ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 1 წუთი
TEKNOFEST-ი სტამბოლში იწყება
TEKNOFEST-ი, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საავიაციო, კოსმოსური და ტექნოლოგიური ღონისძიებაა, რომელიც ასობით ათას ვიზიტორს მასპინძლობს.
TEKNOFEST-ი სტამბოლში იწყება
/ AA

თურქეთის წამყვანმა ტექნოლოგიურმა ღონისძიებამ TEKNOFEST-მა ოთხშაბათს სტამბოლში გაუღო კარი ვიზიტორებს.

ხუთდღიანი ღონისძიება, რომელიც სტამბოლის ათათურქის აეროპორტში ტარდება, ორგანიზებულია თურქეთის ტექნოლოგიური გუნდის (T3) ფონდისა და თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მიერ.

TEKNOFEST-ი 2018 წლიდან ტარდება ათობით საჯარო დაწესებულების, კერძო სექტორის პარტნიორისა და უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

TEKNOFEST-ი, რომელიც ყოველწლიურად განახლებული კონკურსის კატეგორიებით იპყრობს ყურადღებას, წელს 58 ძირითად ღონისძიებას და 137 ქვეპროგრამას მოიცავს.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ღონისძიებაზე ჩამოსული მონაწილეები ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით მნიშვნელოვან წინსვლას აღწევენ ტექნოლოგიების განვითარების სფეროში.

ტექნოლოგია, მღელვარება და ფრენა

TEKNOFEST-ი, რომელიც არა მხოლოდ ტექნოლოგიურ შეჯიბრებებს, არამედ შთამბეჭდავ ღონისძიებებს მასპინძლობს, კვირის ბოლომდე მიიღებს ვიზიტორებს.

ფესტივალზე გაიმართება საჰაერო შოუები, სხვადასხვა გამოფენები და სემინარები, შთამბეჭდავი სიმულაციური ზონები, პლანეტარიუმი, სავაჭრო ბაზრობის ღონისძიებები და სპეციალური სტუდენტური ფრენის ღონისძიებები. ყველა ეს ღონისძიება აერთიანებს ტექნოლოგიასა და მღელვარებას.

ღონისძიება, როგორც სტამბოლში ასევე თურქეთის სხვადასხვა ქალაქშიც ტარდება.

ფესტივალი დღემდე ორ უცხო ქვეყანაშიც ჩატარდა: აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში.

ლურჯი სამშობლო, TEKNOFEST-ის საზღვაო ვერსია, გასულ თვეში სტამბოლში გაიმართა.

გასულ წელს თურქეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ადანაში ჩატარებულ TEKNOFEST-ს დაახლოებით 1,1 მილიონი ვიზიტორი ეწვია.

TEKNOFEST-ს დღემდე ჯამში დაახლოებით 11 მილიონი ადამიანი ეწვია.

აღმოაჩინეთ
რუსეთი: უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად კრასნოდარის ოლქში 2 ადამიანი დაიღუპა
ფიდანმა ტრიპოლიში თურქეთის შეიარაღებული ძალების ლიბიის ოპერატიული ჯგუფის სარდლობა მოინახულა
თურქეთმა მკაცრად დაგმო კოლუმბიის მცდელობა გოლანის მაღლობების ოკუპაციის ლეგიტიმაციის შესახებ
ლიბანის პარლამენტმა ქვეყანაში სიკვდილით დასჯის გაუქმება დაამტკიცა
ირანის პარლამენტი ამზადებს კანონპროექტს ჰორმუზის სრუტის შესახებ
ჰუსიტების თავდასხმებს სავაჭრო გემსა და სამაშველო ჯგუფებზე 7 ადამიანი ემსხვერპლა
ირან-აშშ-ის მოლაპარაკებების შუამავალი, პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი ნაკვი თეირანში ჩავიდა
სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადს, მის ძმას მაჰერ ასადს და ბიძაშვილ ნაჯიბს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
აბასი თურქეთს ეწვევა
მინისტრი ფიდანი ლიბიას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
პრეზიდენტმა ერდოღანმა ავსტრიის კანცლერ შტოკერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
კოლუმბიაში 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა: 132 ადამიანი დაიღუპა
ისრაელელი მაღალჩინოსნის განცხადება: „მექას შეთანხმება ისრაელის წინააღმდეგ არის მიმართული“
რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა; ზაპოროჟიეში 5 ადამიანი დაიღუპა
თურქეთმა კოლუმბიას სამძიმარი გამოუცხადა