ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ალჟირმა საფრანგეთის საელჩოს 12 პირი პერსონა ნონ გრატა გამოაცხადა
ალჟირმა საფრანგეთის საელჩოს 12 პირი პერსონა ნონ გრატა გამოაცხადა
ალჟირმა საფრანგეთის საელჩოს 12 პირი პერსონა ნონ გრატა გამოაცხადა
/ AFP

საფრანგეთი ალჟირს მოუწოდებს, შეწყვიტოს 12 დიპლომატის ქვეყნიდან გაძევება და იმუქრება მყისიერი მოქმედებით, თუ ეს ბრძანება ძალაში დარჩება.

ალჟირმა თავის ქვეყანაში საფრანგეთის საელჩოში მომუშავე 12 თანამდებობის პირს ულტიმატუმი წაუყენა, რომ 48 საათში დატოვონ ქვეყანა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება საფრანგეთში ალჟირის სამი მოქალაქის დაკავებას უკავშირდება.

„ალჟირის ხელისუფლებისგან მოვითხოვ, უარი თქვან გაძევების ამ ზომებზე... თუ ჩვენი თანამდებობის პირების გაძევების გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, სხვა არჩევანი არ დაგვრჩება და იძულებული ვიქნებით, დაუყოვნებლივ ვუპასუხოთ“, - თქვა ბარომ.

დიპლომატიური წყაროს მიერ AFP-სთვის მიწოდებული ინფორმაციით, ამ 12 პირს შორის საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელიც არის.

პარასკევს ფრანგმა პროკურორებმა ბრალი წაუყენეს ალჟირის სამ მოქალაქეს, მათ შორის საკონსულოს ერთ თანამშრომელს, 2024 წლის აპრილში პარიზის გარეუბანში ალჟირელი ინფლუენსერის, ამირ ბუხორსის, გატაცებაში ეჭვმიტანილობის გამო.

ეს ბრალდება ალჟირსა და ყოფილ კოლონიურ ძალას, საფრანგეთს შორის ურთიერთობების მგრძნობიარე პერიოდს დაემთხვა. ალჟირი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ბოლო დროს ურთიერთობების აღდგენის მცდელობებისათვის ძირის გამოთხრას.

ამირ ბუხორსი, ცნობილი როგორც „ამირ DZ“ და იგი, ალჟირის მთავრობის ოპონენტია. მას TikTok-ზე მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ბუხორსმა, რომელიც 2016 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობს, 2023 წელს პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ის 2024 წლის აპრილში გაიტაცეს და მისი ადვოკატის თქმით, მეორე დღეს გაათავისუფლეს.

ალჟირი ინფლუენსერის ექსტრადირებას გასასამართლებლად ითხოვს და მის წინააღმდეგ თაღლითობისა და ტერორიზმის ბრალდებებით დაკავების ცხრა საერთაშორისო ორდერი აქვს გაცემული.

აღმოაჩინეთ
თურქეთსა და ყირგიზეთს შორის ურბანული დაგეგმარების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
თურქული ნიავი ლოს-ანჯელესის გულში: Turkish Vibe Zone-მა კარები გააღო
„თურქეთი წვლილს შეიტანს მუდმივი მშვიდობის დამყარებაში“
სოციალური მედიის ჭარბი მოხმარება ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისის მთავარი მიზეზია
თურქულმა და ესპანურმა თავდაცვის ინდუსტრიებმა შეთანხმებები გააფორმეს
მინისტრ ფიდანის განცხადება ნატოს სამიტზე: თურქეთი რომ არა, ტრამპი არ ჩამოვიდოდა
საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ყაზანში ვლადიმერ პუტინს შეხვდა
ტრამპმა და ფეზეშქიანმა ხელი მოაწერეს: აშშ-ირანის შეთანხმება „ოფიციალურად გაფორმდა“
საფრანგეთი ლიცეუმებში მობილური ტელეფონების აკრძალვას გეგმავს
ტრამპი: „ირანთან ძალიან ძლიერი შეთანხმება გავაფორმეთ“
პრეზიდენტმა ერდოღანმა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე უერტასი მიიღო
მინისტრი იუმაქლი: ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას უფრო მწვანე თურქეთისთვის
პრეზიდენტმა ერდოღანმა ფენერის ბერძენი პატრიარქი ბართლომეოსი მიიღო
ბენ-გვირმა აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი ვიზის მიღებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო გააუქმა
საფრანგეთში, G7-ის სამიტის ფარგლებში, ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ