ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა
თელ-ავივის მახლობლად, შენობაში რაკეტის მოხვედრის შედეგად, ათობით ადამიანი დაიკარგა; დაზიანდა მეცნიერების ინსტიტუტი.
ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა
/ AP

ირანის კუთვნილი რაკეტები კვირას, დილით, ისრაელის ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში ბევრ ადგილზე ჩამოვარდა. ისრაელის მედიის ცნობით, თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა, 208 კი დაშავდა. ეს თავდასხმა, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის გამწვავების შემდეგ, ყველაზე სისხლიან ირანულ თავდასხმად ფასდება.

Channel 12-მა განაცხადა, რომ ბოლო თავდასხმის ტალღის დროს, თელ-ავივის სამხრეთით მდებარე ქალაქებში, ბათ-იამსა და რეჰოვოტში ჩამოვარდნილი რაკეტების ჩათვლით, ისრაელის ცენტრალურ ნაწილში დაახლოებით 50 რაკეტა ისროლეს. ამ რეგიონებში 4 ადამიანი დაიღუპა, 195 კი დაშავდა; მათგან 5 მძიმედ. ტელეარხმა ასევე აღნიშნა, რომ ბათ-იამში, საცხოვრებელ სახლში რაკეტის მოხვედრის შედეგად, დაახლოებით 35 ადამიანი დაკარგულია.

ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა "კან"-მა განაცხადა, რომ რეჰოვოტში მდებარე, წამყვანი კვლევითი უნივერსიტეტი, ვაიცმანის მეცნიერების ინსტიტუტი, თავდასხმების შედეგად სერიოზულად დაზიანდა.

გაზეთმა "Maariv"-მა განაცხადა, რომ ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, სულ მცირე, 6 ადგილას მოხდა პირდაპირი დარტყმა.

ისრაელის ჩრდილოეთით, ჰაიფას რეგიონში, ირანული რაკეტების დასახლებულ პუნქტებზე, მათ შორის თამრასა და კრაიოტზე ჩამოვარდნის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა. Channel 12-მა აღნიშნა, რომ ამ რეგიონებში ბევრი შენობა და ქუჩა "მძიმედ დაზიანდა".

ისრაელის არმიის განცხადებით, ეილათის სამხრეთ საპორტო ქალაქთან ახლოს, ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო და ირანიდან გაშვებულ რაკეტებთან ბრძოლას აგრძელებს. არმიამ ასევე დაადასტურა, რომ თეირანში სამხედრო ობიექტებზე საპასუხო თავდასხმები გრძელდება.

ეს დაძაბულობა პარასკევს, გამთენიისას, ისრაელის მიერ ირანის ბირთვული და სარაკეტო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ამ თავდასხმების შედეგად, მაღალი რანგის მეთაურები, მეცნიერები და მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. ირანმა ამაზე საპასუხოდ, ისრაელის ბევრ ქალაქზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა.

სიტუაცია სწრაფად იცვლება და უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტის შიში იზრდება.

აღმოაჩინეთ
ირანმა რეგიონის მასშტაბით „მტრის ბაზების“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სთავდასხმები განახორციელა
ტრამპი: თეირანის თავდასხმის შემთხვევაში, აშშ ირანს „გაანადგურებს“
რუსეთი: უკრაინას კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების სურვილი არ აქვს
აშშ-ის კონგრესის ჩაურევლობის შემდეგ, თურქეთისთვის F110 ძრავების მიყიდვის პროცესი წინ მიიწევს
TİKA-სგან ვენესუელას 2 სატვირთო მანქანა თავშესაფარი და პირველადი მოხმარების ნივთები გადაეცა
ესპანეთის სამხრეთში ტყის ხანძრის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა
პრეზიდენტი ერდოღანი: ნატოს 36-ე სამიტი წარმატებით დავასრულეთ
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი მიცოტაკისი: თურქეთმა ნატოს ბრწყინვალე სამიტი გამართა
სირია კმაყოფილია ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, ამოიღოს ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან
ტრამპი: ერდოღანი შესანიშნავი იყო, ნატომ დიდი გზა გაიარა
ერდოღანმა ნატოს სამიტი ისტორიულ წარმატებად შეაფასა
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ნეთანიაჰუსთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა
ტრამპი: „დიდი ალბათობით, ამ საღამოს ირანს ძალიან მძლავრად დავარტყამთ“
ნატოს ანკარის სამიტის დეკლარაცია გამოქვეყნდა
ერდოღანმა ნატოს ფარგლებში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე არსებული შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდა