ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 1 წუთი
აშშ-მა ირანის მახლობლად ავიამზიდი განათავსა; ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს „საუბარი სურს“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა რეგიონში ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი გაგზავნა, თეირანი აშშ-ს არაერთხელ დაუკავშირდა.
აშშ-მა ირანის მახლობლად ავიამზიდი განათავსა; ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს „საუბარი სურს“
აშშ-მა ირანის მახლობლად ავიამზიდი განათავსა / AP

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში დამატებითი სამხედრო ძალები, მათ შორის ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი განათავსა, ირანი ვაშინგტონთან შეთანხმების მიღწევას ცდილობს.

ორშაბათს, Axios-თან ინტერვიუში საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანთან დაკავშირებული სიტუაცია „იცვლება“ და დასძინა, რომ ირანის მახლობლად „დიდი ფლოტი“ ჩავიდა.

ტრამპმა თქვა: „მათ შეთანხმების დადება სურთ. მე ეს ვიცი. ბევრჯერ დარეკეს. საუბარი უნდათ“.

აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ის დამრტყმელი ჯგუფის განთავსებით რეგიონში საკუთარი პოზიციები გააძლიერა.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (US Central Command) ასევე განაცხადა, რომ Nimitz-ის კლასის ავიამზიდი რეგიონში „რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად“ გაიგზავნა.

ირანი შეძრა 28 დეკემბერს თეირანის „დიდ ბაზარში“ დაწყებულმა პროტესტებმა, რაც გამოწვეული იყო რიალის მკვეთრი გაუფასურებითა და ეკონომიკური პირობების გაუარესებით.

მოგვიანებით დემონსტრაციები კიდევ რამდენიმე ქალაქს მოედო.

ტრამპმა არაერთხელ გააჟღერა მუქარა, რომ მომიტინგეების მკვლელობის შემთხვევაში ირანი „მკაცრ დარტყმას“ მიიღებდა, თუმცა მოგვიანებით მან რიტორიკა შეარბილა და განაცხადა, რომ თეირანმა ასობით დაგეგმილი სიკვდილით დასჯა გააუქმა.

ირანელი მაღალჩინოსნები აშშ-სა და ისრაელს „შეიარაღებული ამბოხებულების“ მხარდაჭერაში ადანაშაულებენ და აფრთხილებენ, რომ აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ თავდასხმაზე ირანი „სწრაფ და ყოვლისმომცველ“ პასუხს გასცემს.

ივნისში ისრაელმა, აშშ-ის მხარდაჭერით, ირანის წინააღმდეგ 12-დღიანი ომი წამოიწყო. თეირანმა ამ თავდასხმებს საპასუხო დრონებისა და რაკეტების დარტყმებით უპასუხა. მოგვიანებით ვაშინგტონმა ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.

აღმოაჩინეთ
ნატოს საპარლამენტო სამიტი სტამბოლში გაიმართება
იტალიაში ანომალიური სიცხის გამო 8 ქალაქში „წითელი“ განგაში გამოცხადდა
მინისტრმა ფიდანმა კაიროში შეხვედრები გამართა
შვეიცარია 2 დღეში აშშ-ირანის მოლაპარაკებებს უმასპინძლებს
პრეზიდენტმა ერდოღანმა სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ვონგი მიიღო
თურქეთი პარაივაისთან მარცხით მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა
ჯანმო: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემიასთან დაკავშირებით მდგომარეობა კვლავ სერიოზულია
ანგარიში: საბერძნეთში 2025 წელს შობადობის მაჩვენებელი შემცირდა
თურქეთსა და ყირგიზეთს შორის ურბანული დაგეგმარების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
თურქული ნიავი ლოს-ანჯელესის გულში: Turkish Vibe Zone-მა კარები გააღო
„თურქეთი წვლილს შეიტანს მუდმივი მშვიდობის დამყარებაში“
სოციალური მედიის ჭარბი მოხმარება ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისის მთავარი მიზეზია
თურქულმა და ესპანურმა თავდაცვის ინდუსტრიებმა შეთანხმებები გააფორმეს
მინისტრ ფიდანის განცხადება ნატოს სამიტზე: თურქეთი რომ არა, ტრამპი არ ჩამოვიდოდა
საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ყაზანში ვლადიმერ პუტინს შეხვდა