პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა:
„ჩვენს რეგიონში ისტორია ხელახლა იწერება. თურქეთი თავისი მშვიდობიანი პოლიტიკით რეგიონს მიმართულებას აძლევს.“
პრეზიდენტი ერდოღანი მალაზგირთის ეროვნულ პარკში გამართულ ღონისძიებაზე „ანატოლიის აღების 955-ე წელი — მალაზგირთი 1071“ სიტყვით გამოვიდა.
ერდოღანმა თავის გამოსვლაში აღნიშნა: „საჭიროების შემთხვევაში ყველაფერზე შეგვიძლია უარი ვთქვათ, მაგრამ როდესაც საქმე ჩვენს სამშობლოს, ჩვენი სახელმწიფოსა და ერის მომავალს ეხება, არავის წინაშე მოვიხრით ქედს.“
„ამ გეოგრაფიაში ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ ვიყოთ ძლიერები, ერთიანი და შეკავშირებული,“ — განაცხადა ერდოღანმა და დასძინა:
„ჩვენ, როგორც ერი, როდესაც კი გავერთიანდით, ერთ მუშტად შევიკარით, მხარდამხარ დავდექით და ერთმანეთს შევერწყით, წარმატებიდან წარმატებამდე და გამარჯვებიდან გამარჯვებამდე მივდიოდით. არ დაივიწყოთ, 955 წლის წინ მალაზგირთის ეპოსიც ასე დავწერეთ.“
გამოსვლაში „ტერორიზმისგან თავისუფალი თურქეთის“ პროცესსაც შეეხო ერდოღანი და განაცხადა:
„ეს ჩვენი ძმობისთვის გავაკეთეთ. მოყვარემ თუ მტერმა, ყველამ იცოდეს, რომ ჩვენს რეგიონში ისტორია ხელახლა იწერება. თურქეთი თავისი მშვიდობიანი პოლიტიკით რეგიონს მიმართულებას აძლევს. ამას წინ ვეღარავინ გადაუღობავს.“
პრეზიდენტმა აღნიშნა:
„მათ, ვისაც ჰგონიათ, რომ პროვოკაციებითა და მახეებით თურქეთისა და თურქი ერის დიად მსვლელობას შეაჩერებენ, იმედგაცრუებისთვის არიან განწირულნი.“





















