ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ: „მთავარი ამოცანა ირანის რეჟიმის დამხობაა“
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ეს „შეუძლებელი კი არა, მიღწევადი და ახლოსაა“.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ: „მთავარი ამოცანა ირანის რეჟიმის დამხობაა“
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ: „მთავარი ამოცანა ირანის რეჟიმის დამხობაა“

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, 27 ოქტომბერს ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების წინ, განაგრძო მუქარა და აღნიშნა, რომ „მათი მთავარი ამოცანა, ირანის რეჟიმის განადგურებაა“.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ნეთანიაჰუ თავდაცვის მინისტრ იზრაელ კაცს, გენერალური შტაბის უფროს ეიალ ზამირსა და სხვა სარდლებს თელ-ავივში, თავდაცვის სამინისტროს „კირიას“ კომპლექსში შეხვდა.

თავის გამოსვლაში ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მათ უკუაგდეს ირანის საფრთხე და ამტკიცებდა, რომ თეირანის ხელმძღვანელობა „ბორძიკებს და ისეთი სუსტია, როგორც არასდროს“.

„ჩვენი უახლოესი მთავარი ამოცანა ირანის რეჟიმის დამხობაა და ჩვენს შესაძლებლობებში დარწმუნებულნი ვართ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ და დასძინა, რომ ეს მიზანი შეუძლებელი კი არა, მიღწევადი და ახლოსაა.

ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ირანი ისრაელის საპასუხო ქმედებების შიშით მათ თავს არ ესხმის და ხაზი გაუსვა ქვეყნის შიგნით ერთიანობის არსებობას.

ისრაელში 27 ოქტომბერს გასამართი არჩევნების წინ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, გადი ეიზენკოტის პარტია „იაშარი“ ლიდერობს.

ნეთანიაჰუ კი, რომელიც გამოკითხვებში რეიტინგულად ჩამორჩება, მუქარას აძლიერებს.

აღმოაჩინეთ
სტამბოლის აეროპორტი „მსოფლიოში საუკეთესოდ“ დასახელდა
კოლუმბიაში, ოქროს მაღაროში მომხდარ ჩამოშლას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდების დამტკიცება გადადო
ერდოღანი: „ჩვენს ირგვლივ ცეცხლის რკალია“
მინისტრი ფიდანი საუდელ კოლეგას შეხვდა
პალესტინა ისრაელის თავდასხმების სამიზნე მოსწავლეებისთვის საერთაშორისო დაცვას ითხოვს
მაკრონმა განაცხადა, რომ პრეფექტებს ზოგიერთი დემონტრაციის აკრძალვის გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ
ტაილანდში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობების შედეგად ბოლო ერთ თვეში 80 ადამიანი დაიღუპა
მილანში ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით 160 ადამიანი დააკავეს
რუსეთმა კიევში მეტროს სადგურზე თავდასხმა განახორციელა
თურქეთმა კანადაში, სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების გამო სამძიმარი გამოხატა
არაღჩი: ნეთანიაჰუ ციხის თავიდან ასაცილებლად აშშ-ს ომში ითრევს
რუსეთმა და უკრაინამ ღამის განმავლობაში ურთიერთდარტყმები განახორციელეს
პრეზიდენტმა ერდოღანმა აზერბაიჯანს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
თურქეთის საელჩო ბაქოში მინისტრ ფიდანთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს