ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 4 წუთი
ევროპაში გლობალური სუმუდის ფლოტილიაზე თავდასხმის წინააღმდეგ პროტესტი ვრცელდება
ევროპის დედაქალაქებში აღშფოთება იზრდება ღაზის სექტორის ბლოკადისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდის გამო.
ევროპაში გლობალური სუმუდის ფლოტილიაზე თავდასხმის წინააღმდეგ პროტესტი ვრცელდება
ევროპაში გლობალური სუმუდის ფლოტილიაზე თავდასხმის წინააღმდეგ პროტესტი ვრცელდება / Reuters

მთელს ევროპაში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში ხუთშაბათს, რათა გააპროტესტონ ისრაელის თავდასხმა გლობალურ სუმუდის ფლოტილაზე, რომელსაც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება მიჰქონდა და ისრაელის ძალებმა შეუტიეს და ჩამოართვეს.

ფლოტილას, რომელიც ორგანიზატორების მიერ აღწერილია, როგორც საზღვაო გზით დახმარების უდიდესი კოორდინირებული მცდელობა, ისრაელის საზღვაო ფლოტმა 1 ოქტომბერს ღაზას წყლებთან მიახლოებისას შეუტია. ისრაელის საზღვაო ფლოტმა ძალის გამოყენებით დააკავა ათობით გემი და ასობით ადამიანი, მათ შორის ევროპის ქვეყნის ბევრი მოქალაქე.

საფრანგეთში მომიტინგეები პარიზის ისტორიულ რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ თავდასხმის დასაგმად. პალესტინის დროშებით ხელში, ხალხი სკანდირებდა ლოზუნგებს, როგორიცაა "ისრაელი გარეთ, პალესტინა შენი არ არის" და "გაუმარჯოს პალესტინას".

მომიტინგეები ითხოვდნენ ფლოტილიის აქტივისტების გათავისუფლებას, რომლებიც ისრაელში არიან დაკავებულები, მათ შორის საფრანგეთის მოქალაქეები.

ბელგიაში, ასობით ადამიანი შეიკრიბა დედაქალაქში, საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ პროტესტზე ფრიალებდა პალესტინის დროშები და სოლიდარობის სიმბოლოდ ქეფიეები ეკეთათ თემაზე "მთელი მზერა ღაზასკენ".

პროტესტი საგარეო საქმეთა სამინისტროდან ევროპის პარლამენტის წინ მდებარე ლუქსემბურგის მოედნამდე გაგრძელდა. ხალხი სკანდირებდა ლოზუნგებს: "თავისუფალი პალესტინა", "სოლიდარობა პალესტინას" და "თავისუფლება ღაზას".

მომიტინგეებმა მოუწოდეს ბელგიის და ევროკავშირის ინსტიტუტებს, გაზარდონ მხარდაჭერა ფლოტილისა და პალესტინელი ხალხის მიმართ.

ესპანეთში სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიის ინიციატივით, სოლიდარობის მიტინგები 24 დიდ ქალაქში გაიმართა. მადრიდი და ბარსელონა დემონსტრაციების ყურადღების ცენტრში მოექცნენ.

ათასობით ადამიანი შეიკრიბა მადრიდში, სანტა კრუზის სასახლეში მდებარე საგარეო საქმეთა სამინისტროს რეზიდენციის წინ და მოითხოვა დაკავებული ფლოტილიის წევრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება. მათ ასევე მოუწოდეს მთავრობას, უფრო მკაცრი სანქციები დაუწესოს ნეთანიაჰუს ადმინისტრაციას.

დედაქალაქში გაისმა ლოზუნგები "ბოიკოტი ისრაელს", "შეაჩერე გენოციდი" და "თავისუფალი პალესტინა". ზოგიერთმა მომიტინგემ სცადა მთავარი გზების გადაკეტვა, რამაც პოლიციასთან ხანმოკლე შეტაკებები გამოიწვია.

ბარსელონაში დემონსტრაციები გაიმართა როგორც პორტში, საიდანაც ფლოტილია 30 აგვისტოს გავიდა, ისე ისრაელის საკონსულოს წინ. დაკავებულთა ოჯახები აქტივისტებთან ერთად სასწრაფო დიპლომატიური მოქმედებებისკენ მოუწოდებდნენ.

მსგავსი პროტესტები დაფიქსირდა ვალენსიაში, პამპლონაში, ტოლედოში, სევილიასა და ბილბაოში, შაბათ-კვირის აქციებზე კი უფრო მეტი ხალხის მობილიზებას ელოდებიან.

აღშფოთებამ ადგილობრივ პოლიტიკაშიც შეაღწია. მადრიდის რეგიონულ პარლამენტში მემარცხენე პარტია Mas Madrid-მა საკრებულოს დარბაზში პალესტინის დროშა აღმართა, რამაც მმართველი კონსერვატიული სახალხო პარტიის წევრებთან დებატები გამოიწვია.

არაგონის პარლამენტში დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ღაზას და გლობალურ სუმუდის ფლოტილას, თუმცა ულტრამემარჯვენე Vox-ის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსე მანუელ ალბარესი შეხვდა თურქეთს, ბელგიას, ირლანდიას, ბრაზილიას და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს, კაია კალასს, რათა წარმოედგინათ ერთობლივი პოზიცია ფლოტილიის წევრების დასაცავად, ინიციატივის ფარგლებში, რომელსაც ადგილობრივი მედია „სატელეფონო დიპლომატია“ უწოდეს.

შვეიცარიაში, ათასობით ადამიანმა დემონსტრაცია გართაა ჟენევაში, ლიზა ჟირარდინის მოედანზე, ფრანგულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე სკანდირებით. მომიტინგეები ითხოვდნენ ისრაელის ბლოკადის დასრულებას და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელ მიწოდებას.

მიტინგები ასევე გაიმართა ბერნში, ბაზელში, ლუგანოში, ლუცერნსა და ციურიხში. ჟენევაში პროტესტი ინტენსიური პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ რამდენიმე საათს გაგრძელდა და ინციდენტის გარეშე დასრულდა.

გაერთიანებულ სამეფოში, ასობით ადამიანი შეიკრიბა ლონდონში, პარლამენტის მოედანზე და გაემართა Whitehall-ისკენ, სადაც სამთავრობო ოფისები მდებარეობს. პალესტინის დროშების ფრიალით დემონსტრანტები სკანდირებდნენ "თავისუფალი პალესტინა" და "ღაზას დაბომბვა შეწყვიტეთ".

მოძრაობა შეფერხდა, როდესაც ხალხი ქუჩებში გავიდა და ზოგიერთმა ავტობუსის მძღოლმა საყვირის სიგნალებით პროტესტანტების მიმართ სოლიდარობა გამოხატა. პოლიციამ მომიტინგეებს ტრაფალგარის მოედნისკენ გადაადგილებაში ხელი შეუშალა, რამაც შეხლა-შემოხლა და რამდენიმე ადამიანის დაპატიმრება გამოიწვია. დედაქალაქის სხვა ნაწილებში მცირე პროტესტებიც დაფიქსირდა.

საბერძნეთში ათასობით ადამიანი გაემართა ისრაელის საელჩოსკენ ათენში, სკანდირებით "შეაჩერე გენოციდი ღაზაში" და "გაარღვიე ბლოკადა, თავისუფლება პალესტინას".

ორგანიზატორებმა წაიკითხეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისრაელი საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულეს და ხაზი გაუსვეს, რომ ფლოტილის მისია ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება იყო.

მსგავსი პროტესტები გაიმართა თესალონიკში, პატრაში, ხანიაში, მიტილენეში, ხიოსში, ვოლოსსა და ლარისაში. მონაწილეებმა მოითხოვეს ფლოტილიაში მყოფი 27 ბერძენი მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

ისრაელის საზღვაო ძალებმა ოთხშაბათს ღამით ღაზას სანაპიროებთან მიახლოებულ ფლოტილას შეუტია და სულ მცირე 443 აქტივისტი დააკავა. ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ღაზას ბლოკადის გარღვევის საერთაშორისო კომიტეტმა (ICBSG) დაადასტურა, რომ 22 გემს დაესხნენ თავს და დააკავეს, ხოლო 19 გემი დაზიანდა, თუმცა ეს ჯერ არ არის დოკუმენტირებული.

დარჩენილი ოთხი გემიდან ორი დაბრუნდა, როგორც დამხმარე გემი, ხოლო გემი Marinette ტექნიკური გაუმართაობის გამო დაგვიანებით განაგრძობს სვლას ღაზასკენ.

ფლოტილია, რომელიც ძირითადად ჰუმანიტარული დახმარებითა და სამედიცინო მარაგებით იყო დატვირთული, აგვისტოს ბოლოს გაემგზავრა. წლების შემდეგ პირველად, დაახლოებით 50 გემი ასობით სამოქალაქო მხარდამჭერთან ერთად ღაზასკენ გაემართა.

ისრაელი 18 წელია ბლოკადას უწევს ღაზას, სადაც დაახლოებით 2,4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მარტში საზღვრისპირა გადასასვლელების ჩაკეტვით, სურსათისა და მედიკამენტების მიწოდების შეფერხებით, ბლოკადა კიდევ უფრო გაამკაცრა. ამან რეგიონი შიმშილის ზღვარზე მიიყვანა.

ისრაელის დაბომბვებმა 2023 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, 66 200-ზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე შეიწირა, რომელთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.

გაერომ და მსხვილმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა არაერთხელ გააფრთხილეს, რომ ალყაში მოქცეული ტერიტორია საცხოვრებლად უვარგისი გახდა და შიმშილი და დაავადებები სწრაფად ვრცელდება.

აღმოაჩინეთ
ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ რუსეთ-უკრაინის ომის განსამუხტავად ნაბიჯებს დგამს
რუსეთი: გერმანიამ ბონში ჩვენი გენერალური საკონსულო უსაფუძვლო მიზეზით დახურა
მკვლელი ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზაში 5 პალესტინელი დაიღუპა
თურქეთის ქალთა ეროვნული ნაკრების გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე
სტამბოლის აეროპორტმა ევროპის მწვერვალზე ადგილი შეინარჩუნა
თურქეთმა და კიდევ 7-მა ქვეყანამ პალესტინელების გადასახლების შესახებ ისრაელის გეგმები დაგმეს
უიტეკერმა განაცხადა, რომ ნატო მოკავშირეების წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს არ შეეგუება
კრემლი: „პუტინმა აშშ-ის წარმომადგენლებთან „უკიდურესად ღია“ მოლაპარაკებები გამართა“
ერდოღანი: თურქეთი ირან-აშშ-ის დაძაბულობის დასასრულებლად ძალისხმევას არ იშურებს
ისრაელის გაზეთმა ვალების მქონე ამერიკელებისთვის ირანში შეჭრის გეგმა წამოაყენა
ევროკავშირი: „ჩვენ უარვყოფთ ღაზაში დემოგრაფიული ან ტერიტორიული ცვლილებების განხორციელებას“
Hugging Face-ს Nvidia დაახლოებით 13 მილიარდ დოლარად შეიძენს
ტრამპმა ხასიდი ებრაელები თეთრ სახლში მიიღო
თურქეთის რეაქცია ევროპარლამენტს: „ისტორიული სიმართლე მახინჯდება“
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ: „მთავარი ამოცანა ირანის რეჟიმის დამხობაა“