ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდლის მოადგილემ, იადოლა ჯავანიმ განაცხადა, რომ ომი აშშ-სთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე უნდა დასრულდეს.
ჯავანიმ ამ საკითხთან დაკავშირებით ირანის სახელმწიფო ტელევიზიასთან არსებულ „ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბთან“ საუბრისას განმარტებები გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ ომი აშშ-სთან (ივნისში პაკისტანში) გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე უნდა დასრულდეს და დასძინა, რომ ჰორმუზის სრუტე მხოლოდ მას შემდეგ გაიხსნება, როცა აშშ შეასრულებს მემორანდუმით ნაკისრ ვალდებულებებს.
„ჰორმუზის სრუტე და აქ მოქმედი წესრიგი არასოდეს დაუბრუნდება ომამდელ მდგომარეობას“, - განაცხადა ჯავანიმ.
მან, ჰორმუზის სრუტის მომავალ სტატუსთან დაკავშირებულ დისკუსიებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საკითხი - განხილულ იქნას სრუტე მხოლოდ ირანსა და ომანს შორის არსებულ საზღვაო გზად - დღის წესრიგში მხოლოდ მას შემდეგ დადგება, რაც ომის დასრულება საბოლოოდ დადასტურდება.


























