ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 3 წუთი
მსოფლიოს ყურადღება პაპის არჩევნების მეორე დღეს სიქსტეს კაპელის საკვამურისკენ იყო მიპყრობილი
ოთხშაბათს, პაპის სასახლის კაპელის საკვამურიდან ამოსულმა შავმა კვამლმა მიანიშნა, რომ ახალი პაპი არჩეული არ იყო. გამორჩეული პაპობის კანდიდატის არარსებობის გამო, მომდევნო დღეები კვლავ ბუნდოვანი რჩება.
მსოფლიოს ყურადღება პაპის არჩევნების მეორე დღეს სიქსტეს კაპელის საკვამურისკენ იყო მიპყრობილი
Black smoke has streamed from the Sistine Chapel, signaling no agreement yet among the 133 cardinal electors on the next pope / AP
8 მაისი 2025

კათოლიკური სამყარო დიდი მღელვარებით ელოდა, რადგან ახალი პაპის არჩევაზე პასუხისმგებელი კარდინალთა ჯგუფი ვატიკანის სიქსტეს კაპელის მძიმე კარებს მიღმა მეორე დღის კენჭისყრისთვის შესაკრებად ემზადებოდა.

ოთხშაბათს საღამოს, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ხალხის თავზე ამოსულმა შავმა კვამლმა აჩვენა, რომ კონკლავის (პაპის არჩევნების) პირველ კენჭისყრაზე გარდაცვლილი პაპი ფრანცისკეს მემკვიდრის დასადგენად საჭირო ხმების ორი მესამედი ვერ შეგროვდა.

133-მა "ეკლესიის პრინცმა" ღამე სანტა მარტას სასტუმროში გაათია და ხუთშაბათს, დილით ადრე, სპეციალური მესის შემდეგ, კენჭისყრის მეორე დღეს დაიწყებს.

თუ დილის პირველ ფარულ კენჭისყრაზე გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდება, მეორე კენჭისყრა ჩატარდება. თუ კვლავ ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, შუადღის შემდეგ კიდევ ორი კენჭისყრა გაიმართება.

კარდინალები დახურულ კარს მიღმა დარჩებიან მანამ, სანამ მსოფლიოს 1,4 მილიარდი კათოლიკეს სულიერი ლიდერის, 267-ე პაპის ასარჩევად აშკარა უმრავლესობა არ მიიღწევა. კარდინალებს ფიცი აქვთ დადებული, არ ისაუბრონ ამ საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებულ პროცესზე, და ამ ფიცის დარღვევის სასჯელი განკვეთაა.

'შავი კვამლი'

ყურადღების გაფანტვისა და ინფორმაციის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად ჩაკეტილი კარდინალებისთვის კენჭისყრის შედეგების გადმოცემის ერთადერთი მეთოდი ბიულეტენების გარკვეულ ქიმიკატებთან ერთად დაწვა და კონკრეტული ფერის კვამლის გამოშვებაა. კვამლი შავია, როდესაც გადაწყვეტილება მიღებული არ არის, და თეთრი, როდესაც ახალი პაპი არჩეულია.

წინა ორი პაპის არჩევნები, რომლებიც შესაბამისად 2005 და 2013 წლებში ჩატარდა, ორ-ორი დღე გაგრძელდა, თუმცა გასულ საუკუნეში ზოგიერთი არჩევნები ხუთ დღემდეც გაგრძელებულა. ყველაზე ხანგრძლივი არჩევნები კი 1268 წლის ნოემბრიდან 1271 წლის სექტემბრამდე გაიმართა; თითქმის სამი წელი.

კვამლის გამოჩენამდე წმინდა პეტრეს მოედანზე მომლოცველები, ტურისტები და ცნობისმოყვარე რომაელები, ათიათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. სანამ ქალაქის მონუმენტები თბილი მწუხრის შუქით იყო მოსილი, კვამლის სიგნალის თეთრად არქცევამ იმედგაცრუება გამოიწვია.

თუმცა, ხალხის განწყობა არ გაფუჭებულა.

მსგავსიTRT Global - I glimpsed him once: A man in white who carried the world's ache

ტეხასელმა 37 წლის ჯეიმს კლაინეკმა თქვა: "არ ვდარდობ, რომ კვამლი შავია, ეს აჩვენებს, რომ სულიწმინდა მოქმედებს. მალე სხვა კენჭისყრებიც იქნება, ჩვენს პაპს ვიპოვით."

კანადიდან პაპის არჩევნებისთვის ვატიკანში ჩასულმა 50 წლის ბარბარა მეისონმა კი განაცხადა, რომ სურს იხილოს პაპი, რომელიც ფრანცისკეს პროგრესულ ნაბიჯებს გააგრძელებს. მეისონმა თქვა: "მიხარია, რომ ამდენ დროს უთმობენ, რადგან ეს ნიშნავს, რომ ყურადღებით ფიქრობენ, ვინ გახდება პაპი," და დასძინა, რომ ფრანცისკეს პოპულარული და ველოსიპედით მოსიარულე სპეციალური წარმომადგენელი, კარდინალი მატეო ძუპი, შესაფერისი არჩევანი იქნებოდა.

2025 წლის პაპის არჩევნები, რომელმაც დაახლოებით 70 ქვეყნიდან კარდინალები შეკრიბა, აქამდე ჩატარებულთა შორის ყველაზე დიდი და ყველაზე საერთაშორისო კონკლავი გამოდგა. აღინიშნება, რომ კარდინალების უმეტესობა მანამდე ერთმანეთს არ იცნობდა.

კენჭისყრამდე, ქარიზმატული პაპის, არგენტინელი ფრანცისკეს მემკვიდრეობისთვის ცხადი კანდიდატი არ არსებობდა. კარდინალები ეკლესიის შიგნით პროგრესული და კონსერვატიული ტრადიციების სპექტრს წარმოადგენენ.

თუმცა, აღინიშნება, რომ ამ ორიათასწლოვანი ინსტიტუტის წინაშე მდგარი გამოწვევები აშკარაა და ახალ პაპს არჩევის შემდეგ, გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე, როგორც ძლიერი დიპლომატიის წარმოჩენა, ასევე ეკლესიის შიგნით არსებული ღრმა განხეთქილებების მოგვარება მოუწევს.

ეკლესიის საჭიროებები

კონკლავის შესავალი ნაწილი, რომელიც კარდინალებისა და სხვა სასულიერო პირების სიქსტეს კაპელისკენ დიდებულმა სვლამ დაიწყო, წმინდა პეტრეს ბაზილიკის წინ დიდ ეკრანებზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

თავდაპირველად ვატიკანის პაოლინის კაპელაში მდუმარე ლოცვისთვის შეკრებილი კარდინალები, შვეიცარიელი გვარდიელების თანხლებით, მიქელანჯელოს ფრესკებით დამშვენებული ცნობილი მე-15 საუკუნის კაპელისკენ გაემართნენ.

აღნიშნული მესა ცნობილია, როგორც ბოლო საჯარო რიტუალი, რომელიც აღინიშნება, სანამ ახალი პაპი მსოფლიოს წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან მიესალმება.

კენჭისყრაში მონაწილე კარდინალების დაახლოებით 80 პროცენტი დანიშნული იყო ფრანცისკეს მიერ, რომელიც ჩაგრულთა დამცველად იყო ცნობილი.

ზოგიერთ კარდინალს სურს, რომ ახალმა პაპმა დაიცვას და განავითაროს ფრანცისკეს მემკვიდრეობა, სხვები კი ეძებენ ლიდერს, რომელიც ეკლესიის დოქტრინას უფრო კონსერვატიულად დაიცავს.

ათობით დასახელებულ კანდიდატს შორის არიან იტალიელი პიერბატისტა პიცაბალა, უნგრელი პეტერ ერდო და შრი-ლანკელი მალკოლმ რანჯითი.

აღმოაჩინეთ
პენტაგონი: ირანის თავდაცვითი-სამრეწველო ინფრასტრუქტურა „სრულად“ განადგურებულია
პრეზიდენტი ერდოღანი აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმა და „პროვოკაციების“ შესახებ გააფრთხილა
ისრაელის ოპოზიცია ნეთანიაჰუს წინააღმდეგ: „პოლიტიკური და სტრატეგიული მარცხი“
Artemis II-ის ასტრონავტები დედამიწისკენ მომავალ გზაზე მთვარესთან ახლოს გავლის მომენტებს აზიარებენ
თურქეთ-პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის წინააღმდეგ ომის დასრულების მცდელობები განიხილეს
აშშ და ირანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ; ნავთობის ფასები ეცემა, გლობალური აქციების კურსი იზრდება
ტრამპმა ირანთან ზავის შემდეგ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში აშშ-ის როლზე მიუთითა
სტამბოლში პოლიციაზე თავდასხმის შემდეგ სამი ტერორისტი იქნა განეიტრალებული
პალესტინის მოწოდება საერთაშორისო ქმედებისკენ ისრაელელი მოსახლეების უკანონო თავდასხმების შემდეგ
თეირანის მცხოვრებლები ტრამპის ბოლო მუქარების შემდეგ გაურკვევლობისთვის ემზადებიან
ჰორმუზის სრუტის კრიზისის ფონზე, თურქეთი საუდის არაბეთთან სატრანზიტო ვაჭრობას იწყებს
აშშ-ისრაელის თავდასხმამ ირანის უდიდესი ნავთობქიმიური კომპლექსი დააზიანა
ლუგანსკში უკრაინის თავდასხმის შემდეგ ათობით მეშახტე მიწის ქვეშ ჩარჩა
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეას „მწუხარება“ გამოუცხადა
ისტორიული მისია: „არტემისის“ ასტრონავტები მთვარის მახლობლად ჩაფრენისთვის ემზადებიან