ფილადელფიაში კონცერტის დაწყებამდე პალესტინის მხარდამჭერმა დემონსტრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
პოპ-ვარსკვლავ ედ შირანის აშშ-ის ტურნე მას შემდეგ აღმოჩნდა კამათის ეპიცენტრში, რაც მისმა სასცენო პარტნიორმა (pre-act), რეპერმა მაკლემორმა, პალესტინის მხარდამჭერი განცხადებების გამო პროგრამიდან ამოიღეს.
ფილადელფიაში, „ლინკოლნ ფაინენშელ ფილდის“ წინ შეკრებილმა პალესტინის მხარდამჭერმა დემონსტრანტებმა, შირანის კონცერტის დაწყებამდე პალესტინის დროშები ააფრიალეს და „თავისუფლება პალესტინას“ სლოგანები სკანდირეს.
რეპერი მაკლემორი, ნიუ-ჯერსიში სცენაზე „თავისუფლება პალესტინას“ სკანდირების შემდეგ, ორშაბათს „Loop Tour“-ის შემადგენლობიდან მოხსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება მილიარდერ რობერტ კრაფტის ხელმძღვანელობით, ღონისძიების ორგანიზატორების პროტესტის ფონზე იქნა მიღებული.
35 წლის შირანმა განაცხადა, რომ მაკლემორის ტურნედან მოხსნის გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია და პასუხისმგებლობა ტურნეს ორგანიზატორებს დააკისრა.
ბოიკოტის მოწოდებები
„პალესტინისთვის ისრაელის აკადემიური და კულტურული ბოიკოტის კამპანიამ“ (PACBI) შაბათს ედ შირანის წინააღმდეგ ბოიკოტის მოწოდება გააფართოვა.
PACBI-ის განცხადებაში მოწოდებულია შირანის მთელი მსოფლიო ტურნეს ბოიკოტირებისკენ, მათ შორის ლათინურ ამერიკაში დაგეგმილი კონცერტებისა და ევროპული ტურის ფარგლებში, რომელიც ჯერ არ გამოცხადებულა.
ეს დავა მოხდა იმ პერიოდში, როდესაც 2023 წლის ოქტომბერში ღაზაში ისრაელის მიერ გენოციდის დაწყების შემდეგ, გასართობ სექტორში არტისტებსა და ორგანიზატორებზე ზეწოლა გაიზარდა.
2023 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ღაზაზე თავდასხმების შედეგად ისრაელმა 73 ათასზე მეტი პალესტინელი მოკლა (უმეტესობა ქალები და ბავშვები) და 174 ათასზე მეტი ადამიანი დაჭრა.


















