ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
ევროკავშირი რუსეთის აქტივების „განუსაზღვრელი ვადით გაყინვის“ ინიციატივით გამოდის
რუსეთის ცენტრალური ბანკის განცხადებით, გაყინული აქტივების გამოყენების შესახებ ევროკავშირის გეგმები უკანონოა და ის ამ ინიციატივას გაასაჩივრებს.
ევროკავშირი რუსეთის აქტივების „განუსაზღვრელი ვადით გაყინვის“ ინიციატივით გამოდის
ევროკავშირი რუსეთის აქტივების „განუსაზღვრელი ვადით გაყინვის“ ინიციატივით გამოდის / Reuters

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა, ევროპაში არსებული რუსული აქტივების „განუსაზღვრელი ვადით გაყინვის“ შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

პარასკევს ღამით, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში კალასმა დაწერა: „ევროკავშირმა რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო. ეს უზრუნველყოფს, რომ 210 მილიარდი ევროს (246 მილიარდი დოლარი) ღირებულების რუსული ფონდები ევროკავშირის ტერიტორიაზე დარჩება მანამ, სანამ რუსეთი მის მიერ მიყენებულ ზარალს სრულად არ აანაზღაურებს.“

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გადაწყვეტილებას მიესალმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს რუსეთს უგზავნის „მძლავრ სიგნალს“ იმის თაობაზე, რომ სანამ ომი გრძელდება, მისი ფინანსური დანახარჯები ზრდას განაგრძობს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ კი იმავე პლატფორმაზე დაწერა: „ოქტომბრის #EUCO-ს (ევროპული საბჭოს სხდომა) სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩებოდა მანამ, სანამ რუსეთი ომს არ დაასრულებდა და მიყენებულ ზარალს არ აანაზღაურებდა. დღეს ჩვენ ეს პირობა შევასრულეთ.“

გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა ბლოკის მიერ უკრაინისთვის 105 მილიარდი დოლარის გამოყოფას, პირდაპირი სესხის აღების ან Euroclear-ში სანქციების ფარგლებში გაყინული რუსული აქტივების გამოყენების გზით.

ბელგიამ, სადაც ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივების მთავარი დეპოზიტარი Euroclear-ი მდებარეობს, გეგმასთან დაკავშირებით თავისი შენიშვნები გამოთქვა და შეშფოთება გამოხატა, რომ ქვეყანა შესაძლოა მარტო აღმოჩნდეს იურიდიული სირთულეების წინაშე და ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისროს.

ბელგიის მთავრობამ, შესაძლო ფინანსური და იურიდიული რისკების შესამცირებლად და Euroclear-ის უკეთ დასაცავად, ევროკომისიის თავდაპირველ წინადადებაში რამდენიმე ცვლილების შეტანა მოითხოვა.

ამავდროულად, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ჯერ კიდევ პარასკევს განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ გაყინული აქტივების გამოყენების გეგმები უკანონოა და აღნიშნა, რომ ამ ინიციატივას გაასაჩივრებს.

აღმოაჩინეთ
2001-დან 2026 წლამდე: თურქეთის „AK Parti-ა“ (სამართლიანობისა და განვითარების პარტია) 25 წლისაა
ნეთანიაჰუმ დიდი ბრიტანეთი „ისლამურ რესპუბლიკად“ მოიხსენია
პრეზიდენტი ერდოღანი დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებსა და ვეტერანებს შეხვდა
CIA ეჭვქვეშ აყენებს ისრაელის ინფორმაციას ტრამპის წინააღმდეგ მომზადებული შეთქმულების შესახებ
ეგვიპტეში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა
თურქეთ-პაკისტან-საუდის არაბეთის პაქტი რეგიონულ უსაფრთხოებასა და ერთობლივ შესაძლებლობებს გააძლიერებს
ოპერაცია ალიჰან ქურიშის დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ
პუტინი კურილის კუნძულებზე ჩავიდა
კოლუმბიამ ორშაბათს მომხდარი 7,4 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა
რუსეთი: უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად კრასნოდარის ოლქში 2 ადამიანი დაიღუპა
ფიდანმა ტრიპოლიში თურქეთის შეიარაღებული ძალების ლიბიის ოპერატიული ჯგუფის სარდლობა მოინახულა
გერმანია სპეცსამსახურებისთვის ფართომასშტაბიანი ახალი ფარული უფლებამოსილებების მინიჭებას გეგმავს
თურქეთმა მკაცრად დაგმო კოლუმბიის მცდელობა გოლანის მაღლობების ოკუპაციის ლეგიტიმაციის შესახებ
ლიბანის პარლამენტმა ქვეყანაში სიკვდილით დასჯის გაუქმება დაამტკიცა
ირანის პარლამენტი ამზადებს კანონპროექტს ჰორმუზის სრუტის შესახებ