ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
ტრამპი: აშშ-მა ირანის ხარგის კუნძულზე მასშტაბური დაბომბვა განახორციელა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა ირანის ხარგის კუნძულზე სამხედრო სამიზნეები დაბომბეს, საიდანაც ირანის ნედლი ნავთობის ექსპორტის დიდი ნაწილი ხორციელდება.
ტრამპი: აშშ-მა ირანის ხარგის კუნძულზე მასშტაბური დაბომბვა განახორციელა
ტრამპი: აშშ-მა ირანის ხარგის კუნძულზე მასშტაბური დაბომბვა განახორციელა / Reuters

ტრამპმა შაბათს გამთენიისას სოციალური ქსელის მეშვეობით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ აშშ-ის არმიამ ირანის ხარგის კუნძულზე მასშტაბური იერიში მიიტანა და გააფრთხილა, რომ ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილების შეფერხების შემთხვევაში, ირანის ნავთობის ინფრასტრუქტურაც შეიძლება გახდეს სამიზნე.

მან თქვა: „აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაბომბვის ოპერაცია განახორციელა და სრულიად გაანადგურა ყველა სამხედრო სამიზნე ხარგის კუნძულზე, რომელიც ირანის თვალისჩინად ითვლება“.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ამჯობინა კუნძულზე არსებული ნავთობის ინფრასტრუქტურა სამიზნეში არ ამოეღო, თუმცა დასძინა, რომ თუ ირანი ან რომელიმე სხვა მხარე ჩაერევა ჰორმუზის სრუტეში გემების თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებაში, იგი ამ გადაწყვეტილებას გადახედავს.

სტრატეგიული კუნძული

მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ისრაელი დღემდე ფრთხილობდნენ ხარგის კუნძულთან დაკავშირებით, გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ისრაელის ომის გაგრძელების ფონზე, კუნძულის დაკავებაც ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება.

კუნძული, რომელიც ირანის მატერიკიდან დაახლოებით 30 კილომეტრითაა დაშორებული, JP Morgan-ის ბოლო მონაცემებით, ირანის ნედლი ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90%-ს უზრუნველყოფს.

აღინიშნება, რომ ნებისმიერ სამხედრო ნაბიჯს კუნძულზე, რომელიც მანჰეტენის დაახლოებით მესამედი ზომისაა, შესაძლოა ძალიან სწრაფი და ფართომასშტაბიანი შედეგები მოჰყვეს.

ირანის თავდასხმებმა თითქმის შეაჩერა საზღვაო მიმოსვლა ჰორმუზის სრუტეში, სადაც მსოფლიო ნედლი ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის დაახლოებით მეხუთედი გადის. თავდასხმებმა ასევე გავლენა მოახდინა ყურის სხვა ქვეყნების ნავთობის ინფრასტრუქტურაზეც.

ტრამპმა განაცხადა, რომ იმ პერიოდში, როდესაც ის ცდილობს ებრძოლოს საწვავის გაძვირებულ ფასებს, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტი ძალიან მალე დაიწყებს ტანკერების დაცვას სრუტეში გავლისას ნავთობის ექსპორტის აღსადგენად.

ხარგის კუნძულმა სტრატეგიული მნიშვნელობა 1960-იან და 1970-იან წლებში შეიძინა, როდესაც ირანმა ნავთობის მოპოვება გააფართოვა. იმის გამო, რომ ქვეყნის სანაპიროების უდიდესი ნაწილი სუპერტანკერებისთვის ზედმეტად წყალმარჩხია, კუნძული ნავთობის ექსპორტის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად იქცა.

აღმოაჩინეთ
თურქეთმა ინტერპოლისგან ნეთანიაჰუს მიმართ „წითელი ცირკულარის“ გამოცემა მოითხოვა
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთი სირიის აღდგენაში „საკვანძო პარტნიორია“
საფრანგეთის სამხრეთში ძლიერმა შტორმმა ცხოვრების ჩვეული რიტმი შეაფერხა
ირანის გენერალური შტაბის უფროსი: „მტრის ახალ მუქარებს გამანადგურებელ პასუხს გავცემთ“
სიკვდილით დასაჯეს პატიმარი, რომელმაც სათამაშო დარბაზის გადაწვით 5 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია
ნიგერიაში ნავის ჩაძირვის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა
გუტერეშმა მკაცრად დაგმო რუსეთის თავდასხმები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე
რუსეთი ამბობს, რომ თეირანის წინააღმდეგ წარმოებულ ომში აშშ „აგრესორი“ მხარეა
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი ეგვიპტელ და საუდის არაბეთის კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
იალონი ნეთანიაჰუს თურქეთთან დაძაბულობის ესკალაციაში ადანაშაულებს
სომხეთის მთავრობის ახალ 5-წლიან პროგრამაში ანკარასა და ბაქოსთან ურთიერთობების ნორმალიზება აისახა
100 წელს გადაცილებული ადამიანების იმუნურ სისტემაში კიბოსთან მებრძოლი უჯრედების რაოდენობა იზრდება
ისრაელმა, 2 წელზე მეტი ხნის უარყოფის შემდეგ, 5 წლის ჰინდ რაჯაბის მკვლელობა აღიარა
ისრაელის მიერ ღაზაში პოლიციის საგუშაგოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა