აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ 28 თებერვალს მისი ქვეყნისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმებით დაწყებულ ომში „დასკვნით ეტაპზე“ გადადიან და მათი მიზანია „ყოველგვარი ეკონომიკური სასიცოცხლო არტერიის გადაჭრა, სანამ თეირანი მარტო დარჩება“.
სკოტ ბესენტმა ირანთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელ X-ის პირად გვერდზე გააკეთა.
ბესენტმა, რომლის მტკიცებითაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის სამხედრო პოტენციალი, სამხედრო ქარხნების თითქმის სრული ნაწილი და ბირთვული პროგრამა „გაანადგურა“, აღნიშნა: „ახლა დასკვნით ეტაპზე გადავდივართ. გამთენიისას იწყება ეკონომიკური (თავდასხმის) დღე, რაც მტრის წინააღმდეგ ოდესმე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური ფინანსური იერიშია“.
ბესენტის მტკიცებით, ირანი, რომელიც „გამოძალვას უსაფრთხოების გარანტიად ასაღებს და ამით ინარჩუნებს არსებობას“, „საპასუხო დარტყმას გარდაუვლად მიიჩნევს, ხოლო აშშ-ის სანქციებს — მოლაპარაკებად“.
მან ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ეს პერიოდი „დასრულდა“ და დასძინა: „მათ, ვისაც თეირანის წინააღმდეგ წასვლის საფრთხის ეშინიათ, არ უნდა დაივიწყონ ვაშინგტონის მოთმინების გამოცდის ფასი“.
სკოტ ბესენტმა აღნიშნა, რომ ტრამპმა შექმნა ისეთი გარემო, სადაც გამოიყენებს ყველა იმ უფლებამოსილებასა და ზომას, რაც ბევრს ვერც კი წარმოედგინა: „ჩვენი მიზანია, გადავჭრათ ყველა ეკონომიკური სასიცოცხლო არტერია, რომელიც ამ სასტიკ რეჟიმს ამუშავებს და ინარჩუნებს, სანამ თეირანი მარტო დარჩება“.

















