პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
პრეზიდენტმა ერდოღანმა თავის განცხადებაში აღნიშნა:
„ყარაბაღის 30-წლიანი ოკუპაციისგან გათავისუფლების მე-6 წლისთავს, მეგობარი და მოძმე აზერბაიჯანის გამარჯვების დღეს მთელი გულით ვულოცავ.
პატივისცემითა და მადლიერებით ვიხსენებ ყველა ჩვენს მოწამეს, რომლებმაც საკუთარი სისხლისა და სიცოცხლის ფასად მოიპოვეს ეს დიდი გამარჯვება და სამშობლოსთვის დაეცნენ“.























