რუსეთში ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმა Ozon-ის კუთვნილი 3 სხვადასხვა რეგიონის საწყობის საქმიანობა დრონებით თავდასხმის გამო დროებით შეჩერდა, ხოლო დაღესტანში მდებარე ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.
Ozon-ის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის დაღესტნის რეგიონის ქალაქ მახაჩყალაში მდებარე ლოჯისტიკურ ცენტრზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ ობიექტზე მყოფი თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა, ნათქვამია, რომ პირველადი მონაცემებით დაშავდა რამდენიმე ადამიანი, თუმცა სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ასევე აღინიშნა, რომ თავდასხმის შემდეგ გაჩენილ ხანძარზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯგუფებმა მოახდინეს რეაგირება და საწყობის ფუნქციონირება შეჩერდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ღამის საათებში დრონებით თავდასხმის გამო ასევე განხორციელდა ევაკუაცია Ozon-ის საწყობებიდან ქალაქ ადიღეისკსა და ნევინომისკში.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აღნიშნულ ობიექტებზე მომუშავე პერსონალი არ დაშავებულა, არ დაზიანებულა საწყობები და პროდუქცია, ხოლო საგანგებო სამსახურების მუშაობის გამო საწყობები დროებით დაიხურა.
ბოლო პერიოდში უკრაინამ კიდევ ერთი რუსული ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმის, Wildberries-ის საწყობებსა და ლოჯისტიკურ ობიექტებზეც განახორციელა დრონებით თავდასხმები.





















