ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
გაერომ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის ხერსონის ოლქში ჰუმანიტარულ კოლონას თავს დაესხა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯგუფს, რომელიც გაეროს კოლონას უკრაინაში ახლდა, თავს დაესხნენ.
გაერომ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის ხერსონის ოლქში ჰუმანიტარულ კოლონას თავს დაესხა
გაერომ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის ხერსონის ოლქში ჰუმანიტარულ კოლონას თავს დაესხა / Reuters

გაერომ სამშაბათს რუსეთს უკრაინის სამხრეთით, ხერსონის ოლქში გაეროს ჰუმანიტარულ კოლონაზე თავდასხმაში დასდო ბრალი.

გაეროს უკრაინის ოფისის პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ოთხი სატვირთო მანქანისგან შემდგარ უწყებათაშორის კოლონაზე რუსეთის თავდასხმა მოხდა, როდესაც ბილოზერკას დასახლებაში დახმარების მიტანას ცდილობდა და ეს თავდასხმა „სრულიად მიუღებელია“.

„ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები, მათ შორის გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანამშრომლები, მისიაში იმყოფებოდნენ, რათა ჰუმანიტარული დახმარება გაეწიათ იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც თვეების განმავლობაში დახმარება არ მიუღია და რომელიც ომის მძიმე შედეგებს განიცდის“, - ნათქვამია განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა ან დაღუპულა, აღინიშნა, რომ კოლონაში ორი სატვირთო მანქანა დაზიანდა და „ცეცხლს წაეკიდა“.

პრეს-რელიზში ნათქვამია: „ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებისა და ჰუმანიტარული დახმარების მანქანების განზრახ მიზანში ამოღება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევაა და შესაძლოა, ომის დანაშაული იყოს. ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული სამოქალაქო პირებისა და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დასაცავად. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი აუცილებლად უნდა იყოს დაცული“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ X პლატფორმაზე გაკეთებულ განცხადებაში დაგმო თავდასხმა და გაეროს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, დაგმონ ეს ქმედება და დამატებითი ზეწოლა მოახდინონ მოსკოვზე.

სიბიჰას მოწოდებას მხარი დაუჭირა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ X პლატფორმაზე გაკეთებულ ცალკე განცხადებაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ კოლონაში მყოფი ოთხი სატვირთო მანქანიდან ერთი „სრულად დაიწვა“, ხოლო მეორე სერიოზულად დაზიანდა. აღინიშნა, რომ დანარჩენმა ორმა სატვირთო მანქანამ „გაქცევა მოახერხა“.

რუსეთის ხელისუფლებას გაეროს ბრალდებებზე ჯერ არ უპასუხია.

ეს ბრალდება მას შემდეგ გაკეთდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს დილით განაცხადა, რომ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ხარკოვზე ღამის განმავლობაში განხორციელებული რუსული საჰაერო თავდასხმების შედეგად 57 ადამიანი დაშავდა და თავდასხმა „აბსოლუტურად ტერორისტულ, ცინიკურ თავდასხმად“ შეაფასა.

ზელენსკიმ პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები მოითხოვა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რუსეთს „რეალური მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა“ აიძულოს. „მხოლოდ ძალის გზით მიღწეულმა მშვიდობამ შეიძლება შედეგი გამოიღოს“, - თქვა მან.

უკრაინის საჰაერო ძალებმა დილით Telegram-ზე გაკეთებულ განცხადებაში აღნისნა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამის განმავლობაში რუსეთის მიერ გაშვებული 96 უპილოტო საფრენი აპარატიდან 69 ჩამოაგდეს. მოსკოვას ამ ბრალდებაზე ჯერ არ უპასუხია.

მოსკოვი და კიევი ბოლო კვირების განმავლობაში ხშირად ადანაშაულებენ ერთმანეთს მოახლოებული ზამთრის წინ ენერგეტიკული ობიექტების მიზანში ამოღებაში.

აღმოაჩინეთ
თურქეთმა ინტერპოლისგან ნეთანიაჰუს მიმართ „წითელი ცირკულარის“ გამოცემა მოითხოვა
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთი სირიის აღდგენაში „საკვანძო პარტნიორია“
საფრანგეთის სამხრეთში ძლიერმა შტორმმა ცხოვრების ჩვეული რიტმი შეაფერხა
ირანის გენერალური შტაბის უფროსი: „მტრის ახალ მუქარებს გამანადგურებელ პასუხს გავცემთ“
სიკვდილით დასაჯეს პატიმარი, რომელმაც სათამაშო დარბაზის გადაწვით 5 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია
ნიგერიაში ნავის ჩაძირვის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა
გუტერეშმა მკაცრად დაგმო რუსეთის თავდასხმები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე
რუსეთი ამბობს, რომ თეირანის წინააღმდეგ წარმოებულ ომში აშშ „აგრესორი“ მხარეა
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი ეგვიპტელ და საუდის არაბეთის კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
იალონი ნეთანიაჰუს თურქეთთან დაძაბულობის ესკალაციაში ადანაშაულებს
სომხეთის მთავრობის ახალ 5-წლიან პროგრამაში ანკარასა და ბაქოსთან ურთიერთობების ნორმალიზება აისახა
100 წელს გადაცილებული ადამიანების იმუნურ სისტემაში კიბოსთან მებრძოლი უჯრედების რაოდენობა იზრდება
ისრაელმა, 2 წელზე მეტი ხნის უარყოფის შემდეგ, 5 წლის ჰინდ რაჯაბის მკვლელობა აღიარა
ისრაელის მიერ ღაზაში პოლიციის საგუშაგოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა