ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 1 წუთი
სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ აცხადებს
ალექსანდარ ვუჩიჩი პრეზიდენტის პოსტს 27 სექტემბერს დატოვებს.
სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ აცხადებს
ვუჩიჩი

ვუჩიჩმა სერბულ სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობისას მიმდინარე მოვლენებსა და 25 ოქტომბერს დაგეგმილ ვადამდელ საყოველთაო არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება.

ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის თანამდებობიდან 27 სექტემბერს გადადგება, იმავე საღამოს კი ხალხს მიმართავს და მადლობას გადაუხდის მხარდამჭერებს.

ვუჩიჩმა, რომელიც სერბეთში მრავალპარტიულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივად მყოფი პრეზიდენტია, განაცხადა: „ამას ქვეყნის მოქალაქეების გარეშე ვერ შევძლებდი. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ სერბეთს და ამ ქვეყნის მოქალაქეებს ერთგულებით, შრომისმოყვარეობითა და თავდადებით ვემსახურე“.

მან აღნიშნა, რომ გადადგომის შემდეგ, 25 ოქტომბრის ვადამდელ საყოველთაო არჩევნების კამპანიაში რიგითი მოქალაქის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას და დასძინა:

„პატარა სატვირთო ავტომობილიც კი ვიყიდე, საკუთარი მანქანა მყავს. კარაუნიც (სახლი-ბორბლებზე) შევიძინე, რადგან ყველგან ვერ დავიძინებ. ყველაზე შორეულ სოფლებში ჩავალ და თუ გვიანობამდე მომიწევს დარჩენა, იქ ვიქნები. უამრავი სოფელია. ათასობით სოფელი არსებობს, სადაც ჯერ არ ვყოფილვარ. ქალაქებშიც მინდა ჩასვლა“.

ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ სერბეთის პროგრესული პარტია (SNS) საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დედაქალაქ ბელგრადის ჩათვლით, დიდ ქალაქებში მიტინგებს გამართავს და დასძინა, რომ სჯერა, SNS-ი ხმების 50%-ზე მეტის მიღებას იმსახურებს.

აღმოაჩინეთ
დასავლეთ თრაკიელი თურქების რეაქცია ქსანთიში მდებარე „ჩინარ მეჩეთზე“ განხორციელებულ თავდასხმაზე
საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი სირიაშია
პუტინმა უკრაინაში ევროპელი სამხედროების შესაძლო განთავსება „რუსეთთან ომად“ შეაფასა
ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დაკავშირებული საფრთხე აღიკვეთა
ალჟირმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა
ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად პალესტინური ოჯახიდან ოთხი ადამიანი დაიღუპა
„ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმში ბრიტანეთის საკონსულოს 30 დღის ვადაში დახურვა უბრძანა“
ახალი ზელანდია ისრაელს უკანონო დასახლებების გაფართოების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
სმოტრიჩი და ბენ გვირი ბრიტანეთის წინააღმდეგ სანქციებს და ბრიტანეთის ელჩის გაძევებას ითხოვენ
რუსეთის სარაკეტო და საჰაერო თავდასხმას კიევზე ორი ადამიანი ემსხვერპლა, ათი კი დაშავდა
ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ რუსეთ-უკრაინის ომის განსამუხტავად ნაბიჯებს დგამს
რუსეთი: გერმანიამ ბონში ჩვენი გენერალური საკონსულო უსაფუძვლო მიზეზით დახურა
მკვლელი ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზაში 5 პალესტინელი დაიღუპა
უიტეკერმა განაცხადა, რომ ნატო მოკავშირეების წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს არ შეეგუება
კრემლი: „პუტინმა აშშ-ის წარმომადგენლებთან „უკიდურესად ღია“ მოლაპარაკებები გამართა“
ისრაელის გაზეთმა ვალების მქონე ამერიკელებისთვის ირანში შეჭრის გეგმა წამოაყენა
ევროკავშირი: „ჩვენ უარვყოფთ ღაზაში დემოგრაფიული ან ტერიტორიული ცვლილებების განხორციელებას“
ტრამპმა ხასიდი ებრაელები თეთრ სახლში მიიღო
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ: „მთავარი ამოცანა ირანის რეჟიმის დამხობაა“
ირანის არმია: „ჩვენ რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით დავარტყით აშშ-ის ბაზებს“