თურქეთი: ისრაელის კანონი პალესტინელებისთვის სიკვდილით დასჯის შესახებ „უკანონოა“

ანკარამ აღნიშნული კანონი „პოლიტიკური სიკვდილით დასჯის“ გაგრძელებად შეაფასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას სასწრაფო მოქმედებისკენ მოუწოდა.

By
თურქეთი: ისრაელის კანონი პალესტინელებისთვის სიკვდილით დასჯის შესახებ „უკანონოა“ / AA

თურქეთმა დაგმო ისრაელის პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი სიკვდილით დასჯის შესახებ, რომელიც მხოლოდ პალესტინელების მიმართ იქნება გამოყენებული.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს რეგულაცია მიზნად ისახავს „ოკუპანტი ძალის, ისრაელის მიერ პალესტინელების მიმართ აპართეიდის რეჟიმის კიდევ უფრო დამძიმებას“.

სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს კანონი არის „პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ გატარებული უარყოფის, განადგურებისა და პოლიტიკური სიკვდილით დასჯის პოლიტიკის ახალი გამოვლინება“, ასევე უკანონო და იურიდიული ძალის არმქონეა (ბათილია).

სამინისტრომ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის გაეროს, რეაგირება მოახდინონ ისრაელის ხსენებულ „რასისტულ და უკანონო ნაბიჯებზე“.

ისრაელის გაზეთ Yedioth Ahronoth-ის ცნობით, კანონპროექტი მეორე და მესამე მოსმენით მიიღეს 62 ხმით 47-ის წინააღმდეგ, ერთი თავშეკავებით.

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კანონის მხარდასაჭერად მისცა ხმა.

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა კმაყოფილება გამოხატა და კანონის მიღებას „ისტორიული დღე“ უწოდა.