავრით, მიზნად ვისახავთ თურქეთთან ერთად მეგობარ და მოძმე ქვეყნებს დამოუკიდებელი პოზიციონირებისა და კოსმოსური ლოჯისტიკის შესაძლებლობა მივანიჭოთ,“ — განაცხადა მან.

აღმოაჩინეთ
ხელოვნური ინტელექტის მოდელები არაინგლისურ და ადამიანებისთვის ბოლომდე გაუგებარ ენას იყენებენ
2026 წელს მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 40% მავნე ოზონის ზემოქმედების ქვეშ მოექცა
OpenAI-სა და Anthropic-ის დირექტორები ავსტრალიაში AI-გამოძიებაზე დაიბარეს
100,000-ზე მეტ ადამიანზე კვლევა ჩატარდა: ძილის ხარისხია მნიშვნელოვანი თუ მისი ხანგრძლივობა?
Hugging Face-ს Nvidia დაახლოებით 13 მილიარდ დოლარად შეიძენს
Bayraktar AKINCI-მ ეროვნული მართვადი კომპლექტებით სამიზნეები ზუსტი დარტყმით გაანადგურა
თურქული თავდაცვის ინდუსტრია მსოფლიო გიგანტებს კონკურენციას უწევს
Turkcell-მა TEKNOFEST Mavi Vatan-ზე დისტანციური რობოტული ქირურგიის ტესტირება ჩაატარა
რაკეტების წარმოებისთვის შესაძლოა თურქეთს მიმართონ
ხელოვნური ინტელექტი ჰაკერებს უპირატესობას ანიჭებს: როგორ დავიცვათ თავი?
კითხვა-პასუხი: 'AI-ი სულ უფრო და უფრო ახლავს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც მრჩეველი'
თურქეთის ახალი თაობის სისტემა BLUEVISION-ი საზღვაო მოძრაობის უსაფრთხოებას ზრდის
მეცნიერებმა კორონავირუსი და გრიპის მსგავსი ვირუსები ბგერითი ტალღებით გაანადგურეს
AI კომპანიამ Anthropic-მა უარყო პენტაგონის მოთხოვნა უსაფრთხოების ზომების შერბილების შესახებ
თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოკეანეების დაცვის გლობალური შეთანხმების ძალაში შესვლაში
თურქეთის ადგილობრივი წარმოების ბალისტიკურმა რაკეტამ, „ტაიფუნმა“ ტესტირება წარმატებით გაიარა
იაპონელმა მეცნიერებმა მედიცინისა და ქიმიის დარგში ნობელის პრემიები მიიღეს
ხელოვნური ინტელექტის ხუთი ტრანსფორმაცია, რომელმაც 2025 წელს ყველასთვის ყველაფერი შეცვალა
ევროპის ავტომრეწველობა მოუწოდებს ევროკავშირს, გადადოს 2035 წლის ბენზინისა და დიზელის აკრძალვა
რევოლუციის ძრავა: ემბარგოებით შექმნილი, თურქეთის თავდაცვის გიგანტი Aselsan-ი 50 წლის გახდა