ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ისრაელმა ღაზაში საკვების გაცემის პუნქტი დაბომბა, კიდევ 4 პალესტინელი დაიღუპა
ახალი მსხვერპლი მოჰყვა ისრაელის უპილოტო საფრენი აპარატების მიერ საკვების გაცემის ცენტრზე განხორციელებულ თავდასხმას, მიუხედავად 2025 წლის ოქტომბრიდან მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა.
ისრაელმა ღაზაში საკვების გაცემის პუნქტი დაბომბა, კიდევ 4 პალესტინელი დაიღუპა
ისრაელმა ღაზაში საკვების გაცემის პუნქტი დაბომბა, კიდევ 4 პალესტინელი დაიღუპა

მიმდინარე ზავის მიუხედავად, ღაზაში განხორციელებული ბოლო თავდასხმების შედეგად ისრაელმა ოთხი პალესტინელი მოკლა და ოთხი დაჭრა. სამედიცინო წყაროებმა კვირას სააგენტო „ანადოლუსთან“ საუბრისას განაცხადეს, რომ ღაზის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ დეირ ელ-ბალაჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი პალესტინელი დაიღუპა.

თვითმხილველების თქმით, ისრაელის უპილოტო საფრენმა აპარატმა დეირ ელ-ბალაჰში, ალ-აქსას წამებულთა საავადმყოფოსთან მდებარე საკვების გაცემის ცენტრი ამოიღო მიზანში. სამედიცინო წყაროების განმარტებით, ხან იუნისში პალესტინელთა შეკრების ადგილზე ისრაელის დრონის თავდასხმის შედეგად კიდევ ერთი პალესტინელი დაიღუპა, ხოლო ოთხი დაშავდა.

ამის პარალელურად, ადგილობრივი წყაროები და თვითმხილველები იტყობინებიან, რომ კვირა დილით ადრე ისრაელის მრავალი სამხედრო მანქანა ხან იუნისის აღმოსავლეთით მდებარე დასახლება ბენი სუჰეილასკენ, ინტენსიური ცეცხლისა და საარტილერიო დაბომბვის თანხლებით დაიძრა. წყაროების ცნობით, სამხედრო მანქანებმა ე.წ. „ყვითელი ხაზის“ აღმნიშვნელი ბეტონის ბლოკები ალ-რაქაბისა და ალ-ფაჯმის კვარტლებში ათობით მეტრით დასავლეთისკენ გადაწიეს, რაც ფაქტობრივად აფართოებს ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს.

„ყვითელი ხაზი“ აღნიშნავს საზღვარს, რომელზეც ისრაელის ძალებმა ღაზის შიგნით დაიხიეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ომის დასასრულებლად გამოცხადებული გეგმის მეორე ეტაპის ფარგლებში. ეს ხაზი ერთმანეთისგან ყოფს ისრაელის სრული ოკუპაციის ქვეშ მყოფ რეგიონებსა და იმ ტერიტორიებს, სადაც პალესტინელებს ყოფნის უფლება აქვთ.

2023 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ისრაელმა ღაზაში 72 600-ზე მეტი ადამიანი მოკლა, რომელთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან, ხოლო 172 000-ზე მეტი დააშავა. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მიუხედავად 2025 წლის 10 ოქტომბერს ამოქმედებული ზავისა, ისრაელის არმია განაგრძობს თავდასხმებს, რის შედეგადაც [მას შემდეგ] 870-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 2 540-ზე მეტი დაშავდა.

აღმოაჩინეთ
21-მა ქვეყანამ თურქეთის ინიციატივით მომზადებულ ანტალიის დეკლარაციას მოაწერა ხელი
რუსეთმა დიპლომატებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კიევის დატოვებისკენ მოუწოდა
ერდოღანი: თურქეთი თავდაცვის მრეწველობაში „ნამდვილ რევოლუციას ახორციელებს“
გორგუნი: ჩვენი თავდაცვის მრეწველობის უდიდესი ძალა ახალგაზრდების გონება და გულია
ტრამპი თურქეთის მიმართ დაწესებული CAATSA-ს სანქციების მოხსნის საკითხს დადებითად აფასებს
ევროკავშირის 2,9 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება უკრაინას
იაშარ გულერი კავკასიის უსაფრთხოებაზე საუბრობს
აშშ-ის სასწრაფო მოწოდება ევროპას: გახსენით თქვენი რეზერვები
ბელგიაში მოსწავლეთა საპროტესტო აქციები თანდათან უფრო მასშტაბური ხდება
თურქეთმა მედინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ჰუსიტების თავდასხმა მკაცრად დაგმო
თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი გიულერი აზერბაიჯანელ და ქართველ კოლეგებს შეხვდა
პუტინის მორიგი მუქარა პირდაპირი თავდასხმის შემთხვევაში
TEKNOFEST-ი სამხრეთ-აღმოსავლეთში მესამე დღეა გრძელდება
აშშ-მა სირია თავდაცვითი ვაჭრობის შეზღუდვების სიიდან ამოიღო
აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი ავიამზიდის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო