ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 2 წუთი
პრეზიდენტი ერდოღანი: თურქეთი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ენერგეტიკულ ცენტრად ვაქციეთ
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა ისეთი პერიოდია, როდესაც ენერგომომარაგების უსაფრთხოება ყველა სფეროში ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და განაცხადა: „თურქეთმა ენერგეტიკაში პარადიგმა შეცვალა 10 წელში ენერგეტიკის სფეროში ძალიან დიდი ინვესტიციები განვახორციელეთ“.
პრეზიდენტი ერდოღანი: თურქეთი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ენერგეტიკულ ცენტრად ვაქციეთ
სტამბოლის ბუნებრივი რესურსების მე-2 სამიტი

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ერდოღანი ლუთფი ქირდარის კონგრეს-ცენტრში, სტამბოლის ბუნებრივი რესურსების მე-2 სამიტზე სიტყვით გამოსვიდა.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ ახლა ისეთი პერიოდია, როდესაც ენერგომომარაგების უსაფრთხოება ყველა სფეროში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა და განაცხადა: „თურქეთი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ცენტრად ვაქციეთ. თურქეთმა ენერგეტიკაში პარადიგმა შეცვალა. 10 წელიწადში ენერგეტიკის სფეროში ძალიან დიდი ინვესტიციები განვახორციელეთ“.

„თურქეთი მშვიდობის საკვანძო აქტორი გახდა“

ჩვენ გავდივართ პროცესს, რომელშიც ენერგომომარაგების უსაფრთხოება ყველა სფეროში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ნავთობი და ბუნებრივი აირი კვლავ რჩება სტრატეგიულ რესურსებად. მათი მოპოვება სახელმწიფოებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, დღის წესრიგში დამდგარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ენერგომომარაგება იყო. 28 თებერვალს ირანის წინააღმდეგ დაწყებული თავდასხმების დროსაც დღის წესრიგში ენერგოვაჭრობა იდგა. არა მხოლოდ ფასები გაიზარდა კატასტროფულად, არამედ ენერგომომარაგებასთან დაკავშირებითაც სერიოზული სირთულეები წარმოიშვა. ენერგორესურსები კვლავ ახდენს გავლენას ყოველდღიურ ცხოვრებაზე, წარმოებაზე, ტურიზმსა და ეკონომიკაზე. თურქეთი არის ყველაზე ძლიერი ხიდი და გზაჯვარედინი მდიდარი ენერგორესურსების მქონე ქვეყნებს შორის. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა თურქეთის ეს თვისება განამტკიცა. მიუხედავად ყველა პროვოკაციისა, ჩვენი ქვეყანა კეთილგონივრული პოლიტიკით ომის მიღმა დარჩა, უპირატესობა დიპლომატიასა და დიალოგს მიანიჭა და მშვიდობის საკვანძო აქტორი გახდა.

„თურქეთმა ენერგეტიკაში პარადიგმა შეცვალა“

ბუნებრივ აირს 5 მილსადენით ვიღებთ: 2 რუსეთიდან, 2 აზერბაიჯანიდან და 1 ირანიდან. თურქეთი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ცენტრად ვაქციეთ. თურქეთმა ენერგეტიკაში პარადიგმა შეცვალა. 10 წელიწადში ენერგეტიკის სფეროში ძალიან დიდი ინვესტიციები განვახორციელეთ. საქარიის გაზის საბადოზე ჩვენმა ყოველდღიურმა წარმოებამ დღეს 9,5 მილიონ კუბურ მეტრს მიაღწია. ისტორია არა მხოლოდ შავ ზღვაში, არამედ გაბარშიც დავწერეთ. ჩვენი შიდა ნავთობპროდუქციის 44% გაბარზე მოდის. შირნაქში ნავთობის აღმოჩენა რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე დიდია. რეგიონები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ტერორიზმთან ასოცირდებოდა, ახლა ინვესტიციებითა და დასაქმებით მოიხსენიება. ადგილებში, რომლებიც წლების განმავლობაში გამოუყენებელი იყო, ტურიზმი იზრდება, სოფლის მეურნეობა ვითარდება და ჩვენს მეწარმეებს სახეზე ღიმილი აქვთ. დიარბაქირში 4 საბადო დადგინდა. მომდევნო 3 წლის განმავლობაში კიდევ 24 ჭაბურღილზე ვგეგმავთ მუშაობას, გარდა ამისა, სხვა მზადებაც გვაქვს.

თურქეთი გლობალურ ენერგოდიპლომატიაში ლიდერია. თუ კლიმატური და ამინდის პირობები ხელს შეუწყობს, სომალიში ბურღვა 6-9 თვეში დასრულდება. როგორც თავდაცვის მრეწველობაში, ისე ენერგეტიკაშიც სრული დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნის უმაღლესი მიზანია.

აღმოაჩინეთ
ერდოღანმა ნატოს ფარგლებში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე არსებული შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდა
მიცოტაკისის გზავნილი ანკარიდან: „ურთიერთობების განვითარება“
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი იერიშები წამოიწყო
პრეზიდენტი ერდოღანი: სამიტიდან ძლიერ შედეგს მივიღებთ
ნატოს ორდღიანი სამიტის დაწყებისას, პრეზიდენტმა ერდოღანმა ანკარაში ტრამპს უმასპინძლა
მსოფლიოს ყურადღება ანკარისკენაა მიპყრობილი
ნატოს ანკარის სამიტი თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმით დაიწყო
მინისტრი ფიდანი: თურქეთი ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთი ცენტრალური აქტორია
რუტემ ერდოღანს ნატოს სამიტისთვის „შესანიშნავი“ ადგილის გამო მადლობა გადაუხადა
ფიდანი: ერდოღან-ტრამპის კარგმა ურთიერთობამ შესაძლოა ნატოს შიგნით არსებული დაძაბულობა შეამციროს
პრეზიდენტი ერდოღანი ნატოს სამიტზე მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლებს
ჩინეთმა სტრატეგიული წყალქვეშა რაკეტის გამოცდა „წარმატებით“ ჩაატარა
აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ანკარის პროგრამა ცნობილი გახდა
პრეზიდენტი ერდოღანი კანადის პრემიერ-მინისტრ კარნის ტელეფონით ესაუბრა
ჰაქან ფიდანი: ისრაელი შელახული იმიჯის გამოსასწორებლად ახალ მტერს ეძებს