ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ „მესამე სამყაროს ქვეყნებიდან მიგრაციას სამუდამოდ შეაჩერებს"
აშშ-ის პრეზიდენტმა „ბაიდენის მიერ მილიონობით უკანონო მიღების“ შეწყვეტის პირობა დადო.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ „მესამე სამყაროს ქვეყნებიდან მიგრაციას სამუდამოდ შეაჩერებს"
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ „მესამე სამყაროს ქვეყნებიდან მიგრაციას სამუდამოდ შეაჩერებს" / AP

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს ახალი საიმიგრაციო ხედვის წარდგენისას გამოაცხადა, რომ „მესამე სამყაროს ქვეყნებად“ წოდებული ადგილებიდან მიგრაცია სამუდამოდ შეჩერდება.

ტრამპს არ დაუსახელებია კონკრეტული ქვეყნები, რომლებიც იგულისხმა და არ გაუკეთებია განმარტება, თუ რას გულისხმობდა ფრაზებში „მესამე სამყაროს ქვეყნები“ და „მუდმივი შეჩერება“.

პლატფორმა Truth Social-ზე ტრამპმა დაწერა: „მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიურად წინ წავიწიეთ, საიმიგრაციო პოლიტიკამ ეს მიღწევები და მრავალი ადამიანის ცხოვრების პირობები დააზიანა. მე სამუდამოდ შევაჩერებ მიგრაციას მესამე სამყაროს ყველა ქვეყნიდან, რათა აშშ-ის სისტემა სრულად აღდგეს“.

ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ გააუქმებს ბაიდენის წინა ადმინისტრაციის დროს ამოქმედებულ ბევრ საიმიგრაციო პოლიტიკას.

პრეზიდენტმა განაცხადა: „მე დავასრულებ ბაიდენის ეპოქის მილიონობით უკანონო მიღებას, მათ შორის იმათ, ვინც „მძინარე ჯო ბაიდენის“ Autopen-ით იქნა ხელმოწერილი და ქვეყნიდან გავაძევებ ყველას, ვისაც შეერთებული შტატებისთვის წვლილი არ შეაქვს ან ვინც ვერ შეძლო ჩვენი ქვეყნის შეყვარება“.

ტრამპის ეს განცხადება მოჰყვა ერთი დღის შემდეგ იმ ფაქტს, როდესაც ოთხშაბათს თეთრი სახლის სიახლოვეს მომხდარი თავდასხმის ეჭვმიტანილად, რომელსაც ეროვნული გვარდიის ერთი ჯარისკაცი ემსხვერპლა და მეორე კი დაშავდა, ავღანეთის მოქალაქე რაჰმანულა ლაკანვალი იქნა იდენტიფიცირებული.

ინციდენტის შემდეგ აშშ-მა გამოაცხადა, რომ ავღანეთის მოქალაქეებთან დაკავშირებულ ყველა საიმიგრაციო პროცედურას აჩერებს.

ტრამპმა თქვა, რომ შეწყვეტს ყველა ფედერალურ დახმარებასა და სუბსიდიას იმ პირებისთვის, ვინც აშშ-ის მოქალაქე არაა; გააუქმებს იმ მიგრანტების მოქალაქეობას, რომლებიც არღვევენ შიდა მშვიდობას და გააძევებს ნებისმიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზოგადოებას ტვირთად აწევს, უსაფრთხოების რისკს წარმოადგენს ან არ არის თავსებადი დასავლურ ცივილიზაციასთან.

ტრამპმა თავისი სტრატეგია წარმოადგინა როგორც ნაწილი უფრო ფართო ძალისხმევისა, რომელსაც მან „უკუმიგრაცია“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელია ეროვნული სტაბილურობის აღსადგენად:

„ეს მიზნები განხორციელდება იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს უკანონო და სიმშვიდის დამრღვევი მოსახლეობა, მათ შორის ისინიც, ვინც მიღებულ იქნა არაუფლებამოსილი და უკანონო Autopen-ის დამტკიცების პროცესით. ერთადერთი რამ, რასაც ამ სიტუაციის სრულად გამოსწორება შეუძლია, უკუმიგრაციაა“, - განაცხადა მან.

პრეზიდენტმა თავისი განცხადება სადღესასწაულო გზავნილს დაუკავშირა და გააფრთხილა ისინი, ვისაც ამერიკული ღირებულებების ძირის გამოთხრაში ადანაშაულებს. თავის პოსტში მან დაწერა: „გარდა ამისა, გილოცავთ მადლიერების დღეს ყველას, იმათ გარდა, ვისაც სძულს ყველაფერი, რასაც ამერიკა წარმოადგენს, ვინც იპარავს, კლავს და ანადგურებს — თქვენ აქ დიდხანს ვეღარ დარჩებით!“

აღმოაჩინეთ
FETÖ-ს საბოტაჟები თავდაცვის მრეწველობაში და კრიტიკული პროექტები
პრეზიდენტ ერდოღანის სტატია სათაურით „15 ივლისი: თურქეთის საუკუნის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“
15 ივლისის ღამეს მომხდარი მოვლენები
პრეზიდენტმა ერდოღანმა პაკისტანის თავდაცვისა და სახმელეთო ჯარების სარდალი მუნირი მიიღო
მინისტრი ფიდანი უკრაინის საკითხზე გამართულ მოხალისეთა კოალიციის ლიდერთა სამიტს დაესწრო
ლინდსი გრემის ადგილზე აშშ-ის სენატში მისი და დაინიშნა
პრეზიდენტი ერდოღანი კატარში გაემგზავრება
აშშ-ის თავდასხმები ირანზე გუშინ ღამეც გაგრძელდა
„რა არის ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია (FETÖ)?“
15 ივლისის წარუმატებელი გადატრიალებისას გამოვლენილი Bylock-ის იერარქია
MİT-მა ტერორისტული ორგანიზაცია DEAŞ-ის ერთ-ერთი ე.წ. ხელმძღვანელი თალიფ გიულერი დააკავა
ვენესუელაში 24 ივნისს მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4 490-მდე გაიზარდა
ირანმა რეგიონის მასშტაბით „მტრის ბაზების“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სთავდასხმები განახორციელა
ტრამპი: თეირანის თავდასხმის შემთხვევაში, აშშ ირანს „გაანადგურებს“
რუსეთი: უკრაინას კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების სურვილი არ აქვს