ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
ტრამპმა ICE-ის მიერ ქალის მკვლელობას თავდაცვა უწოდა
მინეაპოლისში ICE-ის ოპერაციის დროს ქალის მკვლელობის შემდეგ, ფედერალურმა და ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეს
ტრამპმა ICE-ის მიერ ქალის მკვლელობას თავდაცვა უწოდა
ტრამპმა ICE-ის მიერ ქალის მკვლელობას თავდაცვა უწოდა / Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მინეაპოლისში საემიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტის მიერ ქალის მკვლელობა აუცილებელ მოგერიებას ჰგავდა, თუმცა ადგილობრივმა და შტატის ოფიციალურმა პირებმა ეს განცხადება უარყვეს და გამოძიების ჩატარება მოითხოვეს.

ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ ავტომობილის მძღოლმა ქალმა „ICE-ის თანამშრომელს ძალადობრივად, განზრახ და სასტიკად გადაუარა“ და აგენტმა, როგორც ჩანს, „თავის დასაცავად ისროლა“.

ფედეარალური ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, შემთხვევა ოთხშაბათს, საზედამხედველო ოპერაციის დროს მოხდა.

შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 37 წლის ქალი ავტომობილის ოფიცრებისთვის დაჯახებას შეეცადა, რის შემდეგაც აგენტმა ცეცხლი გახსნა.

შიდა უსაფრთხოების მინისტრმა კრისტი ნოემმა აღნიშნა, რომ ICE-ის აგენტმა „სწრაფად და თავდაცვის მიზნით იმოქმედა“, რის შედეგადაც ქალი დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა.

თუმცა, მინეაპოლისის მერმა ჯეიკობ ფრეიმ ეს ვერსია უარყო. მან განაცხადა, რომ პირადად შეისწავლა შემთხვევის ვიდეოჩანაწერები და მიიჩნევს, რომ ცეცხლის გახსნა გამართლებული არ იყო.

ფრეიმ ძალის გამოყენებას „თავზეხელაღებული“ უწოდა და მოითხოვა, რომ ფედერალურმა საემიგრაციო აგენტებმა ქალაქი დატოვონ.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ ICE-მა დაუყოვნებლივ დატოვოს ქალაქი. ჩვენ ვდგავართ ჩვენი იმიგრანტებისა და ლტოლვილების გვერდით,“ — განაცხადა ფრეიმ.

მინესოტას გუბერნატორმა ტიმ ვოლზმაც გაიზიარა მერის შეშფოთება და მოსახლეობა შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის „პროპაგანდისტული მანქანის“ შესახებ გააფრთხილა.

ვოლზმა აღნიშნა, რომ შტატი „სრულყოფილ, სამართლიან და სწრაფ გამოძიებას“ ჩაატარებს.

გუბერნატორმა ასევე დასძინა, რომ გასცა ბრძანება მინესოტას ეროვნული გვარდიის მზადყოფნაში მოყვანის შესახებ, რათა საჭიროების შემთხვევაში ისინი შტატის ტერიტორიაზე განლაგდნენ.


აღმოაჩინეთ
თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა აზერბაიჯანში შეხვედრები გამართა
თურქეთის ელექტროენერგიის დადგმული სიმძლავრე 125 598 მეგავატამდე გაიზარდა
საბერძნეთის სასამართლომ ოთხი წარმომადგენელი სასულიერო პირების წინააღმდეგ პროტესტის გამო დასაჯა
შუამავლების განცხადებით, აშშ-მა და ირანმა შვეიცარიაში მაღალი დონის მოლაპარაკებები დაასრულეს
ნატოს საპარლამენტო სამიტი სტამბოლში გაიმართება
იტალიაში ანომალიური სიცხის გამო 8 ქალაქში „წითელი“ განგაში გამოცხადდა
მინისტრმა ფიდანმა კაიროში შეხვედრები გამართა
შვეიცარია 2 დღეში აშშ-ირანის მოლაპარაკებებს უმასპინძლებს
პრეზიდენტმა ერდოღანმა სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ვონგი მიიღო
თურქეთი პარაივაისთან მარცხით მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა
ჯანმო: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემიასთან დაკავშირებით მდგომარეობა კვლავ სერიოზულია
ანგარიში: საბერძნეთში 2025 წელს შობადობის მაჩვენებელი შემცირდა
თურქეთსა და ყირგიზეთს შორის ურბანული დაგეგმარების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
თურქული ნიავი ლოს-ანჯელესის გულში: Turkish Vibe Zone-მა კარები გააღო
„თურქეთი წვლილს შეიტანს მუდმივი მშვიდობის დამყარებაში“