ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
თურქეთმა განაცხადა, რომ ღაზა გლობალური გენოციდების პრევენციის კუთხით „გაფრთხილებას“ წარმოადგენს
ანკარის წარმომადგენელმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა ღაზაში მომხდარი „მძიმე დარღვევების“ გამო პასუხისგებისკენ და ხაზი გაუსვა, რომ მძიმე სისასტიკე კვლავ გრძელდება.
თურქეთმა განაცხადა, რომ ღაზა გლობალური გენოციდების პრევენციის კუთხით „გაფრთხილებას“ წარმოადგენს
თურქეთმა განაცხადა, რომ ღაზა გლობალური გენოციდების პრევენციის კუთხით „გაფრთხილებას“ წარმოადგენს / AA

თურქეთის მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა გაეროში, გულშაჰ ჯუმურჯუ ქადერმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მოწმეა „მძიმე სისასტიკისა, რომელიც შესაძლოა გენოციდს უტოლდებოდეს“; მან აღნიშნა, რომ ღაზაში არსებული ვითარება არის მწარე შეხსენება და გაფრთხილება იმისა, რომ ამგვარი მძიმე საერთაშორისო დანაშაულების განმეორების თავიდან აცილება გადაუდებელი საჭიროებაა.

„მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის შემდეგ დადებული პირობა „აღარასოდეს“ საერთო სინდისში დამკვიდრდა, საერთაშორისო საზოგადოება დღესაც აგრძელებს ისეთი მძიმე სისასტიკის ყურებას, რომელიც შესაძლოა გენოციდს უტოლდებოდეს,“ - განაცხადა -ქადერმა.

ეს განცხადებები ქადერმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამართულ სხდომაზე გააკეთა, რომელიც გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისა და ღირსების საერთაშორისო დღის მე-10 წლისთავს ეძღვნებოდა.

ქადერმა აღნიშნა, რომ ღაზა „მწარე შეხსენებისა და გაფრთხილების“ ფუნქციას ასრულებს და ხაზი გაუსვა, რომ „წარსულის ტრაგიკულმა გაკვეთილებმა უნდა წარმართოს დღევანდელი ძალისხმევა“.

მან ასევე აღნიშნა, რომ საფუძვლად უნდა იქნას აღებული საერთაშორისო სამართლის სახელმძღვანელო როლი და ხაზი გაუსვა, რომ თავი უნდა შევიკავოთ ტერმინ „გენოციდის“, როგორც ვიწრო სამართლებრივი ცნების, შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებისგან ისეთი ფორმით, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალსა და უფლებამოსილი სასამართლოების გადაწყვეტილებებს.

თურქმა წარმომადგენელმა მოუწოდა სახელმწიფოებს, თავი შეიკავონ ამ ტერმინის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებისგან და გააფრთხილა მსოფლიოში ისეთი ტენდენციების ზრდის შესახებ, როგორიცაა „რასიზმი, ქსენოფობია, ისლამოფობია, დისკრიმინაცია და სხვების მიმართ უბრალო შეუწყნარებლობა“.

„არ უნდა არსებობდეს დაუსჯელობა საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევებისთვის, როგორიც ღაზაში ვიხილეთ,“ - განაცხადა ქადერმა და დასძინა, რომ პასუხისგება გადამწყვეტ როლს თამაშობს ასეთი სიტუაციების პრევენციაში.

ქადერმა ასევე მიუთითა „ადრეული გაფრთხილების სიგნალების“ მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა, რომ გაეროს სისტემაში უფრო ძლიერი კოორდინაცია აუცილებელია პირობის „აღარასოდეს“ შესასრულებლად.

აღმოაჩინეთ
TRT-ის გენერალურმა დირექტორმა სობაჯიმ „TRT World ფორუმ 2026-ზე“ სიტყვით მიმართა დამსწრეებს
საგარეო საქმეთა მინისტრმა ფიდანმა „მექის თავდაცვის ალიანსი“ შეაფასა
TRT World ფორუმი დაიწყო: გლობალური სისტემის მომავალი სტამბოლში განიხილება
თურქეთის თავდაცვისა და საავიაციო მრეწველობამ საექსპორტო წარმატება გაამყარა
რუბიომ უარყო მტკიცება, რომ პოსტს დატოვებას და თეთრი სახლისთვის კანდიდატურის წამოყენებას გეგმავს
ოთხი ქვეყნის დაგმობა ჰუსიტების მხრიდან სარაკეტო თავდასხმის მცდელობის გამო
ისრაელის პრეზიდენტის თქმით, ტრამპის მიერ დახმარების შეწყვეტის შემდეგ „თავზარდაცემული დარჩა"
აშშ-მა კუბის არმიისა და ენერგომომარაგების ქსელების წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა
საფრანგეთში ბოლო წლების ყველაზე დიდი აქცია: ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა
ნატო-უკრაინის საბჭო ბრიუსელში საგანგებოდ შეიკრიბა
პრეზიდენტი ერდოღანი: „8 ნოემბერს აზერბაიჯანში ვიზიტს ვგეგმავ“
საბერძნეთში მოსწავლეები, სტუდენტები და მასწავლებლები კვლავ ქუჩაში გამოვიდნენ
საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვის წინ მთავრობა მზადყოფნაშია
ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან, კუშნერთან და უიტკოფთან, სატელეფონო საუბარი გამართა
მინისტრი ჩიფჩი: „იტალიასთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ვგეგმავთ“