ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
„ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი არ არის საჭადრაკო დაფა, სადაც ზესახელმწიფოები ფიგურებს გადააადგილებენ“
ალბანეზიმ ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის კონკურენცია რეგიონის განმსაზღვრელი უმთავრესი ფაქტორია.
„ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი არ არის საჭადრაკო დაფა, სადაც ზესახელმწიფოები ფიგურებს გადააადგილებენ“
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანიზი

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზიმ ჩინეთსა და აშშ-ს მიმართა გზავნილით: „ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი არ არის საჭადრაკო დაფა, სადაც ზესახელმწიფოები ფიგურებს გადააადგილებენ“.

ABC News-ის ცნობით, ალბანეზიმ ეს განცხადება ნიუ-იორკში, „ატლანტიკური საბჭოს“ გალა ვახშამზე გამოსვლისას გააკეთა, სადაც მან თავისი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა შეაფასა.

ალბანეზიმ აღნიშნა, რომ ავსტრალიამ ახალი ურთიერთობების დამყარებით, ქვეყნებს შორის ურთიერთქმედების წესების დაცვით და „ძლიერის სიმართლის“ იდეის უარყოფით, წვლილი უნდა შეიტანოს ახალი გლობალური წესრიგის ჩამოყალიბებაში. მან ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის კონკურენცია რეგიონის განმსაზღვრელი უმთავრესი ფაქტორია.

ამ კონტექსტში ჩინეთისა და აშშ-ის მისამართით გაკეთებულ გზავნილში ალბანეზიმ განაცხადა: „ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი არ არის საჭადრაკო დაფა, სადაც ზესახელმწიფოები ფიგურებს გადააადგილებენ“.

იმის აღნიშვნით, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, თუ როგორ მართავენ ვაშინგტონი და პეკინი ურთიერთობებს, ალბანეზიმ დასძინა: „თუმცა, ეს არ შეიძლება იყოს რეგიონისადმი ჩვენი ხედვის ერთადერთი პრიზმა. რეგიონის ქვეყნები მაყურებლები არ არიან. ისინი თავად აყალიბებენ რეგიონის მომავალს და საკუთარ სცენარებს წერენ“.

აღმოაჩინეთ
ტრამპი: ღაზას მილიარდობით დოლარის დახმარება გაეწევა
G7-ის მინისტრებმა ირანს მოუწოდეს, შეწყვიტოს იემენელი ჰუსიტების მხარდაჭერა
ირანი აშშ-ს ზეწოლის მოხსნის შემთხვევაში ჰორმუზის 7 დღეში გახსნას ჰპირდება
თურქეთი და აშშ ახალი თაობის რეაქტორების შეთანხმებით ბირთვულ სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ
„თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გაძლიერება ისრაელს ახალი წყალქვეშა ნავების შეძენისკენ უბიძგებს“
საფრანგეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის
იაპონიაში მძვინვარე „დუჯუანის“ ტაიფუნს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა
თეთრმა სახლმა არხი „Trump TV“ შექმნა
ფიდანი თურქეთ-ეგვიპტე-პაკისტან-საუდის არაბეთის მინისტერიალს დაესწრო
აშშ-ის წარმომადგენელი: თურქეთსა და აშშ-ს შორის S-400-თან დაკავშირებული უთანხმოება „მოგვარდება“
პრეზიდენტი ერდოღანი გაეროს რეფორმისკენ მოუწოდებს: „ვეტოს პრივილეგია უნდა გაუქმდეს“
პრეზიდენტმა ერდოღანმა „თურქეთის სახლში“ შეხვედრები გამართა
CNN-ის, Politico-სა და MS NOW-ის სარჩელი: თეთრი სახლის აკრძალვა სასამართლოში გადადის
თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა კუნძულ კვიპროსის სამხრეთით საწვრთნელი ფრენა განახორციელა
იაპონიაში ტაიფუნი „დუჯუანი“ მძვინვარებს