ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
ფლორიდის შტატში ჩამოვარდნილ კერძო თვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
თვითმფრინავს 9 მგზავრი გადაჰყავდა.
ფლორიდის შტატში ჩამოვარდნილ კერძო თვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
ფლორიდის შტატში ჩამოვარდნილ კერძო თვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრმა შონ დაფიმ განაცხადა, რომ ფლორიდის შტატში, დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდნილ კერძო თვითმფრინავში მყოფი ცხრავე მგზავრი დაიღუპა.

შონ დაფიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ფლორიდის შტატის პალმ-ბიჩის რაიონში „Learjet 60“ ტიპის კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ისაუბრა.

მინისტრის ინფორმაციით, თვითმფრინავი ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინიდან ბაჰამის კუნძულების მიმართულებით გაფრინდა. ბორტზე მყოფი ცხრავე ადამიანი დაიღუპა. დაფიმ ასევე აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების ჯგუფები გაგზავნეს.

ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნამ ადგილობრივ ინფრასტრუქტურას სერიოზული ზიანი მიაყენა და შესაძლოა, ზოგიერთი გზა დიდი ხნის განმავლობაში დაკეტილი დარჩეს.

CNN-ის ინფორმაციით, ვებსაიტმა, რომელიც საჰაერო მოძრაობის კონტროლის რადიოკავშირების ჩანაწერებს ინახავს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავარიამდე რამდენიმე წუთით ადრე პილოტმა განაცხადა თვითმფრინავზე ყინულის დაგროვების შესახებ. მისი თქმით, გარე ჰაერის ტემპერატურა მინუს 47 გრადუსი იყო, ხოლო საშუალო ინტენსივობის ტურბულენცია თვითმფრინავს არყევდა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ეჯახება თვითმფრინავი მიწას, რასაც ძლიერი აფეთქება და ცეცხლის დიდი ალი მოჰყვება.

აღმოაჩინეთ
პრეზიდენტ ერდოღანის მიმართვა 29 ოქტომბრის რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით
თურქეთის რესპუბლიკა 103 წლისაა
პრეზიდენტი ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრა
უგანდაში 3,6 მილიონი ადამიანი მწვავე სასურსათო დაუცველობის წინაშე დგას
შვედეთში მთავრობის თანამშრომლები ChatGPT-სა და Claude-ს აღარ გამოიყენებენ
საფრანგეთის სენატმა კორსიკისთვის „ავტონომიის სტატუსის“ მინიჭების შესახებ კანონპროექტი უარყო
ევროკავშირი უცხო ქვეყნებიდან შემოსულ ამანათებზე დამატებით გადასახადს დააწესებს
ისრაელის ოპოზიციამ ამომრჩეველს ნეთანიაჰუს ეპოქის დასასრულებლად საარჩევნო ყუთებთან მისვლისკენ მოუწოდა
არაბული კოალიცია: „ჰუსიტების მიერ საუდის არაბეთის მიმართულებით გაშვებული 3 რაკეტა განადგურდა"
ტრამპი არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციის მიმწოდებლებს 1 მილიონ დოლარს დაჰპირდა
ისრაელში საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი დაიწყო
რუსეთმა უკრაინაში, ხერსონის მიმართულებით, დროებითი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აამოქმედა
თურქეთის, საუდის არაბეთის, პაკისტანისა და ირანის შეხვედრის კომუნიკე გამოქვეყნდა
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ ერს მიმართა
ისრაელმა 3 წელიწადში ღაზის სექტორში 12 500-ზე მეტი ქალი მოკლა, რომელთაგან 9 000-ზე მეტი დედა იყო