ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
დიდი ბრიტანეთი ლტოლვილებისგან 10 ათასი გირვანქა სტერლინგის გადახდას მოითხოვს
ბრიტანეთის მთავრობამ წარადგინა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში თავშესაფრის უფლების მქონე პირების მიერ საცხოვრებლისა და მხარდაჭერის ხარჯებისთვის დაახლოებით 10 000 გირვანქა სტერლინგის უკან დაბრუნებას მას შემდეგ, რაც ისინი მუშაობას დაიწყებენ.
დიდი ბრიტანეთი ლტოლვილებისგან 10 ათასი გირვანქა სტერლინგის გადახდას მოითხოვს
დიდი ბრიტანეთი ლტოლვილებისგან 10 ათასი გირვანქა სტერლინგის გადახდას მოითხოვს

სამშაბათს პარლამენტში წარდგენილი „მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ“ ახალი კანონპროექტის ფარგლებში, ეს რეგულაცია ავალდებულებს სრულწლოვან პირებს, რომლებმაც მიაღწიეს საკმარის შემოსავალს, აღნიშნული თანხა განვადებით გადაიხადონ.

ეს დავალიანება, რომელიც ეხება ბრიტანეთში მუშაობის უფლების მქონე თავშესაფრის მაძიებლებს, სრულად უნდა დაიფაროს მანამ, სანამ პირი ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის უფლებას მოიპოვებს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, შაბანა მაჰმუდმა განაცხადა, რომ თავშესაფრის მხარდაჭერა, გარდა იმისა, რომ უფლებაა, ასევე პასუხისმგებლობასაც აკისრებს პირებს. მისი თქმით, ისინი მოელიან, რომ როდესაც ადამიანები შეძლებენ წვლილის შეტანას, მათ ბრიტანელი ხალხის გულუხვობის საფასური უნდა გადაიხადონ.

კანონპროექტის თანახმად, ეს ხარჯები იმ პირებისგანაც იქნება ამოღებული, რომელთაც თავშესაფრის მოთხოვნა უარყოფილ იქნა, მაგრამ ქვეყანაში დარჩნენ, თუ მათი შემოსავალი დადგენილ ზღვარს მიაღწევს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა მხარდასაჭერად დაახლოებით 4 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დაიხარჯა.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, როგორიცაა „ლტოლვილთა საბჭო“ (Refugee Council), ეს გეგმა ლტოლვილებისთვის დაწესებულ დამატებით გადასახადად შეაფასეს და უსამართლოდ მიიჩნიეს. ოქსფორდის უნივერსიტეტის მიგრაციის მონიტორინგის ცენტრის (Migration Observatory) ექსპერტები კი აღნიშნავენ, რომ ლტოლვილებს შორის დასაქმების დაბალი მაჩვენებლის გამო, მთავრობას გაუჭირდება დაგეგმილი შემოსავლის მიღება.

ოპოზიციური „კონსერვატიული პარტია“ კი ამტკიცებს, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ მთავრობამ ეს პოლიტიკა მათგან გადააკოპირა.

აღმოაჩინეთ
სტამბოლის აეროპორტი „მსოფლიოში საუკეთესოდ“ დასახელდა
კოლუმბიაში, ოქროს მაღაროში მომხდარ ჩამოშლას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდების დამტკიცება გადადო
ერდოღანი: „ჩვენს ირგვლივ ცეცხლის რკალია“
მინისტრი ფიდანი საუდელ კოლეგას შეხვდა
პალესტინა ისრაელის თავდასხმების სამიზნე მოსწავლეებისთვის საერთაშორისო დაცვას ითხოვს
მაკრონმა განაცხადა, რომ პრეფექტებს ზოგიერთი დემონტრაციის აკრძალვის გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ
ტაილანდში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობების შედეგად ბოლო ერთ თვეში 80 ადამიანი დაიღუპა
მილანში ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით 160 ადამიანი დააკავეს
რუსეთმა კიევში მეტროს სადგურზე თავდასხმა განახორციელა
თურქეთმა კანადაში, სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების გამო სამძიმარი გამოხატა
არაღჩი: ნეთანიაჰუ ციხის თავიდან ასაცილებლად აშშ-ს ომში ითრევს
რუსეთმა და უკრაინამ ღამის განმავლობაში ურთიერთდარტყმები განახორციელეს
პრეზიდენტმა ერდოღანმა აზერბაიჯანს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
თურქეთის საელჩო ბაქოში მინისტრ ფიდანთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს