ერდოღანმა მადუროს უთხრა, რომ აშშ-სთან დიალოგის არხების ღიად შენარჩუნება მნიშვნელოვანია
პრეზიდენტმა ერდოღანმა და მისმა ვენესუელელმა კოლეგამ სატელეფონო საუბრისას ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონული მოვლენების შესახებ ისაუბრეს.
თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-სა და ვენესუელას შორის არსებული დაძაბულობა შემცირდება / AA
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შაბათს ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს განუცხადა, რომ აშშ-სთან დიალოგის არხების ღიად შენარჩუნება მნიშვნელოვანია.
კომუნიკაციების სამმართველოს ცნობით, ორმა ლიდერმა სატელეფონო საუბრისას ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები განიხილა.
ერდოღანმა ხაზი გაუსვა აშშ-სა და ვენესუელას შორის დიალოგის მნიშვნელობას და გამოთქვა იმედი, რომ არსებული დაძაბულობა შემცირდება.